ლოიანი (ჩინ. 洛阳) — ქალაქი ჩინეთში, ხენანის პროვინციაში, მდინარე ლოხეს (ხუანხეს აუზი) ნაპირზე. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 1 500 000 ადამიანს.

ქალაქი
ლოიანი
洛阳
Luoyang.miasto.6.JPG
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
შიდა დაყოფა Laocheng District, Xigong District, Chanhe Hui District, Jianxi District, Jili District, Luolong District, Mengjin District, Xin'an County, Luanchuan County, Song County, Ruyang County, Yiyang County, Luoning County, Yichuan County და Yanshi District
კოორდინატები 34°40′11″ ჩ. გ. 112°26′32″ ა. გ. / 34.66972° ჩ. გ. 112.44222° ა. გ. / 34.66972; 112.44222
ფართობი 53 კმ²
ცენტრის სიმაღლე 144
მოსახლეობა 1,500,000 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 422.8 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 379
საფოსტო ინდექსი 471000
საავტომობილო კოდი 豫C
ოფიციალური საიტი http://www.ly.gov.cn/
ლოიანი — ჩინეთი
ლოიანი

გადმოცემით, ქალაქი დაარსდა ძვ. წ. 1108 წელს. თავდაპირველად ლოია ერქვა. იყო ჩინური დინასტიების: ჯოუს - ძვ. წ. 770-516 (ვანჩენის სახელწოდებით), გვიანდელი ხანის - ახ. წ. 25-220 (ამ დროს ლოიანში დაარსდა ჩინეთში პირველი უნივერსიტეტი), დასავლეთ ძინის - 265-316, ჩრდილოეთ ვეის - 386-534 (ლოიანი), გვიანდელი ტანის X ს., - დედაქალაქი, ხოლო შემდგომ პერიოდში - სამაზრო ქალაქი.

ლოიანში შემორჩენილია მრავალი (უმთავრესად X ს.) ისტორიული და მხატვრული ძეგლი: ქალაქის გალავანი, სასახლეები, ტაძრები, იმპერატორთა მავზოლეუმები. აღმოჩენილია ნეოლითური კულტურების იანშაოსა და ლუნშანის ნამოსახლარები, ინის ეპოქის და ძვ. წ. IV-III სს ნამოსახლარები და კერემიკის გამოსაწვავი ღუმლები. დასავლეთ ჯოუს დროინდელი დაახლოებით 2 000 ორმო-სამარხი, ხანის ეპოქსი ათასზე მეტი ქვის აკლდამა და სხვ.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება