16 დეკემბერი
თარიღი
16 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 350-ე დღე (ნაკიან წლებში – 351-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 15 დღე.
<< | დეკემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 | |||||
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1431 : ჰენრი VI ინგლისისა საფრანგეთის მეფედ აკურთხეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში.
- 1773 : ბოსტონის ჩაის სმა - თავისუფლების შვილების წევრები გადაცმული მოჰავკებად ჩაის ყუთებს ბოსტონის ყურეში ყრიან ჩაის აქტის მიმართ პროტესტის ნიშნად.
- 1879 : ტრანსვაალის რესპუბლიკა გამოცხადდა.
- 1899 : მილანში დაარსდა იტალიური საფეხბურთო გრანდი მილანი.
- 1916 : პეტერბურგში შეთქმულებმა დიდი თავადის, დიმიტრი პავლეს ძის, მეთაურობით გრიგორი რასპუტინი მოკლეს.
- 1985 : ნიუ-იორკის პაფია - პოლ კასტელანო და თომას ბილოტი მოკლეს ჯონ გოტის დაკვეთით, რითაც მან გამბინოს ოჯახის მმართველობა მიიღო.
- 1986 : აჯანყება ყაზახეთის კომპარტიის წინააღმდეგ - ჟელტოქსანი - პირველი ნიშანი ეთნიკური უთანხმოებებისა გორბაჩოვის პერიოდში.
- 1989 : ქალაქ ტიმიშოარას საკათედრო ტაძრის მოედანზე შექმნილი აურზაურით რუმინეთის რევოლუცია იწყება.
- 1991 : ყაზახეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 2008 : კახა ლომაია ირაკლი ალასანიას ცვლის გაეროში საქართველოს ელჩის პოსტზე.
- 2011 : რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა.
- 2012 : იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შედეგად პარტიის ლიდერი სინძო აბე ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
- 2018 :
- სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად შეუდგა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას; ინაგურუაცია თელავში, ერეკლე II-ის სასახლის ეზოში გაიმართა.
- ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი თანამდებობიდან გადადგა.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1770 : ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი — გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი (გ.1827)
- 1775 : ჯეინ ოსტინი — ინგლისელი მწერალი (გ. 1817)
- 1790 : ლეოპოლდ I — ბელგიის მეფე
- 1867 : შიო არაგვისპირელი — ქართველი მწერალი-ნოველისტი (გ.1926)
- 1917 : არტურ კლარკი — ინგლისელი მწერალი
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1898 : ტრეტიაკოვი, პაველ — რუსი ფილანტროპი.
- 1916 : გრიგოლ რასპუტინი — რუსი გლეხი
- 1921 : კამილ სენ-სანსი — ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი, ორგანისტი და დირიჟორი.
- 1922 : გაბრიელ ნარუტოვიჩი — პოლონეთის პრეზიდენტი
- 1922 : ელიეზერ ბენ იეჰუდა — ებრაული ენის ამაღორძინებელი, თანამედროვე ივრითის ერთ-ერთი ფუძემდებელი
- 1965 : მოემი, უილიამ სომერსეტ — ინგლისელი მწერალი.
- 1981 : ჟაროვი, მიხეილ — საბჭოთა ეპოქის რუსი მსახიობი და რეჟისორი.
- 2001 : ჰაიმი, შტეფან — გერმანელი მწერალი.
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები: