სელენოგრაფიული კოორდინატები
სელენოგრაფიული კოორდინატები — მთვარის ზედაპირზე წერტილთა მდებარეობის განმსაზღვრელი რიცხვები, სახელდობრ, სელენოგრაფიული განედი და გრძედი. განედი არის წერტილის კუთხური დაშორება მთვარის ეკვატორიდან; აითვლება წერტილის მერიდიანზე ჩრდილოეთ (დადებითია) ან სამხრეთ (უარყოფითია) მიმართულებით (ჩრდილოეთ პოლუსი ისაა, საიდანაც დაკვირვებისას მთვარე საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს). გრძედი არის კუთხე წერტილისა და საწყისი მერიდიანის სიბრტყეებს შორის, ამასთან საწყისად მიჩნეულია ის მერიდიანი, რომლის სიბრტყე დედამიწის ცენტრზე გადის, როდესაც გრძედზე ლიბრაცია ნულის ტოლია. გრძედი დადებითია საწყისი მერიდიანიდან აღმოსავლეთ მიმართულებით, უარყოფითი — დასავლეთ მიმართულებით, რაც გამონაკლისია პლანეტოგრაფიული კოორდინატების საერთო სქემაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 276.