ხენანი (ჩინ.: 河南; ფინინი Hénán) — პროვინცია სამხრეთ-ცენტრალურ ჩინეთში. ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია ჩენჟოუ. მოსახლეობა — 95 590 000 ადამიანი(2017)

პროვინცია
ხენანი
河南省
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ადმ. ცენტრი ჟენჯოუ
შიდა დაყოფა ჟენჯოუ, ქაიფენგი, ლოიანი, Pingdingshan, Anyang, Hebi, Xinxiang, ძიაოწუო, Puyang, სიუჩანგი, Luohe, Sanmenxia, ნანიანგი, Shangqiu, სინიანი, Zhoukou, Zhumadian და Jiyuan
კოორდინატები 33°54′00″ ჩ. გ. 113°30′00″ ა. გ. / 33.90000° ჩ. გ. 113.50000° ა. გ. / 33.90000; 113.50000
მმართველი Wang Kai
დაარსდა 1949
ფართობი 167 000 კმ²
მოსახლეობა 95 590 000 კაცი (2017)
სიმჭიდროვე 591 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ჩინელები 98.8%
სასაათო სარტყელი UTC+8
ოფიციალური საიტი henan.gov.cn
ლუნმენი ქალაქ ლოიანში

გეოგრაფია

რედაქტირება

ხენანის პროვინციის ფართობი შეადგენს 167,000 კმ². მდებარეობს მდინაარების ხუანხესა და ხუაიხეს აუზში. ოროვინციის აღმოსავლეთ ნაწილი უჭირავს ჩინეთის დიდ ვაკეს, დასავლეთ ნაწილში შედის ცინლინისა და ტაიხანშანის მთების შტოქედები. ხშირია მდინარეთა ქსელი.

ხენანის ტერიტორია ჩინური ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აღმოჩენილია ნეოლითური კულტური ნარჩენები. მის ტერიტორიაზე არის უძველესი ჩინური სახელმწიფოს, შანის დედაქალაქის ნანგრევები. ძვ. წ. 209-208 წლებში ხენანის ტერიტორია იყო ჩენ შენის და უ გუანის გლეხთა აჯანყების ცენტრი. VII-IX საუკუნეებში შედიოდა ხუინანისა და ხენანის ოლქების შემადგენლობაში, ხოლო XIII სუაკუნიდან გამოიყო ცალკე პროვინციად. XX საუკუნის დასაწყისში ხენანის ტერიტორიაზე გავიდა ლუინხანის და პეკინ-ხანკუს სარკინიგზო ხაზები, რომელთა ზონაში შეიქმნა სამრეწველო საწარმოები. 1942-1943 წლებში გვალვის გამო ხენანში დაიღუპა 2 მილიონამდე ადამიანი.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ხენანის პროვინცია ადმინისტრაციულად იყოფა 17 მუნიციპალიტეტად:

რუკა სახელი ჩინურად ფინინი
 
1 ჯენჯოუ 郑州市 Zhèngzhōu Shì
2 ანიანი 安阳市 Ānyáng Shì
3 ხები 鹤壁市 Hèbì Shì
4 ძიაოძო 焦作市 Jiāozuò Shì
5 კაიფენი 开封市 Kāifēng Shì
6 ლოხე 漯河市 Luòhé Shì
7 ლოიანი 洛阳市 Luòyáng Shì
8 ნანიანი 南阳市 Nányáng Shì
9 პინდინშანი 平顶山市 Píngdǐngshān Shì
10 პუიანი 濮阳市 Púyáng Shì
11 სანმენსია 三门峡市 Sānménxiá Shì
12 შანციუ 商丘市 Shāngqiū Shì
13 სინსიანი 新乡市 Xīnxiāng Shì
14 სინიანი 信阳市 Xìnyáng Shì
15 სიუიჩანი 许昌市 Xǔchāng Shì
16 ჯოუკოუ 周口市 Zhōukǒu Shì
17 ჯუმადიანი 驻马店市 Zhùmǎdiàn Shì

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: