ჭენჭოუ (გამარტივებული ჩინური: 郑州; ტრადიციული ჩინური: 鄭州, ფინინი: Zhèngzhōu) — ხენანის პროვინციის დედაქალაქი და ცენტრალური ჩინეთის უდიდესი ქალაქი.[3] ის მდებარეობს ხენანის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში და შედის ჩინეთის ეროვნული ცენტრალური ქალაქების სიაში. [4] ჭენჭოუ ასევე არის ხენანის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექონოლოგიური და საგანმანათლებლო ცენტრი.[5] ჭენჭოუს აგლომერაცია (რომელიც მოიცავს ჭენჭოუს და კაიფინს) ჭონგიუანის (ცენტრალური დაბლობების) ეკონომიკური ზონის მთავარი ბირთვია.[6]

საოლქო დონის ქალაქი
ჭენჭოუ
郑州市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ხენანი
შიდა დაყოფა Zhongyuan District, Erqi District, Guancheng Hui District, Jinshui District, Shangjie District, Huiji District, Zhongmu County, გუნი, Xingyang, Xinmi, Xinzheng და დენგფენგი
კოორდინატები 34°45′50″ ჩ. გ. 113°41′02″ ა. გ. / 34.76389° ჩ. გ. 113.68389° ა. გ. / 34.76389; 113.68389
ფართობი 7,532.56[1] კმ²
მოსახლეობა 12,600,574[2] კაცი
სიმჭიდროვე 1,700 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 371
საფოსტო ინდექსი 450000
საავტომობილო კოდი 豫A
ოფიციალური საიტი zhengzhou.gov.cn
ჭენჭოუ — ჩინეთი
ჭენჭოუ

ქალაქი მდინარე ხუანხეს სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს. ჭენჭოუ ასევე არის ჩინეთის ეროვნული სატრანსპორტო კავშირის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. ჭენჭოუ რკინიგზის საშუალებით ევროპასა [7] და საერთაშორისო აეროპორტს უკავშირდება.[8] ჭენჭოუ ასევე არის ეროვნული ცივილიზებული ქალაქი (ჩინ.: 全国文明城市) და ჩინეთის ხელისუფლების მიერ ცნობილი ისტორიული და კულტურული ქალაქების სიაში შეტანილი დასახლებული პუნქტი.[9] 2020 წლის მონაცემებით, ჩინეთში მდებარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობს ძეგლებიდან ორი სწორედ ჭენჭოუში მდებარეობს.

2020 წლის მონაცემებით, ჭენჭოუს საოლქო დონის ქალაქის მოსახლეობა 12 600 574 ადამიანს შეადგენს.[2] 2010 წელს, 6 353 285 ადა,ოამო ცხოვრობდა ქალაქის ურბანულ ნაწილში, რომელიც 6 ურბანული რაიონისაგან შედგება.[10][11] ქალაქის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 2018 წელს 1.014 ტრილიონი (ჩინური იუანი) შეადგა.[12][13] ჭენჭოუს აგლომერაცია ჩინეთის ცამეტ მეგა ქალაქს შორისაა დასახელებული.[14] ის ოფიციალურად ასევე შედიც ეროვნულ ცენტრალურ რვა ქალაქს შორის.[15]

ჭენჭოუ არის ხენანის მთავრი ქალაქი სამეცნიერო კვლევების მხრივ. ის ასევე არის მსოფლიოს 130 საუკეთესო ქალაქს შორის ბუნების ინდექსის მიხედვით..[16] ჭენჭოუში ასევე მდებარეობს რეგიონის მნიშვნელოვანი უნივერსიტეტები, რომელთა შორისაა: ჭენჭოუს უნივერსიტეტი, ხენანის უნივერსიტეტი, ხენანის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი, ხენანის ჩინური მედიცინის უნივერსიტეტი და ხენანის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.[17]

ძიალუს მდინარე, ხუაის შენაკადი, რომელიც ჭენჭოუში გაედინება

გეოგრაფია რედაქტირება

ჭენჭოუ მდებარეობს ხუანხეს სამხრეთ სანაპიროზე. ქალაქი ესაზღვრება ლოიანს დასავლეთიდან, ძიაოწუოს ჩრდილო-დასავლეთიდან, სინსიანგს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, კაიფინს აღმოსავლეთიდან, სიუჩანგს სამხრეთ-აღმოსავლეთით და ფინგტინგშანს სამხრეთ-დასავლეთიდან. ჭენჭოუ მდებარეობს აღმოსავლეთით არსებულ ჩინეთის დიდ ვაკესა და დასავლეთით არსებულ მთა სონგსა და სიონგერის მთებს (ცინლინის ქედის ნაწილი) შორის. ქალაქის ცენტრი ყვითელი მდინარის ცენტრალური ნაწილის სამხრეთითაა გაშენებული.

2021 წლის წყალდიდობა რედაქტირება

2021 წლის 20 ივლისს ქალაქში წყალდიდობის შედეგად გარდაიცვალა დაახლოებით 300 ადამიანი. მათ შორის იყო ის 14 ადამიანი, რომელიც მეტროს გვირაბში დაიხრჩო. მიუხედავად იმისა, რომ წყალდიდობის შესახებ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი, კერძო ბიზნესები და მეტრო კვლავ ღია იყო.[18]

კლიმატი რედაქტირება

ჭენჭოუსათვის დამახასიათებელია მუსონების გავლენით წარმოქმნილი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია Cwa). ქალაქისათვის დამახასიათებელია ცივი, მშრალი ზამთარი და ცხელი და ნოტიო ზაფხული.[19]

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

ჭენჭოუ ჩინეთის დედაქალაქი იყო შანის დინასტიის პერიოდში. შანის პერიოდში აშენებული ქალაქის გალავანის ნაწილი დღესაცაა შემორჩენილი, რომელიც 3 600 წლის წინ შეიქმნა. ეს ნაწილები ამჟამად ჭენჭოუს გარეუბანში მდებარეობს. ჭანჭოუში არსებული კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს როგორც ამ ქალაქის ისტორიას, ასევე ხენანის პროვინციის კულტურას. ჭენჭოუს კონფუციანისტური ტაძარი, რომელიც აღმოსავლეთ ხანის დინასტიის პერიოდში შეიქმნა დაახლოებით 1900 წლის წინ. ეს ერთ-ერთი უძველესი კონფუციანისტური ტაძარია მთელი ჩინეთის მასშტაბით. სხვა მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლებია: ქალაქის ღმერთის ტაძარი და ერცის მემორიალური კოშკი.

საერთაშორისოდ ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა შაოლინის მონასტერი, რომელიც დენგფენგში, ჭენჭოუს სამხრეთით მდებარეობს. შაოლინის მონასტერი ცნობილია, როგორც ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუდისტური ტაძარი. ის ასევე არის ჩინური საბრძოლო ხელოვნების უძველესი კერა. პაგოდის ტყე, რომელიც ამ მონასტრის ეზოში მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს 2010 წელს.[22]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. zh:最新人口信息 www.hongheiku.com Chinese. hongheiku. ციტირების თარიღი: 2021-01-12
  2. 2.0 2.1 China: Hénán (Prefectures, Cities, Districts and Counties) – Population Statistics, Charts and Map.
  3. Illuminating China's Provinces, Municipalities and Autonomous Regions. PRC Central Government Official Website. ციტირების თარიღი: 2014-05-17
  4. zh:国家发展改革委关于支持郑州建设国家中心城市的复函 zh-cn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-05. ციტირების თარიღი: 2021-11-09.
  5. zh:郑州定位国际性综合交通枢纽 年内实施52个交通项目-新华网 zh. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-28. ციტირების თარიღი: 2021-11-09.
  6. China's Central Plains Region en. ციტირების თარიღი: 2018-03-27
  7. zh:第1000班郑欧班列满载"中国造"驰往汉堡_新华丝路. ციტირების თარიღი: 2018-03-27
  8. zh:郑州将开3条国际航线 直达五大洲将成为现实 _大豫网_腾讯网 zh-CN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-28. ციტირების თარიღი: 2018-03-28
  9. zh:河南省人民政府门户网站 河 南 简 介 zh. Henan Province People's Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-28. ციტირების თარიღი: 2018-03-28
  10. China Urban Construction Statistical Yearbook 2019. Ministry of Housing and Urban-Rural Development. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი 2021. ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი 2021.
  11. 住建部公布最新数据!郑州城区常住人口670万,跻身"特大城市". china.com.cn. ციტირების თარიღი: 22 July 2021
  12. zh:2018年郑州市经济运行基本情况 – 郑州市统计局. Zhengzhou Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-28. ციტირების თარიღი: 2021-11-09.
  13. zh:郑州市16个县(市)、区2017年GDP公布 金水区GDP最高 超1200亿元-大河网. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-24. ციტირების თარიღი: 2018-03-27
  14. Supersized cities: China's 13 megalopolises. ციტირების თარიღი: 2012-07-23
  15. zh:关于支持郑州建设国家中心城市的复函(发改规划[2017154号)] zh-cn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-05. ციტირების თარიღი: 2021-11-09.
  16. Nature Index 2021 Science Cities | Supplements | Nature Index. ციტირების თარიღი: 2021-10-06
  17. 2021 China university rankings in Zhengzhou. ციტირების თარიღი: 2021-10-06
  18. https://www.nytimes.com/2021/09/25/world/asia/china-floods-subway-train.html
  19. 经书威、郑州市地方史志办公室 (2002). zh:《郑州大辞典》. 中州古籍出版社. ISBN 978-7-5348-1822-6. 
  20. Index. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2018-11-09
  21. zh:郑州城市介绍以及气候背景分析 zh-hans. 中国气象局公共气象服务中心. ციტირების თარიღი: 27 July 2015
  22. China's Shaolin Temple, Danxia Landform Added To World Heritage Sites.[მკვდარი ბმული]