ძინგმენი
ძინგმენი (გამარტივებული ჩინური: 荆门; ტრადიციული ჩინური: 荆門; ფინინი: Jīngmén; ვეიდ-ჯაილზი: Ching1mên2) — საოლქო დონის ქალაქი ხუბეის პროვინციის ცენტრალურ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ხუბეის ამ ნაწილში ბამბისა და ნავთობის ინდუსტრიებია განვითარებული. 2012 წლის მონაცემებით< ქალაქის მოსახლეობა 3 023 000 ადამიანი იყო, რაც 2010 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია (ამ წელს ქალაქში 2 873 687 ადამიანი აღირიცხა).[1] ძინგმენის ურბანული ნაწილის მოსახლეობა 400 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს. უძველეს პერიოდში ძინგმენი ცნობილი იყო, როგორც ძინგჭოუს კარიბჭე, რომელიც წარულში ჩინეთის ცხრა პროვინციიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა. საოლქო დონის ქალაქის სახელიც სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც „კარიბჭე ძინგჭოუსაკენ“.
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
ძინგმენი 荆门市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | ხუბეი |
შიდა დაყოფა | Dongbao District, Duodao District, Jingshan, Shayang County და Zhongxiang City |
კოორდინატები | 31°02′07″ ჩ. გ. 112°11′56″ ა. გ. / 31.03528° ჩ. გ. 112.19889° ა. გ. |
ფართობი | 12,404[1] კმ² |
მოსახლეობა | 3,023,000[1] კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 240 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
საფოსტო ინდექსი | 448000 |
ოფიციალური საიტი | jingmen.gov.cn |
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაძინგმენის საოლქო დონის ქალაქი ორ რაიონს, ორ სამაზრო დონის ქალაქს, ერთ მაზრასა და სამ სხვა არაკლასიფიცურებულ დასახლებას მოიცავს:[2][3][4]
- ტონგპაო (东宝区)
- ტუოუტაო (掇刀区)
- ჭუნგსიანგი (钟祥市)
- ძინგშანი (京山市)
- შაიანგი (沙洋县)
- ძინგმენის განვითარებული ტექნოლოგიური არეალი (荆门高新技术产业园区 ან 荆门高新区)
- ჭანგხეს ახალი არეალი (漳河新区)
- ცუძიალინგის მენეჯმენტის რაიონი (屈家岭管理区)
Map |
---|
მდებარეობა
რედაქტირებაძინგმენის ტონგპაოს რაიონი, რომელიც საოლქო დონის ქალაქის ცენტრად მიიჩნევა, უხანიდან სამი საათის სავალზეა და ის ხუბეის დედაქალაქს ავტობუსითა და სარკინიგზო ხაზით უკავშირდება. 2004 წელს ძინგმენსა და უხანს შორის ახალი მატარებლების სერვისი ამოქმედდა. ძინგმენი ახლოსაა მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან, როგორებიცაა: სამი სამეფოს დიდების დროინდელი ჩანგპანი, უდანშანი, ჭუნგსიანგში დაცული მინის დინასტიის დროინდელი აკლდამა (ეს არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაში შემავალი მინისა და ცინის დინასტიების სამეფო აკლდამების ნაწილი). მისი მდებარეობიდან გამომდინარე (ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში), ძინგმენში მოხვედრა ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან მარტივადაა შესაძლებელი: ბეიჯინგსა და გუანჯოუდან მატარებლით ქალაქში მოხვედრა მატარებლით 18 საათშია შესაძლებელი, იჩანგიდან კი ორ საათში (აქვე მდებარეობს სანსიას ჰიდროელექტროსადგური).
კლიმატი
რედაქტირებაძინგმენისათვის დამახასიათებელია ტიპური ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი. ქალაქში ყველაზე ცივი თვე იანვარია, ყველზე ცხელი კი ივლისი. ტემპერატურა ზოგჯერ 38 °C-საც კი აღწევს, ზამთრობით კი ტემპერატურა ხშირად 0 ;°C-ზე დაბლაა და ყოველწლიურად თოვს. წვიმა საშუალოდ ყველაზე ხშირად აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში მოდის. ეს მაჩველებელი შემოდგომობითა და ზამთრობით მცირდება.
ძინგმენვირუსების ჯგუფი პირველად 2014 წელს აღმოაჩინეს, რომელიც Ixodida-ს ვირუსების ცალკეულ ჯგუფადაა კლასიფიცირებული.[5]
ჰავის მონაცემები — ძინგმენი (1981–2010) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 8.0 | 10.4 | 14.9 | 21.8 | 26.7 | 29.5 | 31.6 | 31.2 | 27.6 | 22.1 | 16.2 | 10.1 | 20.8 |
საშუალო დღიური °C | 3.8 | 6.1 | 10.3 | 16.9 | 21.9 | 25.3 | 27.6 | 26.9 | 22.8 | 17.3 | 11.5 | 5.8 | 16.4 |
საშუალო დაბალი °C | 0.6 | 2.6 | 6.5 | 12.7 | 17.7 | 21.7 | 24.4 | 23.6 | 19.1 | 13.5 | 7.8 | 2.4 | 12.7 |
საშუალო ნალექი (მმ) | 21.1 | 32.2 | 51.1 | 72.8 | 117.4 | 122.8 | 179.8 | 149.1 | 73.9 | 70.4 | 43.0 | 17.6 | 951.2 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 70 | 70 | 71 | 72 | 72 | 77 | 81 | 80 | 74 | 74 | 72 | 69 | 74 |
წყარო: China Meteorological Administration[6] |
განათლება
რედაქტირებაძინგჩუს ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ჩინ.: 荆楚理工学院, JUT, წარსულში ცნობილი, როგორც ძინგმენის უნივერსიტეტი) დაარსდა 2007 წლის დასაწყისში და ძინგმენში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია. ძინგჩუს ტექნოლოგიების უნვიერსიტეტში მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამები ინჟინერიის, მენეჯმენტის, ხელოვნების, მეცნიერებისა და ექთნობის მიმართულებებით. ეს არის საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ჩინეთის განათლების სამინისტრის მიერაა აღიარებული. უნივერსიტეტი მოიცავს 147.71 ჰექტარ ფართობს, სადაც საგანმანათლებლო არეალი 300 000 კვადრატულ მეტრს უდრის. დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე სწავლებისა და სამეცნიერო ინსტრუმენტებით.
ძინგმენში არსებულ მნიშვნელოვან საშუალო სკოლებს შორისაა: ლონგცუანის საშუალო სკოლა, ქალაქ ძინგმენის N1 საშუალო სკოლა და ტონგპაოს საშუალი სკოლა.
ეკონომიკა
რედაქტირებაძინგმენის საოლქო დონის ქალაქის ეკონომიკა ძირითადად დაფუძნებულია სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაზე.
ძინგმენი მნიშნვლეოვანი ტერიტორიაა, სადაც მოჰყავთ: ბრინჯი, ბამბა და რაფსოვანი კულტურები. მარტის მიწურულს ყოველწლიურად იმართება ძინგმენის ტურისტული ფესტივალი, სადაც ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებია წარმოდგენილი.
მნიშვნელოვანია ქალაქში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანები. Sinopec-ის ძინგმენის ფილიალი ცენტრალური ჩინეთის ტერიტორიაზე ნავთობის მთავარი მწარმოებელი კომპანიაა. ეს კომპანია ნავთობს ნანიანგიდან (ხენანის პროვინცია) ძიანგხანამდე (ხუბეის პროვინცია) არსებულ ტერიტორიაზე მოიპოვებს.
ძინგმენი განვიტარებადი ლიჯისტიკური ცენტრია ცენტრალური ჩინეთის პერიტორიაზე. კომპანიის, Li Ning-ის ყველაზე დიდი დისტრიბუციის ცენტრი ძინგმენში მდებარეობს, საიდანაც მთელი ჩინეთის ტერიტორია მარაგდება.
2014 წლის 30 ივლისს, ძინგმენის მაიორმა, სიაო ძიუხუამ დაძმობილებული ქალაქის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ჩრდილოეთ გლინგართან, რომელიც ონტარიოს აღმოსავლეთ ნაწილში, კანადაში მდებარეობს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ძინგმენის სამთავრობო ვებ-გვერდი დაარქივებული 2021-08-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 (2019) China Urban Construction Statistical Yearbook 2017. Beijing: China Statistics Press, გვ. 66. ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი 2021. დაარქივებული 18 June 2019[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ zh:荆门市历史沿革. XZQH.org (7 December 2011). ციტატა: „"2001年6月,{...}其中:京山县{...}沙洋县{...}钟祥市{...}东宝区{...}掇刀区{...}屈家岭管理区{...}沙洋监狱管理局{...}"“ ციტირების თარიღი: 7 April 2018.
- ↑ zh:2016年统计用区划代码和城乡划分代码:荆门市 zh. National Bureau of Statistics of the People's Republic of China (2016). ციტატა: „"统计用区划代码 名称 420801000000 市辖区 420802000000 东宝区 420804000000 掇刀区 420821000000 京山县 420822000000 沙洋县 420881000000 钟祥市"“ ციტირების თარიღი: 7 April 2018
- ↑ zh:荆门简介 zh. Jingmen People's Government (7 October 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2019. ციტატა: „"现辖京山县、沙洋县、钟祥市、东宝区、荆门高新区·掇刀区、漳河新区、屈家岭管理区,"“ ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი 2021.
- ↑ Qin, X.-C.; Shi, M.; Tian, J.-H.; Lin, X.-D.; Gao, D.-Y.; He, J.-R.; Wang, J.-B.; Li, C.-X.; Kang, Y.-J.; Yu, B.; Zhou, D.-J.; Xu, J.; Plyusnin, A.; Holmes, E. C.; Zhang, Y.-Z. (21 April 2014). „A tick-borne segmented RNA virus contains genome segments derived from unsegmented viral ancestors“. Proceedings of the National Academy of Sciences. 111 (18): 6744–6749. Bibcode:2014PNAS..111.6744Q. doi:10.1073/pnas.1324194111. PMC 4020047. PMID 24753611.
- ↑ zh:中国气象数据网 - WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-15