განედი
განედი (ლათ. Latitudo) — ერთ-ერთი კოორდინატი სფერულ კოორდინატთა სისტემის რიგში, რომელიც ადგენს დედამიწის ზედაპირის წერტილების მდგომარეობას (გეოგრაფიული კოორდინატები, გეოდეზიური კოორდინატები), ციურ სფეროებსა (ციური კოორდინატები) და მზის, მთვარისა და პლანეტების ზედაპირზე (ჰელიოცენტრული კოორდინატები, სელენოგრაფიული კოორდინატები, პლანეტოგრაფიული კოორდინატები). გეოგრაფიული განედი არის კუთხე, რომელსაც ქმნის მოცემული წერტილის შვეული ეკვატორის სიბრტყესთან. მანძილი დედამიწის ზედაპირის რომელიმე წერტილამდე ეკვატორის ჩრდილოეთით ან სამხრეთით, გამოხატული გრადუსებით. გეოგრაფიულ განედს აითვლიან ეკვატორიდან ჩრდილოეთით (ჩ. გ.) და სამხრეთით (ს. გ.) 0-იდან 90°-მდე. გეოგრაფიული განედი განსაზღვრავს წერტილის მდებარეობას დედამიწის ზედაპირზე. გეოგრაფიული განედი „φ“ არის კუთხე შვეულ ხაზსა და ეკვატორის სიბრტყეს შორის. ტერმინი „შვეული ხაზი“ აღნიშნავს მიმართულებას სიმძიმის ცენტრისაკენ („ასტრონომიული განედი“) ან პერპენდიკულარს მოცემული წერტილის ზედაპირისკენ („გეოდეზიური განედი“). უკანასკნელ შემთხვევაში „ზედაპირის“ გაგებაში ჩვეულებრივ, იგულისხმება დედამიწის ელიფსოიდის მიახლოებითი ფორმა. წერტილების გეოგრაფიული განედი, რომელიც განფენილია ჩრდილოეთ ნახევარფეროში (ჩრდილოეთი განედი) მიჩნეულია დადებითად, ხოლო წერტილების განედი სამხრეთ ნახევარსფეროში — უარყოფითად. გარდა ამისა, ეკვატორთან მიახლოებულ განედებს უწოდებენ „დაბალს“, ხოლო პოლუსებთან ახლოს მდებარე განედებს — „მაღალს“. ადგილის განედის განსაზღვრა შესაძლებელია ისეთი ასტრონომიული ხელსაწყოების დახმარებით, როგორებიცაა სექსტანტი და გნომონი (პირდაპირი გაზომვა), აგრეთვე შესაძლებელია GPS-ისა და GLONASS-ის სისტემების გამოყენებაც (ირიბი გაზომვა).
დედამიწის რუკა | |
გრძედი (λ) | |
---|---|
ამ პროექციაზე არსებული გრძედის ხაზები გამრუდებულია და ვერტიკალურ მდგომარეობაშია განლაგებული, თუმცა, სინამდვილეში ისინი წარმოადგენენ დიდი წრეების ნახევარს. | |
განედი (φ) | |
ამ პროექციაზე არსებული განედის ხაზები სწორია და ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია განლაგებული, თუმცა, სინამდვილეში ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა რადიუსის მქონე წრეწირებს. ერთ განედზე არსებულ ყველა წერტილს გააჩნია საერთო სახელწოდოება განედის წრე. | |
ეკვატორი პლანეტას ყოფს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებად და განლაგებულია ნულოვან (0°) განედზე. | |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „განედი“ ვიკისაწყობში.
- გეოგრაფიული კოორდინატები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- განედი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)