უ წეთიენი ასევე ცნობილია, როგორც ვუ ხუ (ჩინ.: 武则天; დ. 17 თებერვალი 624, სიჩუანი — გ. 16 დეკემბერი 705, ლოიანგი) — ჩინეთის იმპერატორი ქალი.

უ წეთიენი
武则天
ჯოუს დინასტიის იმპერატორი ქალი
მმართ. დასაწყისი: 16 ოქტომბერი 690
მმართ. დასასრული: 22 თებერვალი 705
წინამორბედი: ჟუი ცუენი
მემკვიდრე: ჩონგ ზონგი
ტანის დინასტიის იმპერატორის მეუღლე
მმართ. დასაწყისი: 655
მმართ. დასასრული: 683
წინამორბედი: ვანგი
მემკვიდრე: ვეი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 თებერვალი 624
დაბ. ადგილი: სიჩუანი, ტანის დინასტია
გარდ. თარიღი: 16 დეკემბერი 705
გარდ. ადგილი: ლოიანი, ტანის დინასტია
მეუღლე: ტაი ცუნგი
კაო ცუნგი
შვილები: ლი ჰონგი
მამა: ვუ შიჰუო
დედა: იანგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

13 წლის ასაკში უ წეთიენი ჩინეთის თანგის დინასტიის პირველი იმპერატორის — ტაი ცუნგის უმცროსი ხარჭა გახდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, 649 წელს მან იმპერატორის მემკვიდრის, კაო წუნგის ყურადღების მიპყრობა მოახერხა და მალე მისი საყვარელი ცოლიც გახდა. მერე ქმრის საყვარლებსა და სხვა ცოლებს, მათ შორის — იმპერატოის მეუღლეს მოუსწრაფა სიცოცხლე და 655 წელს თავად დაიკავა მისი ადგილი.

ვუ ხუმ იმთავითვე მოახერხა მთავრობაზე საკუთარი კონტროლის დაწესება და თავიდან მოიცილა ყველა, ვინც მისი და იმპერატორის კავშირს სისხლის აღრევად მიიჩნევდა. არაერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის იმპერატორის ბიძაც, ან სიკვდილით დასაჯეს, ან გადაასახლეს. 660 წელს იმპერატორს მძიმე სენმა დარია ხელი და მთელი ძალაუფლება დედოფლის ხელში აღმოჩნდა. იგი ნიშნავდა და ათავისუფლებდა მინისტრებს, ირჩევდა სარდლებს, რომლებმაც მისი ბრძანებით, 660-დან 668 წლების პერიოდში კორეა დაიპყრეს.

683 წელს კაო წუნგის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრე ვუ ხუს ვაჟი — ჩუნ ცუნგი გახდა. ერთ თვეში უ წეთიენმა ის ტახტიდან გადმოაგდო და ქვეყნიდან გააძევა, ხოლო გვირგვინი მეორე ვაჟს — ჯუი ცუნგს დაადგა თავზე, თუმცა ქვეყანას, როგორც რეგენტი, თავად მართავდა. ჩუნ ცუნგის მხარდამჭერთა მიერ მოწყობილი ამბოხება დამარცხდა.

690 წელს ვუ ჰუმ სამეფო ტახტის უზურპირება მოახდინა და 15 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ის დიდად წყალობდა სამეფო კარის ორ გარყვნილ მსახურს — ძმებ ჩანებს, რომლებიც აგდებულად ექცეოდნენ მინისტრებსა და გენერლებს. 705 წელს მომხდარი გადატრიალების შემდეგ, ჩანები სიკვდილით დასაჯეს, უ წეთიენი კი აიძულეს, ძალაუფლება თავისი ვაჟისთვის — ჩუნ ცუნგისთვის გადაეცა. 80 წლის ასაკში ის სახელმწიფო საქმეებს ჩამოშორდა და საზაფხულო სასახლეში დაბინავდა, სადაც მალევე გარდაიცვალა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნ. ქოთორნი. ტირანები, თბილისი, „კლიო“, 2011

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება