სიანგიანგი (ჩინ.: 襄阳市, ფინინი: Xiāngyáng) — საოლქო დონის ქალაქი ხუბეის პროვინციაში, ჩინეთი. ის პროვინციაში სიდიდით მეორე ქალაქია უხანის შემდეგ. სიანგიანგი წარსულში (1950 წლიდან 2010 წლამდე) ცნობილი იყო, როგორც სინგფანი.[3] სიანგიანგის ცენტრალურ ნაწილში გაედინება მდინარე ხანი, რომელიც ქალას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ჰყოფს. თავად ქალაქი აგლომერაციას წარმოადგენს და ორ სხვადასხვა ქალაქს: ფანჩენგსა და სიანგიანს (ან სიანგჩენგს) მოიცავს. ძველი ქალაქის, სიანგიანგის ნანგრევები მდინარე ხანის (ხანხე) სამხრეთ ნაპირებზე კვლავაა შემორჩენილი. ქალაქი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა როგორც უძველეს, ასევე ჩინეთის უახლეს ისტორიაში. 2017 წლის მონაცემებით, საოლქო დონის ქალაქის მოსახლეობამ 5.65 მილიონი ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 3.37 მილიონი ქალაქის ურბანულ ნაწილში იყო დასახლებული.[4]

საოლქო დონის ქალაქი
სიანგიანგი
襄阳市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ხუბეი
შიდა დაყოფა Xiangcheng District, Fancheng District, Xiangzhou District, Nanzhang County, Gucheng County, Baokang County, Laohekou, Zaoyang City და Yicheng
კოორდინატები 32°00′36″ ჩ. გ. 112°07′19″ ა. გ. / 32.01000° ჩ. გ. 112.12194° ა. გ. / 32.01000; 112.12194
ფართობი 19,724.41[1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 71 მეტრი
მოსახლეობა 5,500,307[2] კაცი (2010)
სიმჭიდროვე 280 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 86710
საფოსტო ინდექსი Ville : 441000
საავტომობილო კოდი 鄂F
ოფიციალური საიტი xiangyang.gov.cn
სიანგიანგი — ჩინეთი
სიანგიანგი

ისტორია რედაქტირება

 
მდინარე ხანი სიანგიანგის მიმდებარედ, 1874 წელს

სიანგიანგს სტრატეგიული მდებარეობა აქვს: ის მდინარე ხანის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის მიმდებარედ ჩინეთის ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა მომხდარა. სიანგიანგის მაზრა პირველად დასავლეთ ხანის დინასტიის პერიოდში ჩამოყალიბდა. ეს სახელწოდება XX საუკუნემდე, თითქმის 2000 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა.

აღმოსავლეთ ხანის დინასტიის არსებობის ბოლო წლებში, სიანგიანგი ძინგის პროვინციის (ძველი ძინგჭოუს) დედაქალაქი გახდა და მას მებრძოლი ლიოუ პიაო მართავდა. სიანგიანგის ბრძოლის დროს (191 წელს), სუნ ძიანი, რომელიც სუნ ცუანის, აღმოსავლეთ უს სამეფოს დამაარსებლის შვილი იყო, მარცხი განიცადა და ბრძოლაშივე დაიღუპა. ლიოუ პიაოს გარდაცვალების შემდეგ ტერიტორია ლაოუ პეის მმართველობაში გადავიდა. ორი ათწლეულის შემდეგ გვიანი სამი სამეფოს პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა სიანგიანის მიმდებარედ მოეწყო, რის შედეგადაც ლიოუ პეიმ ძინგჭოუზე მმართველობა დაკარგა.

ძინის დინასტიის ადრეულ წლებში (265-420), სიანგიანგი ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ველი იყო ძინისა და აღმოსავლეთ უს შორის. ათი წლის განმავლობაში სიანგიანმა დიდი როლი ითამაშა უს მიერ ძინის დაპყრობაში.

სამხრეთ სუნის დინასტიის პერიოდში, შაოსინგის შეთანხმების შემდეგ, სიანგიანგი გარისონის ქალაქი გახდა სუნის ჩრდილოეთ ფრონტზე. მონღოლთა იმპერიის მიერ სუნის დინასტიის დაპყრობის პერიოდში, სიანგიანგი ფანჩენგთან ერთად ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირების კერა გახდა მონღოლებისათვის. ქალაქს ალყა ექვსი წლის განმავლობაში ერტყა.

1796 წელს, სიანგიანგი ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო ცინის დინასტიის წინააღმდეგ გამართული თეთრი ლოტუსების აჯანყებაში. აჯანყება დაახლოებით 10 წელი გაგრძელდა და ცინის დინასტიის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი გარდამტეხი წერტილი გახდა.

1950 წელს, სიანგიანგი და განჩენგი გაერთიანდა და ქალაქი სიანგფანი ჩამოყალიბდა. მე-20 საუკუნის მიწურულს, ქალაქი გახდა ხანდანის, ძიაოლიოუსა და სიანგიუს სმთავარი სატრანსპორტო ცენტრი. ქალაქის თანამედროვე საზღვრები 1983 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც სიანგიანგის ოლქი სიანგფანის ქალაქად გადაკეთდა. ქალაქის სახელწოდება საბოლოოდ 2010 წელს შეიცვალა და სიანგიანგი გახდა.

გეოგრაფია რედაქტირება

სიანგიანგი ვრცელდება ჩრდილოეთ განედის 31° 14'-დან 32° 37'-მდე და აღმოსავლეთ გრძედის 110° 45'-დან 113° 43'-მდე. ის მდინარე ხანის (ხანშუი) ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ეს მდინარე იანძის ერთ-ერთი უმთავრესი შენაკადია. მას ესაზღვრება: სუეიჭოუ აღმოსავლეთიდან, ძინგმენი და იჩანგი სამხრეთიდან, შენუნცზია და შიიენი დასავლეთიდან და ნანიანგი (ხენანის პროვინცია) ჩრდილოეთიდან. საოლქო დონის ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრის სიგრძე 1 332.8 კილომეტრის ტოლია.

კლიმატი რედაქტირება

სიანგიანგისათვის დამახასიათებელია მუსონების გავლენით წარმოქმნილი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Cfa). საოლქო დონის ქალაქში წელიწადში ოთხი წელიწადის დროა. ზამთარი, ძირითადად, ცივი და ნესტიანი (მაგრამ ამასთანავე მშრალი), ზაფხული კი ცხელი და ნოტიოა.

ჰავის მონაცემები — სიანგიანგი (1981–2010)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 7.4 10.3 15.2 22.0 27.1 30.4 31.8 31.2 27.4 22.1 15.7 9.6 20.8
საშუალო დღიური °C 3.1 5.6 10.1 16.6 21.7 25.4 27.4 26.7 22.5 17.1 10.9 5.2 16.0
საშუალო დაბალი °C −0.2 2.0 6.2 12.4 17.5 21.5 24.1 23.5 19.0 13.4 7.0 1.6 12.3
საშუალო ნალექი (მმ) 19.5 27.6 45.7 60.7 93.9 96.8 148.3 136.9 76.3 66.3 39.1 16.8 827.9
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 73 71 72 73 72 76 83 82 78 76 74 72 75
წყარო: China Meteorological Administration[5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (2019) China Urban Construction Statistical Yearbook 2017. Beijing: China Statistics Press, გვ. 66. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი 2021.  დაარქივებული 18 June 2019[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  2. China: Húbĕi (Prefectures, Cities, Districts and Counties) - Population Statistics, Charts and Map. ციტირების თარიღი: 5 April 2018
  3. zh:湖北省襄樊市更名为襄阳市(图) zh-CN (2010-12-02). ციტირების თარიღი: 2010-12-03
  4. zh:2017年襄阳市常住人口城镇化率达到59.65%. Hubei Statistics Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი 2021.
  5. 中国气象数据网 - WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-15