ნანიანგი
ნანიანგი (ჩინ.: 南阳市, ფინინი: Nányáng) — საოლქო დონის ქალაქი ხენანის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჩინეთი. ეს არის ხენანის პროვინციის ყველაზე დიდი ადმინისტრაციული არეალი. ნანიანგს ესაზღვრება: სინიანი სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჭუმატიენი აღმოსავლეთით, ფინგტინგშანი ჩრდილო-აღმოსავლეთით, ლოიანი ჩრდილოეთით, სანმენსია ჩრდილო-დასავლეთით, შენსის პროვინცია დასავლეთით და ხუბეის პროვინცია სამხრეთით.
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
ნანიანგი 南阳市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | ხენანი |
შიდა დაყოფა | Wancheng District, Wolong District, Nanzhao County, Fangcheng County, Xixia County, Zhenping County, Neixiang County, Xichuan County, Sheqi County, Tanghe County, Xinye County, Tongbai County და Dengzhou |
კოორდინატები | 32°59′25″ ჩ. გ. 112°31′43″ ა. გ. / 32.99028° ჩ. გ. 112.52861° ა. გ. |
ფართობი | 26,591[1] კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 131 მეტრი |
მოსახლეობა | 9,713,112[2] კაცი (2020) |
სიმჭიდროვე | 370 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 377 |
საფოსტო ინდექსი | 473000 |
საავტომობილო კოდი | 豫R |
ოფიციალური საიტი | nanyang.gov.cn |
2020 წლის ჩინეთის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ 9 713 112 ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მასშტაბით მე-19 მაჩვენებელია.[3] 2018 წლის მონაცემებით< ქალაქის ურბანულ ნაწილში (ასევე ცნობილი, როგორც მეტრო არეალი) 1 902 000 ადამიანი ცხოვრობდა (ისინი განაწილებულნი იყვნენ ორ ურბანულ რაიონში, უილუნგისა და უანჩენგის რაიონებში).[4] ნანიანგის აუზში აღმოჩენილია დინოზავრის კვერცხის ნამარხი ნაშთები.
სახელწოდება
რედაქტირებასახელწოდება ნანიანგი (გამარტივებული ჩინური: 南阳, ტრადიციული ჩინური: 南陽, ფინინი: Nányáng) შემდეგნაირად იშიფრება: ნან (ჩინ.: 南) ითარგმნება, როგორც სამხრეთი, ხოლო იანგი (阳/陽) მზეს ნიშნავს. იანგი ასევე წარმოადგენს მთის სამხრეთი ნაწილისა და მდინარის ჩრდილოეთი ნაწილის აღმნიშვნელ სიტყვასაც. ეს სახელი წარმოიშვა ნანიანგის სასარდლოს არსებობისას, როდესაც რეგიონში მებრძოლი სახელმწიფოების პერიოდი იყო. ნანიანგამდე ქალაქი მოიხსენიებოდა, როგორც ვანი (ჩინ.: 宛).
ისტორია
რედაქტირებანანიანგი შენის სახელმწიფოს დედაქალაქი იყო, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით პირველ ათასწლეულში არსებოობდა. ქალაქი კომერციულად მნიშვნელოვანი ხანის დინასტიის პერიოდში გახდა. ქალაქში არსებობდა რკინის სამჭედლოები და სხვა სამრეველო დაწესებულებები. ნანიანგი ასევე იყო დიდ ქალაქებს შორის დამაკავშირებელ გზაზე არსებული ქალაქი. აღმოსავლეთ ხანის დინასტიის პერიოდში ქალაქი ცნობილი იყო ბიზნესებითა და სიმდიდრით და ამავე პერიოდში ის სამხრეთის დედაქალაქს წარმოადგენდა. შემდგომში, ქალაქის მნიშვნელობა თანდათანიბით შემცირდა, თუმცა ის ხენანის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის მთავარ პოლიტიკურ და კულტურულ, ასევე სავაჭრო ცენტრად კვლავ მიიჩნევა.[5]
გეოგრაფია
რედაქტირებანანიანგი მდებარეობს ხენანის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და მას ესაზღვრება: ხუბეის პროვინცია (სიანგიანგი, შიიენი და სუეიჭოუ) სამხრეთიდან, შენსის პროვინცია (შანგლუო) დასავლეთიდან და ხენანში არსებული საოლქო დონის ქალაქები:
- ჭუმატიენი (აღმოსავლეთიდან)
- სინიანი (სამხრეთ-აღმოსავლეთიდან)
- სანმენსია (ჩრდილო-დასავლეთიდან)
- ლოიანი (ჩრდილოეთიდან)
- ფინგტინგშანი (ჩრდილო-აღმოსავლეთიდან)
ნანიანგი ვრცელდება ჩრდილოეთ განედის 32° 17'-დან 33° 48'-მდე, ხოლო აღმოსავლეთ გრძედის 110° 58'-დან to 113° 49'-მდე. საოლქო დონის ქალაქის მთლიანი ფართობი 26 600 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ნანიანგი მდებარეობს ნანიანგის აუზზე, რომელიც ცენტრალური ჩინეთის რეგიონის ნაწილს წარმოადგენს. ის ასევე ვრცელდება ცინლინის მთების აღმოსავლეთ ნაწილიდან მდინარე ხუაიხეს შესართავამდე. ამ მდებარეობიდან გამომდინარე, ქალაქის კლასიფიცირება ჩრდილოეთ ან სამხრეთ ჩინეთად ძალზედ რთულია.
ნანიანგის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს მთა ტუ (ტუშანი), რომელიც ცნობილია ადგილობრივი ჟადეთი. ქალაქის სამხრეთ ნაწილში არსებობს ნეისიანგის რაიონი, რომელიც ცნობილია ბიომრავალფეროვნებით. ამ ნაწილში ცხოველებისა და ფრინველების 65 იშვიათი სახეობა ბინადრობს.
კლიმატი
რედაქტირებანანიანგისათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია Cwa). ქალაქში მკვეთრად შეინიშნება მუსონების გავლენით წარმოქმნილი ჰავა: ზამთარი ცივი და მშრალია, ზაფხული კი ნოტიო და ცხელი. თვის საშუალო ტემპერატურა 1.4 °C-დან (იანვარი) 26.9 °C-მდე (ივლისი) იცვლება. ქალაქში ნალექების უმეტესობა ივნისიდან აგვისტომდე პერიოდში მოდის.
ჰავის მონაცემები — ნანიანგი (1971−2000) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 19.5 | 22.8 | 28.5 | 33.2 | 37.0 | 41.4 | 39.7 | 39.0 | 39.0 | 32.9 | 28.5 | 21.4 | 41.4 |
საშუალო მაღალი °C | 6.7 | 9.4 | 14.0 | 21.2 | 26.5 | 30.8 | 31.5 | 30.8 | 26.7 | 21.7 | 15.0 | 9.0 | 20.3 |
საშუალო დღიური °C | 1.4 | 3.9 | 8.6 | 15.5 | 20.7 | 25.3 | 26.9 | 26.2 | 21.6 | 15.9 | 9.2 | 3.4 | 14.9 |
საშუალო დაბალი °C | −2.6 | −0.6 | 3.8 | 10.2 | 15.3 | 20.2 | 23.2 | 22.5 | 17.4 | 11.3 | 4.6 | −0.9 | 10.4 |
რეკორდულად დაბალი °C | −12.8 | −13.9 | −5.3 | −0.4 | 5.0 | 11.8 | 17.2 | 15.0 | 7.9 | −1.2 | −6.2 | −17.5 | −17.5 |
საშუალო ნალექი (მმ) | 13.7 | 16.2 | 34.7 | 48.8 | 73.1 | 123.9 | 177.8 | 114.3 | 75.9 | 58.1 | 29.7 | 11.5 | 777.7 |
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) | 4.5 | 5.0 | 7.9 | 8.1 | 9.5 | 9.9 | 12.3 | 10.4 | 9.2 | 8.8 | 6.0 | 3.8 | 95.4 |
წყარო: Weather China |
დემოგრაფია
რედაქტირებამთლიანად საოლქო დონის ქალაქის მოსახლეობა 10.26 მილიონს შეადგენს, რაც ჩინეთის მასშტაბით არსებული საოლქო დონის ქალაქებს შორის მე-12 მაჩვენებელია. ქალაქის ურბანული ნაწილის მოსახლეობა 1.8 მილიონ ადამიანს შეადგენს, რაც ხენანის პროვინციის მასშტაბით მე-5 მაჩვენებელია.[3] ნანიანგში ამჟამად დასახლებულ პირთაგან მილიონზე მეტი ჭენჭოუდან, გუანდუნის პროვინციიდან, ბეიჯინგიდან და შანხაიდანაა გადასახლებული. პროვინციის მაცხოვრებელთა უმეტესობა ხანია, უმცირესობებს შორის კი არის ხუეის ხალხი და მანჩუები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნანიანგის სამთავრობო ვებ-გვერდი (ჩინურად)
- ნანიანგის სამთავრობო ვებ-გვერდი (ინგლისურად)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ zh:最新人口信息 www.hongheiku.com Chinese. hongheiku. ციტირების თარიღი: 2021-01-12
- ↑ China: Hénán (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
- ↑ 3.0 3.1 zh:2021年河南省南阳市人口第七次人口普查数据和历史人口数据. www.hongheiku.com (2021). ციტირების თარიღი: 2021-06-24
- ↑ China: Hénán (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
- ↑ Nanyang | China en. ციტირების თარიღი: 2020-02-19