ხუთი დინასტია და ათი სამეფო
ხუთი დინასტია და ათი სამეფო, ასევე უ ტაი (ჩინ.: 五代十國; ჩინ.: 五代十国; ფინინი: wǔ dài shí guó) — აჯანყებებისა და პოლიტიკური დაყოფის ხანა 907-979 წლებში, საიმპერატორო ჩინეთის ტერიტორიაზე. ეპოქა იწყება 907 წელს, თანგის დინასტიის დაცემით და სრულდება სუნგის დინასტიის დაარსებით, 960 წელს. მომდევნო 19 წლის განმავლობაში სუნგმა სამხრეთ ჩინეთში თანდათან დაიმორჩილა დარჩენილი სახელმწიფოები, ლიაოს სამეფოს გამოკლებით. გვიანი თანგის დინასტიის კონტროლი მრავალრიცხოვან ჩინოვნიკ ფანგჭენგებზე შემცირდა, ამიტომ 907 წლამდე დიდი ხნით ადრეც არსებობდა მრავალი დე ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფო. თანგის დინასტიის დაცემის შემდეგ, ცენტრალური დაბლობის რამდენიმე მეომარმა თავი იმპერატორად გამოაცხადა. 907 წლიდან 979 წლამდე პერიოდის მანძილზე წარმოქმნილ სამეფოებსა და მათ ალიანსებს შორის პირველობის მოსაპოვებლად გამუდმებული საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ხუთი დინასტიის და ათი სამეფოს უკანასკნელი დინასტიური სახელმწიფო იყო ჩრდილოეთი ხანი, რომელსაც 979 წელს სუნგის დინასტია იპყრობს. მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სუნგის დინასტიის პარალელურად არსებობდა ლიაოს და ძინის დინასტიები და სხვა რეჟიმები ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სანამ საბოლოოდ ყველა მათგანი არ გაერთიანდა იუენის დინასტიაში.
ჩინეთის ისტორია | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ძველი | |||||||
3 მონარქი და 5 იმპერატორი | |||||||
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600 | |||||||
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046 | |||||||
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256 | |||||||
დასავლეთი ჭოუ | |||||||
აღმოსავლეთი ჭოუ | |||||||
გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი | |||||||
მებრძოლი სამეფოების პერიოდი | |||||||
იმპერიები | |||||||
ცინი ძვ. წ. 221 –206 | |||||||
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220 | |||||||
დასავლეთი ხანი | |||||||
სინის დინასტია | |||||||
აღმოსავლეთი ხანი | |||||||
სამმეფობა 220–280 | |||||||
ვეი, შუ და უ | |||||||
ძინის დინასტია 265–420 | |||||||
დასავლეთი ძინი | 16 სამეფო 304–439 | ||||||
აღმოსავლეთი ძინი | |||||||
სამხრეთისა და ჩრდილოეთის დინასტიები 420–589 | |||||||
სუის დინასტია 581–618 | |||||||
ტანის დინასტია 618–907 | |||||||
(მეორე ჭოუ 690–705) | |||||||
5 დინასტია და 10 სამეფო 907–960 |
ლიაო 907–1125 | ||||||
სუნის დინასტია 960–1279 |
|||||||
ჩრდილოეთი სუნი | დ. სია | ||||||
სამხრეთი სუნი | ძინი | ||||||
იუანის დინასტია 1271–1368 | |||||||
მინის დინასტია 1368–1644 | |||||||
ცინგის დინასტია 1644–1911 | |||||||
თანამედროვე ერა | |||||||
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949 | |||||||
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949–დღემდე |
ჩინეთის რესპ. (ტაივანი) 1949–დღემდე | ||||||
რეალურად, სამხრეთის სამეფოები სრულიად დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ, გააჩნდათ რა საკუთარი დინასტიები. ხუთი დინასტიისა და ათი სამეფოს პერიოდი იყო ჩინეთის ფეოდალური დაქუცმაცებულობის, სხვადასხვა სამხედრო-ფეოდალურ ჯგუფებს შორის გამუდმებული ომების ხანა. დაეცა სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა და ვაჭრობა. მოგვიანებით სუნგის დინასტიამ გააერთიანა ჩინეთი და ბოლო მოუღო უ ტაის პერიოდს ჩინეთის ისტორიაში.[1]
ფონი
რედაქტირებათანგის დინასტიის დასასრულს, იმპერიულმა ხელისუფლებამ გაზრდილი უფლებამოსილება მიანიჭა ძიედუებს, რეგიონალურ სამხედრო გუბერნატორებს. ან ლუშანის (755–763) და ხუანგ ჩაოს აჯანყებებმა დაასუსტა იმპერიული მთავრობა და მე-10 საუკუნის დასაწყისში ძიედუებმა ხელისუფლებისგან დე ფაქტო დამოუკიდებლობა მოიპოვეს. თანგის დინასტიის ბოლო ათწლეულში ძიედუების ცენტრალური სასამართლო უწყების მიერ დანიშვნის პროცესი ჩაანაცვლა მემკვიდრეობითმა სისტემამ, მამიდან შვილზე ან მფარველიდან პროტეჟემდე. მათ გააჩნდათ საკუთარი არმია, რომლებიც წინააღმდეგობაში უდგებოდნენ სასახლის არმიას. ადგილობრივმა შენაერთებმა დააგროვეს უზარმაზარი სიმდიდრე, რაზეც მეტყველებს მათ სამარხებში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მდიდრული ინვენტარი.[2] ან ლუშანის აჯანყების შემდეგ თანგის ცენტრალური ხელისუფლების დაცემის შედეგად, რეგიონალური ადმინისტრაციების ზემოქმედება ძველ ოლქებსა და პრეფექტურებზე გაიზარდა. ეს ადმინისტრაციები, რომლებიც სარაიონო კომისიების სახელით არის ცნობილი, შემდგომში სამხრეთის რეგიონის საზღვრები ხდებიან. მრავალი სარაიონო კომისარი გახდა ამ სამეფოების იმპერატორი ან მეფე.[3]
ისტორიკოსმა ჰუგო კლარკმა შემოგვთავაზა ამ პერიოდის ფართო პოლიტიკური ტენდენციების სამეტაპიანი მოდელი. პირველი ეტაპი (880–910) მოიცავს პერიოდს ხუანგ ჩაოს აჯანყებასა და თანგის დინასტიის ოფიციალურ დასასრულს შორის, სადაც ქაოტური ბრძოლები მიმდინარეობდა მეომრებს შორის, რომლებიც აკონტროლებდნენ დაახლოებით ერთ ან ორ პრეფექტურას. მეორე ეტაპზე (910–950) სხვადასხვა მეომრებმა სტაბილიზაცია და საკმარისი ლეგიტიმაცია მოიპოვეს ახალი დინასტიების გამოსაცხადებლად. მესამე ეტაპზე (950–979) მოხდა ჩინეთის გაერთიანება ჭოუს დინასტიისა და მისი მემკვიდრე სუნგის დინასტიის მიერ და დაიწყო პროვინციების დემილიტარიზაცია. სამხრეთ ჩინეთი, რომელიც იყო დაყოფილი რამდენიმე დამოუკიდებელ დინასტიურ სამეფოდ, უფრო სტაბილური გახდა, ვიდრე ჩრდილოეთი, რომელიც განიცდიდა რეჟიმების მუდმივ ცვლილებას. შესაბამისად, სამხრეთის სამეფოებმა შეძლეს დაეწყოთ ვაჭრობა და ინფრასტრუქტურული პროექტები, რამაც საფუძველი ჩაუყარა სუნგის დინასტიის ეკონომიკურ აღმავლობას.[4]
ჩრდილოეთი
რედაქტირებანიკოლას ტაკეტის თქმით, ხეპეის სამმა პროვინციამ (ჩენტუ, იოუჭოუ, ვეიპო) ან ლუშანის აჯანყების შემდეგ ცენტრალური ხელისუფლებისგან ბევრად მეტი ავტონომიის მოპოვება შეძლო. მათი ადმინისტრაციები ადგილობრივი სამხედროების კონტროლის ქვეშ იყვნენ და გადასახადებს არ იხდიდნენ. თანამდებობათა გადაცემა ხდებოდა მემკვიდრეობით. ისინი დროდადრო ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აწარმოებდნენ ომს, ან ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.[5] იოუჭოუ ცენტრალური ხელისუფლებისგან განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. ჩრდილო-აღმოსავლეთის პროვინციები ნელ-ნელა გამოეყვნენ დედაქალაქს.[6]
ტერმინი "ხუთი დინასტია" შემოღებულ იქნა სუნგის დინასტიის ისტორიკოსების მიერ და გულისხმობს, რომ ქაიფენგში დაფუძნებული თანმიმდევრული რეჟიმები აკონტროლებდნენ ცენტრალურ დაბლობს და ფლობდნენ სამოთხის მანდატს. ხუთი დინასტიიდან პირველი დააარსა ჭუ ვენმა, აჯანყებულმა დეზერტირმა, რომელმაც ბოლო მოუღო თანგის დინასტიას.[7]
დანარჩენი დინასტიები, ისევე როგორც სუნგის დინასტია, წარმოიშვა სამხედრო ორგანიზაციებიდან, რომლებსაც თავდაპირველად ხელმძღვანელობდნენ შატუო თურქები. გვიანი თანგი დააარსა ლი ცუნსიუმ, შატუოს მეთაურის ლი ქეიუნგის ვაჟმა, რომელიც გვიანი თანგის პერიოდში ჭუ ვენის მთავარი კონკურენტი იყო. გვიანი ძინის დინასტიას საფუძველი ჩაუყარა ში ძინგთენგმა. გვიანი ხანის დინასტიას- ლიოუ ჭიუენმა. გვიანი ჭოუს დინასტიას-კუო ვეიმ.
ცინგის ისტორიკოსი ვანგ ფუჭი (1619–1692) წერდა, რომ ეს პერიოდი შეიძლება შევადაროთ ძველი ჩინეთის ადრინდელ მეომარ სახელმწიფოთა პერიოდს და აღნიშნავს, რომ არც ერთი მმართველი არ შეიძლება იყოს მოხსენიებული, როგორც ცის შვილი, რამეთუ მათ ცის მანდატი არ გააჩნდათ.[8][9]
სამხრეთი
რედაქტირებაამ პერიოდში სამხრეთის რეჟიმებს მეტწილად უფრო სტაბილური და ეფექტური მმართველობა ჰყავდათ.[10] სამხრეთის სახელმწიფოების მმართველების დიდი ნაწილიც ჩრდილოელი სამხედრო ლიდერები იყვნენ, ისევე როგორც მათი მთავარი ოფიცრები და ელიტარული ძალები, რადგან თანგის დინასტიის დიდი ნაწილის დაფუძნება ჩრდილოეთში მოხდა.[11]
ვუს და ყოფილი შუს სამეფოების დამფუძნებლები იყვნენ თაღლითები ხუაინანიდან და სიუჩანგიდან. მინის სამეფოს საფუძველი ჩაუყარა ხუაინანის ხელისუფლების მცირეწლოვანმა თანამშრომელმა. ვუიუეს სამეფოს დამფუძნებელი იყო თაღლითი ხანგჭოუდან. ჩუს სამეფოს დამფუძნებელი- დურგალი სიუჩანგიდან. ძინგნანის დამაარსებელი - მონა შანჭოუდან, ხოლო სამხრეთ ხანის სამეფოს დამაარსებელი იყო სამხრეთული ტომის მეთაური.[12] სამხრეთის სამეფოები დაარსდა დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მამაკაცების მიერ, რომლებიც აღზევდნენ უმაღლესი სამხედრო შესაძლებლობებით, ისინი შემდგომში მომავალმა სწავლულებმა შეურაცხყვეს, როგორც "ბანდიტები". თუმცა, სადავეების ხელში ჩაგდების შემდეგ, თითოეულმა ზემოთჩამოთვლილმა დიდი შრომა გასწია, რათა ხელი შეეწყოთ ეკონომიკისა და კულტურის განვითარებისთვის, და რათა თავიანთი მმართველობა დაეკანონებინათ.[13]
სამხრეთ რეგიონის ეკონომიკა აყვავდა. კუანგტუნგი და ფუძიენი იყო მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქები, რომლებიც ეწეოდნენ ეგზოტიკური საქონლით ვაჭრობას. შუა იანგწი და სჩუანი იყო ჩაის და ფაიფურის წარმოების ცენტრები, ხოლო იანგწის დელტა იყო უკიდურესად მაღალი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ცენტრი და სხვა რეგიონების საყრდენი. რეგიონები ეკონომიკურად ურთიერთდამოკიდებულნი იყვნენ. სუეის და თანგის პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ყურადღებას აქცევდა სამხრეთის განვითარებას, სამხრეთს აძლევდა შესაძლებლობას ინოვაციისთვის მკაცრი ადმინისტრაციული კონტროლისგან ყოფილიყო თავისუფალი. თანგის დინასტიის დროს ჩრდილოეთის გამორჩეულ ოფიციალურ პირებს არ სურდათ ემსახურათ სამხრეთში და ამიტომ სამხრეთელები დაინიშნენ ადგილობრივ თანამდებობებზე"სამხრეთის შერჩევის" დამატებითი სისტემის პირობებში. ეს სამხრეთელი ჩინოვნიკები გახდნენ ათი სამეფოს ადმინისტრაციული ბირთვი და მოგვიანებით ბიუროკრატიაში დომინირება მოიპოვეს შუა სუნგის პერიოდში.[14]
გამოჩენილი ძიედუები
რედაქტირებაჩრდილოეთი ჩინეთი
რედაქტირება- ვანგ ჟონგი, ჭენგჭოუ (თანამედროვე ჭენგტინგი, ხეპეის პროვინცია)
- ვანგ ჩუჭი, ტინგჭოუ (თანამედროვე ტინგჭოუ, ხეპეის პროვინცია)
- ლი ქეიუნგი და ლი ცუნსიუ, იოუჭოუ (თანამებროვე პეკინი), გვიანი თანგის წინამორბედი
- ლიოუ ჟენკუნგი და ლიოუ შოუკუანგი, იოუჭოუ (თანამედროვე პეკინი), იენის წინამორბედი
- ლი მაოჭენი, ფენგსიანგი (თანამედროვე ფენგსიანგი, შაანსის პროვინცია), ცის წინამორბედი
- ლუო შაოვეი, ვეიპო (თანამედროვე ტამინგი, ხეპეის პროვინცია)
- ლი სინკანგი, ტინგნანი, დასავლეთ სიას წინამორბედი
- ჭანგ იჩაო, კუეიი
- ჭუ ვენი, პიენჭოუ (თანამედროვე ქაიფენგი, ხენანი) გვიანი ლიანგის წინამორბედი
სამხრეთი ჩინეთი
რედაქტირება- ციენ ლიუ, ხანგჭოუ (თანამედროვე ხანგჭოუ, ჭეძიანგი), ვუიუესნწინამორბედი
- მა ინი, თანჭოუ (თანამედროვე ჩანგშა, ხუნანი), ჩუს წინამორბედი
- ვანგ შენჭი, ფუჭოუ (თანამედროვე ფუჭოუ, ფუძიენი), სამხრეთ ხანის წინამორბედი
- ლიოუ ინი, კუანგჭოუ (თანამედროვე კუანგჭოუ, კუანგტუნგი)
- ვანგ ძიენი, ჩენტუ (თანამედროვე ჩენტუ, სჩუანი), ყოფილი შუს წინამორბედი
- იენგ სინგმი, იენგჭოუ (თანამედროვე იენგჭოუ, ძიენსუ). ვუს წინამორბედი
- კაო ძისინგი, ძინგჭოუ, ძინგნანის წინამორბედი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 101.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მ. ჯიბლაძე, ო.ჭიღლაძე, დ. ანდღულაძე, ნ. გელაშვილი, შ. ჩიხლაძე, ა. კალანდია, (2022)ჩინეთის ისტორია თბილისი: ოქროს საწმისი (გვ.98-99)
- ↑ Xiu Ouyang (2004). Historical Records of the Five Dynasties. Columbia University Press, გვ. lv–lxv. ISBN 9780231128278. The information was taken from Richard L. Davis's introduction.
- ↑ Robert M. Hartwell (1982). „Demographic, Political, and Social Transformations of China, 750–1550“. Harvard Journal of Asiatic Studies. 42 (2): 397.
- ↑ Michael Szonyi (2017) A Companion to Chinese History. Hoboken, NJ: John Wiley & Sons, Ltd, გვ. 127–128. ISBN 9781118624548.
- ↑ Robert M. Hartwell (1982). „Demographic, Political, and Social Transformations of China, 750–1550“. Harvard Journal of Asiatic Studies. 42 (2): 405–408.
- ↑ Nicolas Tackett (2014) The Destruction of the Medieval Chinese Aristocracy. Harvard University Press, გვ. 151–184. ISBN 9780674492059.
- ↑ Nicolas Tackett (2017) The Origins of the Chinese Nation. University of California, Berkeley: Cambridge University Press, გვ. 100. ISBN 978-1-316-64748-6.
- ↑ Nicolas Tackett (2017) The Origins of the Chinese Nation. University of California, Berkeley: Cambridge University Press, გვ. 72–73. ISBN 978-1-316-64748-6.
- ↑ Wang, Hongjie (2011) Power and politics in tenth-century China: the Former Shu regime. Amherst, NY: Cambria Press, გვ. 2, 5–6, 8, 11–12, 115, 118, 122, 233, 247, 248. ISBN 978-1-60497-764-6.
- ↑ Eberhard, Wolfram, A History of China (1977), "Chapter IX: The Epoch of the Second Division of China."
- ↑ Wang, Hongjie (2011) Power and politics in tenth-century China: the Former Shu regime. Amherst, NY: Cambria Press, გვ. 82. ISBN 978-1-60497-764-6.
- ↑ Peter Lorge (2011) Five Dynasties and Ten Kingdoms. The Chinese University of Hong Kong Press, გვ. 51–78.
- ↑ Benjamin Brose (2015) Patrons and Patriarchs: Regional Rulers and Chan Monks during the Five Dynasties and Ten Kingdoms. University of Hawaii Press, გვ. 20–21. ISBN 978-0824857240.
- ↑ Hugh Clark (2021) China during the Tang-Song Interregnum, 878–978: New Approaches to the Southern Kingdoms. Routledge, გვ. 101–103. ISBN 9781000426397.