პლანეტოგრაფიული კოორდინატები
პლანეტოგრაფიული კოორდინატები — რიცხვთა წყვილი, რომელიც განსაზღვრავს პლანეტის ზედაპირზე წერტილის მდებარეობას. ესენია პლანეტოგრაფიული განედი და გრძედი. განედი, კუთხე პლანეტის ეკვატორის სიბრტყესა და აღებულ წერტილში ზედაპირის ნორმალს შორის, აითვლება ეკვატორიდან პოლუსებისაკენ მერიდიანის გასწვრივ 0°-იდან ± 90°-მდე. დადებითად ჩრდილოეთი განედი ითვლება, უარყოფითად — სამხრეთი განედი. გრძედი, ორწახნაგა კუთხე პლანეტის ნულოვანი მერიდიანისა და აღებულ წერტილზე გამავალი მერიდიანის სიბრტყეებს შორის, აითვლება პლანეტის დღეღამური ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით 0°-იდან 360°-მდე. ნულოვან მერიდიანს ყოველი პლანეტისათვის აფიქსირებენ მის ბადროზე მკაფიოდ გამოხატული რაიმე წერტილის (დეტალის) მეშვეობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 98.