ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

XVII საუკუნის 70-იან წლებში ევროპული სახელმწიფოების ურთიერთშორისმა წინააღმდეგობამ მათი ორ, მტრულ ბანაკად დაჯგუფება გამოიწვია. ავსტრია, რუსეთი, საფრანგეთი და საქსონია დაუპირისპირდა ინგლისსა და პრუსიას. 1756 წელს მათ შორის ე.წ. შვიდწლიანი ომი (1756 - 1763) დაიწყო. საბრძოლო მოქმედებები სამ კონტინენტზე - ევროპაში, აზიასა და ამერიკაში გაიშალა. ინგლისსა და საფრანგეთს შორის საომარი მოქმედებები ძირითადად კოლონიებში - ამერიკასა და ინდოეთში იმართებოდა. ამერიკაში ინგლისმა დიდ წარმატებებს მიაღწია. საფრანგეთზე გამარჯვება, აქ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩრდილოეთ ამერიკის ინგლისური კოლონიების მხარდაჭერამ. შვიდწლიანი ომის შემდეგ ინგლისის მეფის ბრძანებით კოლონისტებს ალაგანების მთაგრეხილების დასავლეთით, დასახლება აეკრძალათ, ხოლო ინგლისის პარლამენტმა კოლონიებზე პირადად დააწესა გადასახადები. ამ გადასახადს საგერბო გამოსაღები ერქვა. კანონმა საგერბო გამოსაღების შესახებ ამერიკის მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებები შელახა, რადგან საგერბო გამოსაღებით იბეგრებოდა ყოველივე ის, რაც დაკავშირებული იყო ქაღალდთან: დაბადების და ქორწინების დოკუმენტები, სავაჭრო გარიგებები, მემკვიდრეობის დამადასტურებელი საბუთები, წიგნები, გაზეთის თითოეული ნომერიც კი. კოლონიის მცხოვრებლებმა წამოაყენეს პრიციპი „არავითარი გადასახადი წარმომადგენლების გარეშე“.

ბოსტონის ჩაის სმა 1773 წელს.

კოლონისტები გადასახადის ამკრეფ მოხელეებს კუპრით თხუპნიდნენ, ბუმბულს აყრიდნენ და გამაყრუებელი ბრახუნით დაატარებდნენ ქუჩებში, სანამ ისინი გადასახადების აკრეფაზე უარს არ იტყოდნენ. წინააღმდეგობა იმდენად ერთსულავანი იყო, რომ ინგლისის მთავრობამ გააუქმა საგერბო გადასახადები. ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა ინგლისის კოლონიების წარმომადგენლად ლონდონში გაგზავნილმა, სახელგანთქმულმა ამერიკელმა ბენჯამინ ფრანკლინმა. უშუალო გადასახადების შეწერა რომ ვერ მოახერხეს, ინგლისის პარლამენტმა სხვა გზას მიმართა - ბაჟები დააწესა. კოლონიებში შეტანილ საქონელზე მაღალი ბაჟები შემოიღეს. მაგრამ ბაჟის დაწესების ყველა ცდას კოლონისტები ბოიკოტით პასუხობდნენ, ინგლისურ საქონელს არ ყიდულობდნენ. მათ წამოაყენეს ლოზუნგი

1973 წელს გამოშვებული მონეტა.
ვიკიციტატა
„გადაარჩინე შენი ფული, ამით თქვენ სამშობლოს გადაარჩენთ“

.

ბოსტონში საბაჟო შენობის აგებასაც კი დიდი გართულება, ე.წ. „ბოსტონის ხოცვა-ჟლეტა“ მოჰყვა. ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ, საბაჟოს შენობასთან მოთამაშე ბიჭებმა ინგლისელ გუშაგებს თოვლის გუნდები ესროლეს. შეკრებილნი ბავშვებს აქეზებდნენ. ინგლისელმა ჯარისკაცებმა შეკრებილებს ტყვია დაუშინეს და რამდენიმე ადამიანი მოკლეს. საყოველთაო აჯანყების თავიდან ასაცილებლად, ინგლისის მთავრობამ ბოსტონში მომხადარ ამბავში თავისი ჯარისკაცები დაადანაშაულა და ჯარი ქალაქიდან გაიყვანა.

ინგლისელები იძულებულები გახდნენ ამერიკაში შეტანილ საქონელზე, ბაჟის აკრეფიდან ხელი აეღოთ, მხოლოდ ჩაიზე დატოვეს უმნიშვნელო ბაჟი, რათა კოლონისტებითვის ნათელი გაეხადათ, რომ ინგლისის მთავრობა ახალშენებში ბაჟის დაწესების უფლებას ინარჩუნებდა. ამერიკელებმა ჩაის შეძენაზე ბოიკოტი გამოაცხადეს. მაშინ დიდმა ბრიტანეთმა მხოლოდ ინგლისური „ვესტ-ინდოეთის“ კომპანია გაათავისუფლა ბაჟისგან. ამის საპასუხოდ 1773 წელს ინდიელებად გადაცმულმა ბოსტონელებმა, ვესტ-ინდოეთის კომპანიის ხომალდზე შეაღწიეს და ჩაის ყუთები ზღვაში გადაყარეს. ამ შემთხვევას ბოსტონის ჩაის სმა ეწოდა.

ბოსტონის ჩაის სმის შემდეგ ინგლისის ხელისუფლებამ გადაწყვიტა კოლონიები სამაგალითოდ დაესაჯა კოლონიებმა ინგლისის ამ პოლიტიკას დამოუკიდებლობისთვის ომის დაწყებით უპასუხეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება