ლუნმენი
ლუნმენის მღვიმეები (ჩინ. 龍門石窟) — ბუდისტური მღვიმე-ტაძრების კომპლექსი ჩინეთის ხენანის პროვინციაში, ქალაქ ლოიანიდან 12 კმ-ით სამხრეთით. მღვიმეები მასიურადაა მოხატული და დეკორირებული ბუდისტური თემატიკით და განლაგებულია ორი მთის გასწვრივ. მათ შორის გაედინება მდინარე ი. მღვიმეებით დაფარული ტერიტორიის სიგრძე ერთი კმ-ია. მოგაოსა და იუნგანის მღვიმეებთან ერთად, ლუნმენი ჩინეთის ყველაზე ცნობილ, უძველეს სკულპტურულ ძეგლს წარმოადგენს.
ლუნმენის მღვიმეები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 34°28′00″ ჩ. გ. 112°28′00″ ა. გ. / 34.46667° ჩ. გ. 112.46667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 1003 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1003 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ლუნმენის მღვიმეებში მდებარეობს 2100 ნიში, 100 000 სკულპტურა, 40 პაგოდა და 3600 სტელა.
მღვიმეების მშენებლობა 493 წლიდან, ჩრდილოეთ ვეის დინასტიის ზეობის დროს დაიწყო, მაგრამ მათი 60% მოგვიანებით, ტანის დინასტიის დროსაა შექმნილი (VII—IX სკ).
2000 წელს, იუნესკომ ლუნმენის მღვიმეები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- (ინგლისური) ოფიციალური საიტი დაარქივებული 2010-12-02 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) 360° Panoramic Photos of Longmen Grottoes