ხანგჭოუ
ხანგჭოუ (ჩინ.: 杭州, [xǎŋ.ʈʂóu]) — ჯეძიანის პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ჩინეთი. ქალაქი მდებარეობს პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ხანგჭოუს ყურის ზემოთ, რომელიც ქალაქს შანხაისა და ნინგპოსაგან გამოჰყოფს. ხანგჭოუ ცნობილი გახდა, როგორც ჩინეთის დიდი არხის სამხრეთ ტერმინალი და ის ბოლო ათასწლეულის განმავლობაში ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და განვითარებული ქალაქად მიიჩნევა. ხანგჭოუს დასავლეთის ტბის კულტურული ლანდშაფტი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია, ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ის დასახლების ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. მსოფლიოს ფინანსური ცენტრის ინდექსის თანახმად, ხანგჭოუ მსოფლიოს საუკეთესო 100 ფინანსურ ცენტრს შორის შედის.[2]
საოლქო & სუბპროვინციული დონის ქალაქი | |
---|---|
ხანგჭოუ 杭州市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | ჯეძიანი |
შიდა დაყოფა | Shangcheng District, Gongshu District, Xihu District, Binjiang District, Xiaoshan District, Yuhang District, Tonglu County, Chun'an County, Jiande, Fuyang District, Lin'an District, Linping District და Qiantang District |
კოორდინატები | 30°16′01″ ჩ. გ. 120°09′11″ ა. გ. / 30.26694° ჩ. გ. 120.15306° ა. გ. |
ფართობი | 16,821.1 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 19 მეტრი |
მოსახლეობა | 11,936,010[1] კაცი |
სიმჭიდროვე | 710 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 0571 |
საფოსტო ინდექსი | 310000 |
საავტომობილო კოდი | 浙A |
ოფიციალური საიტი | hangzhou.gov.cn |
ხანგჭოუ კლასიფიცირებულია, როგორც სუბპროვინციული დონის ქალაქი და ის სხანგჭოუს აგლომერაციის მთავარ ნაწილს წარმოადგენს. ეს აგლომერაცია ჩინეთის მaსშტაბით სიდიდით მეოთხეა გუანჯოუ-შენჭენის მარგალიტის მდინარის აგლომერაციის, შანხაი-სუჭოუ-უსი-ჩანგჭოუს კო-აგლომერაციისა და ბეიჯინგის შემდეგ. 2020 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, ქალაქის მოსახლეობამ 11 936 010 ადამიანი შეადგინა.[1]
ისტორია
რედაქტირებაადრეული ისტორია
რედაქტირებაცნობილია, რომ ხემტუს ნეოლითის პერიოდის კულტურა არსებოდა იუიაოში, ხანგჭოუდან 100 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჯერ კიდევ შვიდი ათასი წლის წინ.[3] ეს ყველაფერი იმ პერიოდში იყო, როდესაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში პირველად მოიყვანეს ბრინჯი.არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ჩინური ძატეს ნიმუშები, რომელიც ლიანგჭუს კულტურას მიეკუთვნება. თანამედროვე ხანგჭოუს ტერიტორია პირველად დაახლოებით 5000 წლის წინ იყო დასახლებული.[4] თანამედროვე ხანგჭოუს რაიონებიდან პირველი, რომელიც წერილობით წყაროებში გამოჩნდა იყო იუხანგი, რომელსაც ძველად პაიიუე ეწოდებოდა.[5]
თანამედროვე ისტორია
რედაქტირებაქალაქი მნიშვნელოვანი პორტი მინის დინასტიის შუა პერიოდამდე იყო, მოგვიანებით კი ის გამუქმდა. ცინის დინასტიის პერიოდში ხანგჭოუ ცინების არმიის გარნიზონს წარმოადგენდა.[6]
1856 და 1860 წლებში ხანგჭოუ ტაიპინს სამეფომ დაიპყრო. დაპყრობის, ოკუპაციისა და მოგვიანებით, ცინის დინასტიის გათავისფულების შედეგად ქალაქი ძლიერ დაზიანდა.
ხანგჭოუ იმართებოდა ჩინეთის რესპუბლიკის ქუომითანგის პოლიტიკური პარტიის მიერ 1927 წლიდან 1937 წლამდე. 1937 წლიდან 1945 წლამდე ქალაქი ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ. ქუომითანგი 1945 წელს კვლავ დაბრუნდა და ტერიტორიას 1949 წლამდე მართავდა. 1949 წლის 3 მაისს ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ ხანგჭოუში კომუნისტური რეჟიმი დაამყარა. დენ სიაოპინის 1978 წლის პოლიტიკური რეფორმების გატარების შემდეგ, ხანგჭოუს იანძის დელტის ნაწილი შეუერთდა.
ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს, ხანგჭოუსში შეტაკებები მიმდინარეობდა. ეს პროცესი ხანგჭოუს ინციდენტის სახელითაა ცნობილი.
2015 წლის სექტემბერში გადაწყდა, რომ 2022 წლის აზიური თამაშები ხანგჭოუში უნდა ჩატარებულიყო. ეს ჩინეთის მესამე ქალაქია, რომელიც ამ მულტისპორტულ შეჯიბრს უმასპინძლებს ბეიჯინგისა და გუანჯოუს შემდეგ.[7] ქალაქმა ასევე უმასპინძლა დიდი ოცეულის 2016 წლის სამიტს.[8]
გეოგრაფია
რედაქტირებახანგჭოუ მდებარეობს ჯეძიანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩინეთის დიდი არხის სამხრეთ ნაწილში. ეს არხი გაედინება ბეიჯინგამდე და ის მდინარე იანძის დელტის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილამდე ვრცელდება. ხანგჭოუს ადმინისტრაციული არეალი (სუბპროვინციული ქალაქი) ფართოვდება დასავლეთით, ანხოის პროვინციის მთიან ნაწილებამდე. აღმოსავლეთით მის საზღვარს ხანგჭოუს ყურის მიმდებარე სანაპირო ზოლი წარმოადგენს. ქალაქის ცენტრი გაშენებულია ხანჯოუს დასავლეთის ტბის კულტურული ლანდშაფტის გარშემო, რომლის ჩრდილოეთი საზღვარი მდინარე ციენთანგს მიუყვება.
კლიმატი
რედაქტირებაჰავის მონაცემები — ხანგჭოუ | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 25.4 | 28.5 | 32.8 | 34.8 | 37.6 | 39.7 | 41.3 | 41.6 | 38.7 | 35.0 | 31.2 | 26.5 | 41.6 |
საშუალო მაქსიმალური °C | 17.4 | 21.3 | 25.7 | 30.6 | 33.8 | 35.3 | 37.9 | 37.3 | 34.4 | 30.3 | 25.1 | 19.5 | 38.2 |
საშუალო მაღალი °C | 8.3 | 10.3 | 14.8 | 21.1 | 26.3 | 29.1 | 33.6 | 32.8 | 28.2 | 23.2 | 17.3 | 11.3 | 21.4 |
საშუალო დღიური °C | 4.6 | 6.4 | 10.3 | 16.2 | 21.4 | 24.7 | 28.9 | 28.2 | 24.0 | 18.8 | 12.9 | 7.0 | 17.0 |
საშუალო დაბალი °C | 1.8 | 3.5 | 7.0 | 12.4 | 17.5 | 21.4 | 25.2 | 24.9 | 20.9 | 15.4 | 9.3 | 3.7 | 13.6 |
საშუალო მინიმალური °C | −3.9 | −2.3 | 0.8 | 5.8 | 12.1 | 16.9 | 21.5 | 21.4 | 16.0 | 9.0 | 2.5 | −2.8 | −4.6 |
რეკორდულად დაბალი °C | −8.6 | −9.6 | −3.5 | 0.2 | 7.3 | 12.8 | 17.3 | 18.2 | 12.0 | 1.0 | −3.6 | −8.4 | −9.6 |
საშუალო ნალექი (მმ) | 79.8 | 86.1 | 143.7 | 122.5 | 128.2 | 211.8 | 180.3 | 156.1 | 130.1 | 78.6 | 72.3 | 48.6 | 1 438,1 |
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) | 12.4 | 12.1 | 15.3 | 14.5 | 13.8 | 14.6 | 12.4 | 13.8 | 11.7 | 9.0 | 9.3 | 8.5 | 147.4 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 75 | 75 | 75 | 74 | 74 | 80 | 76 | 78 | 79 | 76 | 74 | 72 | 76 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 102.0 | 97.2 | 116.4 | 140.6 | 164.7 | 136.6 | 212.7 | 193.0 | 143.9 | 144.6 | 129.0 | 128.7 | 1 709,4 |
წყარო: China Meteorological Administration (precipitation days and sunshine 1971–2000)[9] |
დემოგრაფია
რედაქტირებახანგჭოუს მოსახლეობა, 2010 წლის მონაცემებით, 5 162 039 ადამიანს შეადგენს (სიაოშანისა და იუხანგის ჩათვლით). 2000 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 4.8% პროცენტითაა გაზრდილი.[10] უახლესი მონაცემებით ქალაქის ურბანული არეალის მოსახლეობა 6 658 000 და 6 820 000 ადამიანს შორისაა.[11][12]
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2010 წლის აღწერის მიხედვით, აგლომერაციის ტერიტორიაზე დაახლოებით 21.102 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აგლომერაციის მთლიანი ტერიტორია 34 585 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.[13] ხანგჭოუს პრეფექტურის რეგისტრირებული მაცხოვრებლების რიცხვმა 2015 წელს 9 018 000 ადამიანი შეადგინა.[14][15]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხანგჭოუს სამთავრობო ვებ-გვერდი
- ხელოვნებისა და ხელკეთობის მუზეუმი ხანგჭოუში Google Cultural Institute-ზე
- EN.GOTOHZ.COM დაარქივებული 2020-07-03 საიტზე Wayback Machine. – ხანგჭოუს ტურიზმის კომისიის ოფიციალური ვებ-გვერდი
- TRAVELWESTLAKE დაარქივებული 2020-07-16 საიტზე Wayback Machine. – ხანგჭოუს ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი
- TRAVELZHEJIANG დაარქივებული 2017-02-02 საიტზე Wayback Machine. – ჯეძიანის პროვინციის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 https://www.citypopulation.de/en/china/zhejiang/admin/
- ↑ The Global Financial Centres Index 28. Long Finance (September 2020). ციტირების თარიღი: 26 September 2020
- ↑ Yan Wenming. "The Beginning of Farming", p. 36, in The Formation of Chinese Civilization: An Archaeological Perspective, pp. 27–42. Yale University Press (New Haven), 2005. ISBN 978-0-300-09382-7.
- ↑ Shanghai Qingpu Museum. "[museum.shqp.gov.cn/gb/content/2009-02/23/content_237435.htm Migration of the Tribe and Integration into the Han Chinese]". Accessed 24 July 2014.
- ↑ {{{title}}}. Shanghai: Shanghai Lexicographical Publishing House, გვ. 1516.
- ↑ Cassel, Pär (2003), „Excavating Extraterritoriality: The "Judicial Sub-Prefect" as a Prototype for the Mixed Court in Shanghai“, Late Imperial China, 24, pp. 156–182.
- ↑ Hangzhou of China selected to host 2022 Asian Games. Xinhua (2015-09-16). ციტირების თარიღი: 2015-09-16
- ↑ China to host 2016 G20 summit in Hangzhou. PRC Central Government Official Website (2015). ციტირების თარიღი: 2015-12-20
- ↑ 中国气象数据网 – WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-15
- ↑ China: Provinces and Major Cities – Population Statistics, Maps, Charts, Weather and Web Information en. ციტირების თარიღი: 8 December 2017
- ↑ The World's Cities in 2016. United Nations (2016). ციტირების თარიღი: December 8, 2017
- ↑ Demographia World Urban Areas, 13th Annual Edition (April 2017).
- ↑ (2012-10-01) Economic and Social Development Report of Hangzhou Metropolitan Circles (2007–2012) (zh-hans). Social Sciences Academic Press(China). ციტირების თარიღი: 2021-11-03. დაარქივებული 2013-05-12 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Hángzhōu Shì (Sub-provincial City, China) – Population Statistics, Charts, Map and Location en. ციტირების თარიღი: 8 December 2017
- ↑ Major Agglomerations of the World – Population Statistics and Maps en-us. ციტირების თარიღი: 8 December 2017