უდანშანი (ჩინ. 武當山) — მთათა სისტემა ჩინეთში, ხუბეის პროვინციის ქალაქ შიიანის სამხრეთით.

უდანშანის მთების ძველ შენობათა ანსამბლი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, vi
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 32°24′03″ ჩ. გ. 111°00′14″ ა. გ. / 32.40083° ჩ. გ. 111.00389° ა. გ. / 32.40083; 111.00389
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 705
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 705
705 ინგლ. 705 რუს. 705 ფრ.

ეს ტერიტორია მიიჩნევა დაოსისტური სამხედრო ხელოვნების ერთ-ერთ აკვნად, რომელიც აქ XVIII საუკუნის დასაწყისში განვითარდა. მთებში მრავალი დაოსისტური მონასტერი მდებარეობს, რომლებსაც უამრავი მნახველი სტუმრობს. ეს წარმოადგენს მედიტაციის შესწავლისა და შესრულების ცენტრებს, ასევე ტრადიციული ჩინური მედიცინისა და დაოსისტური ხელოვნების განვითარების უმნიშვნელოვანეს ცენტრს.

მონასტრების უმრავლესობა იუანისა და ცინის დინასტიების ეპოქაში აშენდა. 1956 წელს აქ აღმოჩენილ იქნა ბრინჯაოს მრავალი ქანდაკება. 1964 - 1978 წლებში ჩინეთში მიმდინარე კულტურული რევოლუციის დროს, მონასტრები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ ბოლო წლებში კვლავ საკმაოდ პოპულარული გახდა ჩინელ და უცხოელ ტურისტებში, რომლებსაც აქ ისტორიული ღირებულებები და შესანიშნავი ლანდშაფტი იზიდავს.

კულტურული რევოლუციისას დაოსიზმის ბევრმა ლიდერმა ტაივანს შეაფარა თავი, რომლებმაც აქ დაბრუნება მხოლოდ 2005 წელს შეძლეს.

1994 წელს, იუნესკომ მონასტრები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა სახლით „უდანშანის მთების ძველ შენობათა ანსამბლი".

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: