ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სიუჩანგი (გამარტივებული ჩინური: 许昌, ტრადიციული ნიშნები: 許昌, ფინინი: Xǔchāng) — საოლქო დონის ქალაქი ხენანის პროვინციის ცენტრალურ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მას ესაზღვრება: პროვინციული დედაქალაქი, ჭენჭოუ ჩრდილო-დასავლეთით; კაიფინი ჩრდილო-აღმოსავლეთით; ჭოუქოუ აღმოსავლეთით; ლუოხე სამხრეთ-აღმოსავლეთით და ფინგტინგშანი სამხრეთ-დასავლეთით.

საოლქო დონის ქალაქი
სიუჩანგი
许昌市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ხენანი
შიდა დაყოფა Weidu District, Jian'an District, Yanling County, Xiangcheng County, Yuzhou და Changge
კოორდინატები 34°02′13″ ჩ. გ. 113°51′07″ ა. გ. / 34.03694° ჩ. გ. 113.85194° ა. გ. / 34.03694; 113.85194
ფართობი 4,978.36[1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 71 მეტრი
მოსახლეობა 4,379,998[2] კაცი (2020)
სიმჭიდროვე 880 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 374
საფოსტო ინდექსი 461000
საავტომობილო კოდი 豫K
ოფიციალური საიტი xuchang.gov.cn
სიუჩანგი — ჩინეთი
სიუჩანგი

2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობამ 4 307 488 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 1 952 666 კაცი საოლქო დონის ქალაქის ურბანულ ნაწილში (მეტრო აერეალი) ცხოვრობდა. ურბანული ნაწილი რაიონებისაგან, უეიტუსა და ძიანანისაგან და ჩანგკეს დასახლებული პუნქტისაგან შედგება.[3] 2007 წელს, ქალაქი ჩინეთის ათ საუკეთესო დასახლებულ პუნქტს შორის დასახლედა ცხოვრების დონის მიხედვით. ეს სტატისტიკა ჩინური ქალაქების ბრენდული ღირებულების მოხსენებაში აისახა, რომელიც 2007 წლის ბეიჯინგის ჩინეთის ქალაქების სამიტზე იყო წარდგენილი.[4]

ლეგენდის თანახმად, სახელწოდება სიუჩანგი მომდინარეობს სიუსაგან, უძველესი სახელმწიფოსაგან, რომელსაც ლიდერი სიუიოუ მართავდა ჯოუს დინასტიის გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში. უძველეს დროში, ქალაქს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ტერიტორია ეჭირა ცენტრალური ჩინეთის ტერიტორიაზე. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ ქალაქიდან მომდინარეობს გვარი სიუ (ფინინი: Xǔ, ჩინ.: 許/许).

სიუჩანგი მეომარ ცაო ცაოს დე ფაქტო დედაქალაქი იყო გვიანი აღმოსავლეთ ხანის დინასტიის პერიოდში. ომისაგან განადგურებული ძველი დედაქალაქის, ლოიანის აღმოჩენის შემდეგ, ცაომ საიმპერატორო ადგილსამყოფელი 196 წელს ამჟამინდელი სიუჩანგის ტერიტორიაზე გადაიტანა.

220 წელს, ცაო ცაოს ვაჟმა და მემკვიდრემ, ცაო ფიმ სიუჩანგი ოფიციალურად გამოაცხადა ახლად დაარსებული ცაო ვეის სახელმწიფოს დედაქალაქად. ქალაქს სიუჩანგი ეწოდა, რაც „სიუს აღზევებას“ ნიშნავს. ვეის იმპერატორები ქვეყანას სიუჩანგიდან განაგებდნენ მანამ, სანმ დედაქალაქი ლოიანში გადავიდოდა 220-იან წლებში.

გეოგრაფია

რედაქტირება

სიუჩანგი ხენანის პროვინციის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი ფართობი 4 978.36 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. საოლქო დონის ქალაქის ურბანული ნაწილის მთლიანი ფართობი 1 088.2 კვადრატული კილომეტრია. სიუჩანგი მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 33° 16'-ისა და 34° 24'-ს შორის. მას ასევე უჭირავს აღმოსავლეთ გრძედი 113° 03'-დან 114° 190'-მდე.

სიუჩანგისათვის დამახასიათებელია მუსონების გავლენით წარმოქმნილი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია Cwa). ქალაქში ოთხი გამოკვეთილი სეზონია. ზამთარი ცივი და მშრალია, ზაფხული კი ცხელი და ნოტიო. გაზაფხული ადრეულად იწყება და შედარებით თბილია, შემოდგომა კი შედარებით რბილია და დასაწყისში თბილი ამინდებიდან თანდათანობით ცივდება. წვიმა, ძირითადად, მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში მოდის. ატმოსფერული ნალექების 70% სწორედ ამ თვეებში მოდის. საშუალო წლიური ტემპერტატურა 14.5 °C-ს შეადგენს. თვის საშუალო ტემპერატურა ყველაზე მაღალი ივლისშია (საშუალოდ 27.1 °C), ხოლო ყველაზე დაბალი იანვარში(0.7 °C). წლიურად, საშუალოდ, 700 მილიმეტრი ატმოსფერული ნალექი მოდის, მზის ნათების საშუალო წლიური მაჩვენებელი კი 2 280 საათს შეადგენს.

ჰავის მონაცემები — სიუჩანგი (1971−2000)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 20.2 23.5 28.3 34.2 38.9 41.9 39.2 38.9 37.2 35.1 27.0 21.4 41.9
საშუალო მაღალი °C 6.1 8.9 13.9 21.3 26.8 31.8 32.0 30.7 27.0 21.7 14.4 8.2 20.2
საშუალო დღიური °C 0.7 3.1 8.1 15.2 20.6 25.7 27.1 25.8 21.1 15.4 8.5 2.7 14.5
საშუალო დაბალი °C −3.6 −1.4 3.0 9.4 14.8 20.0 23.1 22.0 16.6 10.5 3.7 −1.7 9.7
რეკორდულად დაბალი °C −16.4 −19.6 −11.5 −2.9 3.2 11.6 16.4 13.8 6.3 −0.9 −13.1 −14.0 −19.6
საშუალო ნალექი (მმ) 12.0 14.9 33.7 43.5 72.8 83.5 163.3 121.7 71.4 50.7 26.0 12.1 705.6
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 3.5 5.0 7.0 6.9 7.9 8.4 11.7 10.6 8.3 7.7 5.4 3.8 86.2
წყარო: Weather China[1]

ეკონომიკა

რედაქტირება

სიუჩანგი ჩინეთში თამბაქოს წარმოების ერთ-ერთი მთავარი ცენტრია.

ქალაქში განვითარებულ სამრეწველო ინდუსტრიებს შორის აღსანიშნავია პარიკებისა და თმის დაგრძელების ინდუსტრია, რისი ექსპორტის ფარგლებშიც 2016 წელს ქალაქის შემოსავალმა 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს ინდუსტრია დაახლოებით 1900 წელს ჩამოყალიბდა გერმანელი ვაჭრების მიერ, რომლებიც ადგილობრივებისაგან თმას ყიდულობდნენ. ეს ინდუსტრია 1980-იან და 1990-იან წლებში კვლავ გაცოცხლდა, რასაც ხელი ადგილობრივმა მეწარმემ, ჭენგ იოუციუენმა შეუწყო. მან მცირე ზომის რამდენიმე სამრეწველო კომპანია გააერთიანა და მას Rebecca Hair Products უწოდა. ეს დაწესებულება საერთაშორისო ბაზარზე მალევე გავრცელდა და ამჟამად ყველაზე დიდი ზომის პარიკების მწარმოებელი კომპანიაა მთელ მსოფლიოში.[5]

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

2006 წლის 18 დეკემბერს ორომიის რეგიონის მთავრობამ (ეთიოპია) ხელი მოაწერა შეთანხმებას ხენანის მთავრობასთან, რის საფუძველზეც ამბო სიუჩანგის დაძმობილებული ქალაქი გახდა.[6] ეს ქალაქი ასევე არის დაძმობილებული ილინოისში მდებარე ბოლინგბრუკთან (აშშ).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 zh:许昌城市介绍 zh-cn. Weather China. ციტირების თარიღი: 2011-05-29
  2. China: Hénán (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
  3. China: Hénán (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map. ციტირების თარიღი: 2 April 2018
  4. China's Top 10 Most Livable Cities. Hunan Loudi Official Government (2012-03-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-10. ციტირების თარიღი: 2021-11-13.
  5. „China Focus: Century-old wig industry reviving under B&R initiative“. Xinhua. May 10, 2017.
  6. "Oromia State Regional Government and the delegation of Henan Province sign an agreement on the Establishment of Friendship City Relationship" (Oromia State government website)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიუჩანგი“-დან