უხანი (ჩინ. ტრად. 武漢, გამარტ. 武汉, ფინინი: Wǔhàn, IPA: [ù.xân]) — ქალაქი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ხუბეის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.[1] წარმოადგენს ხუბეის პორვინციის ყველაზე დიდ და ჩინეთის ცენტრალური ნაწილის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს. 11 მილიონი მცხოვრებით უხანი ჩინეთის მეშვიდე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია და შედის ჩინეთის ცხრა ეროვნული ცენტრალური ქალაქის სიაში.[2]

ქალაქი
უხანი
武汉
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ხუბეი
შიდა დაყოფა Jiang'an District, Jianghan District, Qiaokou District, Hanyang District, Wuchang District, Qingshan District, Wuhan, Hongshan District, Dongxihu District, Hannan District, Caidian District, Jiangxia District, Huangpi District და Xinzhou District
კოორდინატები 30°35′14″ ჩ. გ. 114°17′17″ ა. გ. / 30.58722° ჩ. გ. 114.28806° ა. გ. / 30.58722; 114.28806
ქალაქის მერი ჟუ სიანვანგი
დაარსდა 223
ფართობი 8494,41 კმ²
ცენტრის სიმაღლე 37
მოსახლეობა 11 081 000 კაცი (2018)
აგლომერაცია 19 მლნ
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი +86/27
საფოსტო ინდექსი 430000–430400
საავტომობილო კოდი

鄂A

鄂O (პოლიცია და ხელისუფლება)
ოფიციალური საიტი wuhan.gov.cn
უხანი — ჩინეთი
უხანი

გაშენებულია ძიანხანის ვაკეზე, მდინარე იანძისა და ხანშუის შეერთების ადგილას და ხშირად, ჩინეთის მთავარ სატრანსპორტო არტერიას უწოდებენ.[3][4]

უხანში მომხდარ ისტორიულ მოვლენებს შორის არის 1911 წლის უხანის აჯანყება, რასაც ცინის დინასტიის დამხობა და ჩინეთის რესპუბლიკის შექმნა მოჰყვა.[5] 1927 წელს, ცოტა ხნით უხანი ჩინეთის დედაქალაქიც იყო, როდესაც ქვეყანას მემარცხენე გომინდანის მთავრობა მართავდა ვან ძინვეის მეთაურობით.[6] მოგვიანებით, 1937 წელს, იაპონია-ჩინეთის მეორე ომის დროს, უხანი კვლავ ქვეყნის დედაქალაქი იყო ათი თვის განმავლობაში.[7][8]

დღეისათვის, უხანი წარმოადგენს ცენტრალური ჩინეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, კომერციულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრს. არის უმთავრესი სატრანსპორტო კვანძი უამრავი სარკინიგზო ხაზით, ავტომაგისტრალითა და ჩქაროსნული ავტოსტრადით, რომლებითაც ის სხვა დიდი ქალაქებთან არის დაკავშირებული.[9] იმის გამო, რომ უხანი საკვანძო როლს ტამაშობს საშინაო ტრანსპორტირებაში, უცხოურ წყაროებში მას ხშირად „ჩინეთის ჩიკაგოს“ უწოდებენ.[10][11][12] უხანის ურბანულ ზონას კვეთს და ქალაქს სამ რაიონად ყოფს იანძის უდიდესი შენაკადი, „ოქროს სანაოსნო გზად“ წოდებული მდინარე ხანშუი. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგური ენერგიის გამომუშავების მიხედვით — სამი ხეობის კაშხალი.

ათწლეულებია, უხანი ტრადიციული დამამუშავებელი მრეწველობის ცენტრია და ამავე დროს წარმოადგენს ერთ-ერთ იმ ზონას, რომელიც მართავს ჩინეთის თანამედროვე ინდუსტრიულ ცვლილებებს. უხანში ფუნქციონირებს ეროვნული განვითარების სამი ზონა, სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების ოთხი პარკი, 350-ზე მეტი კვლევით ინსტიტუტი, 1656 მაღალტექნოლოგიური საწარმო, მრავალი საწარმო ინკუბატორი, ხორციელდება Fortune Global 500-ში შესული 230 კომპანიის ინვესტიცია.[13] 2018 წელს, უხანის მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) 224 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ქალაქში მდებარეობს სახელმწიფო საავტომობილო მწარმოებლის, Dongfeng Motor Corporation-ის სათავო ოფისი. უხანში მოქმედებს უმაღლესი განათლების მრავალი გამორჩეული დაწესებულება, მათ შორის, უხანის უნივერსიტეტი, რომელიც 2017 წელს მესამე ადგილზე იყო ქვეყნის მასშტაბით[14] და ჰუაჟონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

ისტორიულად, უხანს სულ ჰქონდა დატბორვის რისკები,[15] რის გამოც ხელისუფლებამ სიტუაცია ეკომეგობრული შთანთქმის მექანიზმებით შეამსუბუქა.[16] 2011 წელს, უხანის სპორტულმა არენამ უმასპინძლა აზიის საკალათბურთო ჩემპიონატს, 2019 წელს კი იყო მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი.[17] 2019 წლის 18-27 ოქტომბერს უხანში ჩატარდა მე-7 მსოფლიო მილიტარისტული თამაშები.[18] 2017 წელს, იუნესკომ უხანს კრეატიული ქალაქის სტატუსი მიანიჭა დიზაინის დარგში.[19] გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის მიერ უხანს მინიჭებული აქვს მსოფლიოს ბეტა ქალაქის სტატუსი.

2020 წლის იანვარში, ქალაქში გამოჩენილი ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, განხორციელდა უხანის იზოლაცია.[20] არსებობს ვარაუდი, რომ ვირუსი ქალაქის ზღვის პროდუქტების ბაზრობიდან გავრცელდა, რომელიც მას შემდეგ დაიხურა.[21] იზოლაციამდე ქალაქი ხუთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა, რასაც ჩინეთის მთავრობის კრიტიკა მოჰყვა უხანის დაგვიანებული კარანტინის გამო.[22][23]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Illuminating China's Provinces, Municipalities and Autonomous Regions. PRC Central Government Official Website. ციტირების თარიღი: 2018-02-19.
  2. Zhao Manfeng (赵满丰). Archived copy. ციტირების თარიღი: 2018-05-20
  3. Archived copy. Sina (30 March 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტატა:武汉历史上就是"九省通衢",在中央促进中部崛起战略中被定位为"全国性综合交通运输枢纽"。ციტირების თარიღი: 21 February 2018.
  4. 九省通衢. The government of Wuhan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 November 2012. ციტირების თარიღი: 5 May 2019.
  5. The Wuchang Uprising on Double Ten (10/10/1911) | Britannica Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-08. ციტირების თარიღი: 2019-06-13
  6. Stephen R. MacKinnon (2002). Remaking the Chinese City: Modernity and National Identity, 1900-1950. University of Hawaii Press, გვ. 161. ISBN 978-0824825188. 
  7. AN AMERICAN IN CHINA: 1936-39 A Memoir. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 12, 2013. ციტირების თარიღი: February 10, 2013.
  8. Stephen R. MacKinnon (2008-05-21). Wuhan, 1938: War, Refugees, and the Making of Modern China. University of California Press, გვ. 12. ISBN 978-0520254459. 
  9. 武汉获批全国首个交通枢纽研究试点城市. Ministry of Commerce of the People's Republic of China (2009-06-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 24, 2012.
  10. „Foreign News: On To Chicago“. Time. ივნისი 13, 1938. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 5, 2012. ციტირების თარიღი: ნოემბერი 20, 2011.
  11. Jacob, Mark (მაისი 13, 2012). „Chicago is all over the place“. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 11, 2013. ციტირების თარიღი: მაისი 22, 2012.
  12. 水野幸吉 (Mizuno Kokichi) (2014). 中国中部事情:汉口. Wuhan Press, გვ. 3. ISBN 9787543084612. 
  13. Government of Canada, Foreign Affairs Trade and Development Canada. (2009-09-08) Focus on Wuhan, China. ციტირების თარიღი: 2019-06-13
  14. 校友会2017中国大学排行榜700强揭晓,北京大学十连冠--艾瑞深校友会网2019中国大学排行榜,中国大学研究生院排行榜,中国一流大学,中国大学创业富豪榜,中国独立学院排行榜,中国民办大学排行榜 en. www.cuaa.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 6, 2019. ციტირების თარიღი: 2019-06-13.
  15. Jing, Li (2019-01-23). „Inside China's leading 'sponge city': Wuhan's war with water“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 13, 2019. ციტირების თარიღი: 2019-06-13.
  16. Hartley, Asit K. Biswas, Kris. China's 'sponge cities' aim to re-use 70% of rainwater. ციტირების თარიღი: 2019-06-13
  17. The Official website of the 2019 FIBA Basketball World Cup დაარქივებული May 27, 2017, საიტზე Wayback Machine. , FIBA.com, Retrieved 9 March 2016.
  18. 7th Military World Games to be held in Wuhan in 2019 - Xinhua | English.news.cn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-20. ციტირების თარიღი: 2018-05-20
  19. Wuhan | Creative Cities Network. ციტირების თარიღი: 2019-06-13
  20. Griffiths, James. China's unprecedented reaction to the Wuhan virus probably couldn't be pulled off in any other country. ციტირების თარიღი: 2020-01-28
  21. Here’s what Wuhan, China looks like under quarantine for coronavirus en. ციტირების თარიღი: 2020-01-28
  22. Collman, Ashley. 5 million people left Wuhan before China quarantined the city to contain the coronavirus outbreak. ციტირების თარიღი: 2020-01-28
  23. Angry Chinese Ask Why Their Government Waited So Long To Act On Coronavirus en. ციტირების თარიღი: 2020-01-31