ხუაიხე (ჩინ.: 淮河) — მდინარე ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე იცვლება 813-იდან 1087 კმ-მდე (დამოკიდებულია შესართავ ადგილზე). აუზის ფართობი 187 ათ. კვ.კმ. სათავე აქვს ტუნბოშანის მთებში. მიედინება ჩინეთის დიდ ვაკეზე. მთავარი (მარცხ.) შენაკადია მდინარე ინხე. უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით. წყალმოვარდნა იცის ზაფხულში. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 1000 მ³/წმ, მაქსიმალური — 10-13 ათ. მ³/წმ. წარსულში წყალმოვარდნისას ჯებირების გარღვევის გამო ხუაიხე ხან იანძის ერთვოდა, ხან ხუანხეს, ხან ყვითელს ზღვას.

ხუაიხე
ხუაიხე
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
სათავე ტუნბოშანის მთები
შესართავი იანძი
შესართავის მდებარეობა ჩინეთი
სიგრძე 813/1087 კმ
აუზის ფართობი 187 ათ. კმ²

ხუაიხეს აუზი
ხუაიხე ვიკისაწყობში

ამჟამად ხუაიხეს ჩამონადენის დიდი ნაწილი ტბებისა და არხების სისტემით მდინარე იანძიში ჩადის, წყალმოვარდნისას კი არხის საშუალებით — ყვითელ ზღვაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება