რაფსი
რაფსი (ლათ. Brassica napus, Brassica napus ssp. oleifera) — ერთწლოვანი საშემოდგომო და საგაზაფხულო მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ველურად არ გვხვდება. მიღებულია საშემოდგომო ან საგაზაფხულო შალგისა და ბოსტნის კომბოსტოს შეჯვარებით. მისი სიმაღლე 50-150 სმ აღწევს, დატოტვილია. ქვედა ფოთოლი ყუნწიანია, ზედა — მჯდომარე, ყვავილედი — მტევანია, ყვავილი — წვრილი, ყვითელი, იშვიათად თეთრი, ნაყოფი — ჭოტი; თესლი მრგვალია და 40-50%-ზე მეტ ზეთს შეიცავს. მცენარე დაფარულია ცვილისებრი ნაფიფქით;
რაფსი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Brassica napus | ||||||||||||||
|
საშემოდგომო რაფსი უმთავრესად უკრაინის ტყე-ველის ზონაში მოჰყავთ, საგაზაფხულო — უკრაინის ტყე-ველის ზონის ჩრდილოეთ ნაწილში. საქართველოში ორივე ფორმა საშემოდგომო შუალედური საკვები კულტურის სახით გვხვდება.
რაფსის ზეთს იყენებენ მარგარინისა და საპნის დასამზადებლად, მეტალურგიაში, ტყავისა და საფეიქრო მრეწველობაში. რაფსის კოპტონი, როდესაც მავნე გლიკოზოდებს მოაცილებენ, ცხოველთა მაღალკონცენტრირებული საკვებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 310.