თეოდორე ალექსანდრიელი (VII)
თეოდორე ალექსანდრიელი (გ. 606) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 3 დეკემბერი, ახალი სტილით — 16 დეკემბერი. მღვდელმოწამე თეოდორე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ალექსანდრიელ პატრიარქთა ნუსხაში არ ჩანს. ვარაუდობენ, რომ თეოდორე იმიტომ იწოდება მთავარეპისკოპოსად, რომ ის ქრისტიანობას დაუცხრომლად ქადაგებდა და მთელ ალექსანდრიას განამტკიცებდა სარწმუნოებაში. მას აიგივებენ წმინდა მღვდელმოწამე თეოდორესთან, რომელიც 25 სექტემბერს იხსენიება.
ლიტერატურა
რედაქტირება- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.