ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შიიენი (ჩინ.: 十堰市, ფინინი: Shíyàn) — საოლქო დონის ქალაქი ხუბეის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩინეთი. მას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ხენანის პროვინცია, სამხრეთ-დასავლეთიდან ჩუნცინი, ხოლო ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან შენსის პროვინცია. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობამ 3 340 841 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 767 920 საოლქო დონის ქალაქის ურბანულ ნაწილში (მეტრო არეალი) იყო დასახლებული (ურბანული ნაწილი ძირითადად მოიცავს ორ რაიონს, მაოძიანსა და ჭანგვანს). 2007 წელს ქალაქი ჩინეთის ქალაქების ღირებულების მოხსენებაში ქვეყნის საუკეთესო ათ ქალაქს შორის დასახელდა ცხოვრების ხარისხის მიხედვით. ეს მოხსენება 2007 წლის ჩინეთის ქალაქების სამიტისათვის მომზადდა, რომელიც ბეიჯინგში გაიმართა.[3]

საოლქო დონის ქალაქი
შიიენი
十堰市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ხუბეი
შიდა დაყოფა Maojian District, Zhangwan District, Yunyang District, Yunxi County, Zhushan County, Zhuxi County, Fang County და Danjiangkou
კოორდინატები 32°37′44″ ჩ. გ. 110°47′55″ ა. გ. / 32.62889° ჩ. გ. 110.79861° ა. გ. / 32.62889; 110.79861
ფართობი 23,680[1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 1640 მეტრი
მოსახლეობა 3,340,841[2] კაცი (2010)
სიმჭიდროვე 140 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 719
საფოსტო ინდექსი 442000
საავტომობილო კოდი 鄂C
ოფიციალური საიტი shiyan.gov.cn
შიიენი — ჩინეთი
შიიენი

1960-იანი წლების განმავლობაში მაო ძედუნი და სხვა სამთავრობო პირები შემოჭრისა და დაპყრობის შიშით ქვეყნის შორეულ ნაწილებში ცდილობდნენ ეკონომიკური ცენტრების დაარსებას.[4] შიიენი, რომელიც ხუბეის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა, ცნობილი იყო თავისი სიღარიბით და რამდენიმე ათას მოსახლეს მოიცავდა (იმ პერიოდში სოფლად იწოდებოდა).[4][5] 1967 წელს შიიენში გაგზავნეს მუშებისა და ინჟინრების ჯგუფი, რათა დაეთვალიერებინათ და შეესწავლათ საავტომობილო ობიექტებისა და ქარხნების საკვლევი ობიექტები (Dongfeng Motor Corporation-ის წინამორბედი მეორე Automobile Works). ქარხნების აშენებას ჩინეთის მესამე ფორნტის მშენებლიბის გეგმა ითვალისწინებდა.[6] 1969 წელს მაო ძედუნის განკარგულების თანახმად შიიენში სატვირთო მანქანების წარმოება დაიწყო.[4] შიიენში გაგზავნეს დაახლოებით 25 000 მუშა, რათა ქალაქი ამგვარი პროექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით აღეჭურვათ. [5]

მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ეკონომიკა თანდათან გაიზარდა. ამ ობიექტებზე დაახლოებით 200 000 ადამიანია დასახლებული.[4][5] ამის მიუხედავად, 1990-იან წლებში ქალაქში ახალი ავტომობილების წარმოება შემცირდა კონკურენციის გამო.[4] 2003 წელს, კომპანია Dongfeng Motor Corporation-მა მისი მთავარი სამგზავრო მანქანების საწარმო უხანში გადაიტანა, რამაც შიიენში მოსახლეობის შემცირება გამოიწვია.[5]

გეოგრაფია

რედაქტირება

უდანშანი (უდანის მთები) შიიენის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში მდებარეობს.[5]

შიიენის მთავარ მდინარეებს შორისაა მდინარე ტუ და ხანი.[7](p314)

ჰავის მონაცემები — შიიენი (1981–2010)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 8.5 10.7 15.8 22.7 27.3 30.6 32.1 31.0 26.5 21.6 16.2 10.7 21.1
საშუალო დღიური °C 3.1 5.3 9.8 16.3 21.2 24.9 27.0 26.0 21.4 16.0 10.1 4.9 15.5
საშუალო დაბალი °C −0.5 1.5 5.4 11.3 16.2 20.2 23.3 22.5 17.9 12.4 6.3 1.2 11.5
საშუალო ნალექი (მმ) 14.2 22.5 42.8 66.3 93.4 98.2 150.1 136.4 98.7 75.9 34.9 15.2 848.6
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 70 69 69 68 70 72 78 79 79 79 76 71 73
წყარო: China Meteorological Administration[8]

დემოგრაფია

რედაქტირება

2020 წლის მონაცემებით, შიიენში მუდმივად მაცხოვრებლების რიცხვმა 3 209 000 ადამიანი შეადგინა.[9] 2014 წლიდან 2019 წლამდე, ხუქოუს რეგისტრირებული მოსახლეობა ქალაქის მოსახლეობას რამდენიმე ათასით აჭარბებდა.[7](p16) ამ განსხვავებას, სავარაუდოდ, მიგრაცია განაპირობებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შედარებით დიდ ქალაქებში მიდის სამუშაოდ მაღალი ანაზღაურების მიზნით. ამ ტენდენციის გამო ხუქოუს მოსახლეობა დაახლოებით 8 100-ით შემცირდა, მუდმივი მოსახლეობა კი 25 300-ით გაიზარდა.[7](p16)

ზოგადი სტატისტიკა

რედაქტირება

2019 წელს შიიენის შობადობის მაჩვენებელმა 11.47‰ (ათას მოსახლეზე) შეადგინა, გარდაცვალების მაჩვენებელი კი 7.02‰ იყო. აქედან გამომდინარე, ქალაქის მოსახლეობის ბუნებრივმა ზრდამ 4.45‰ შეადგინა.[7](p32)

2019 წლის მონაცემებით, შიიენის მოსახლეობის 52.5% მამრობითი სქესის წარმომადგენელი, 47.5% კი ქალი იყო.[7](p28)

ურბანიზაცია

რედაქტირება

შიიენის საოლქო დონის ქალაქის ურბანული ნაწილი, ძირითადად, მაოძიანის რაონს მოიცავს, რომელიც რუკებზე „შიიენის“ სახელწოდებით მოიხსენიება. 2019 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 56.5% საოლქო დონის ქალაქის ურბანულ ნაწილში ცხოვრობდა, რაც 2010 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია (ამ წლის მაჩვენებელი 46.3%-ს შეადგენს).[7](p28)

შემოსავალი

რედაქტირება

2019 წელს შიიენის ურბანული ნაწილიც მაცხოვრებლების შემოსავალი 33 577 რენმინბის შეადგენდა.[7](p26) ეს მაჩვენებელი 9.1%-ით გაზრდილია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით.[7](p27) საოლქო დონის ქალაქის გარეუბნებში მაცხოვრებლები ბევრად ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე ურბანულ ნაწილში მცხოვრებლები (მათი საშუალო შემოსავალია 11 378 რენმინბია).[7](p26) გარეუბნებში მაცხოვრებლების მაჩვენებელიც გაზრდილია 2018 წელთან შედარებით (10.5%-ით).[7](p27)

შიიენის ქალაქის მთავრობაში 19 რელიგიური ორგანიზაციაა აღიარებული. ქალაქში ძირითადად გამოხატულია ოთხი რელიგია: ბუდიზმი, დაოსიზმი, ისლამი და ქრისტიანობა.[10] ამ ორგანიზაციებს შორის 5 მთლიანად გალაქს ემსახურება: ქალაქ შიიენის ბუდიზმის ასოციაცია (ჩინ.: 十堰市佛教协会, ფინინი: Shíyàn Shì Fójiào Xiéhuì), ქალაქ შიიენის ისლამური ასოციაცია (ჩინ.: 十堰市伊斯兰教协会, ფინინი: Shíyàn Shì Yīsīlánjiào Xiéhuì), ქალაქ შიიენის პროტესტანტული პატრიოტული მოძრაობის კომიტეტი (ჩინ.: 十堰市基督教“三自”爱国运动委员会, ფინინი: Shíyàn Shì Jīdūjiào “Sān Zì” Àiguó Yùndòng Wěiyuánhuì), ქალაქ შიიენის პროტესტანტული ასოციაცია (ჩინ.: 十堰市基督教协会 ფინინი: Shíyàn Shì Jīdūjiào Xiéhuì), ქალაქ შიიენის დაოისტური ასოციაცია (ჩინ.: 十堰市道教协会 ფინინი: Shíyàn Shì Dàojiào Xiéhuì).[10] დანარჩენი 14 დაწესებულება როგორც საოლქო დონის ქალაქს, ასევე რეგიონებს ემსახურება.[10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. (2019) China Urban Construction Statistical Yearbook 2017. Beijing: China Statistics Press, გვ. 66. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი 2021.  დაარქივებული 18 June 2019[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  2. [1]
  3. China's Top 10 Most Livable Cities. Hunan Loudi Official Government (2012-03-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-10. ციტირების თარიღი: 2021-11-22.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Abrams, Jim. (1990-08-05) Detroit of China Surrounded by Backwater of Poverty : Asia: The arrival of the 20th Century proves to be a blessing only for some. en-US. ციტირების თარიღი: 2020-06-08
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Tang, Frank. (2018-11-15) State carmaker in China's Motown shifts gear to keep up with market en. ციტირების თარიღი: 2020-06-08
  6. Tang, Frank. (2018-11-15) 历史沿革 zh-hans. ციტირების თარიღი: 2021-07-31
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 zh:十堰统计年鉴-2020 zh. Hubei Provincial Statistics Bureau (2020-10-01). ციტირების თარიღი: 2021-09-25
  8. zh:中国气象数据网 - WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-15
  9. zh:区划人口 zh. Shiyan Municipal People's Government (2021-06-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-26. ციტირების თარიღი: 2021-09-25
  10. 10.0 10.1 10.2 zh:十堰市宗教团体基本概况 zh. Shiyan Municipal People's Government (2021-06-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-26. ციტირების თარიღი: 2021-09-25
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიიენი“-დან