შვიდწლიანი ომი

შვიდწლიანი ომი
Battle of Sainte-Foy.jpg
თარიღი 1756–1763
მდებარეობა ევროპა, აფრიკა, ინდოეთი, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ფილიპინების კუნძულები
შედეგი სანქტ-პეტერბურგის ზავი
პარიზის ზავი
ჰუბერტუსბურგის ზავი
ტერიტორიული
ცვლილებები
საფრანგეთმა კანადა ბრიტანელებს, ხოლო ლუიზიანა ესპანელებს დაუთმო; ბრიტანელებმა დაიპყრეს ბენგალი; ესპანეთმა ბრიტანელებს ფლორიდა გადასცა.
მხარეები
პრუსიის დროშა პრუსიის სამეფო
გაერთიანებული სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი და მისი კოლონიები
ჰანოვერის პროვინციის დროშა ჰანოვერის ელექტორატი
Flagge Fürstentum Schaumburg-Lippe.svg შაუმბურგ-ლიპე
პორტუგალიის დროშა პორტუგალია და მისი კოლონიები
Flagge Herzogtum Braunschweig.svg ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგი
ჰესენის დროშა ჰესენ-კასელი
Royal Standard of the King of France.svg საფრანგეთი და მისი კოლონიები
საღვთო რომის იმპერიის დროშა ავსტრია
Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
შვედეთის დროშა შვედეთი
Flag of Spain (1760–1785).svg ესპანეთი და მისი კოლონიები
საქსონია
Fictional flag of the Mughal Empire.svg დიდ მოგოლთა იმპერია
მეთაურები
პრუსიის დროშა ფრიდრიხ II
პრუსიის დროშა პრინცი ჰენრი
პრუსიის დროშა ფრიდრიხ ფონ ზეიდლიცი
გაერთიანებული სამეფოს დროშა უილიამ პიტი
გაერთიანებული სამეფოს დროშა ჯონ მანერსი
გაერთიანებული სამეფოს დროშა რობერტ კლაივი
ჰანოვერის პროვინციის დროშა პრინცი ფერდინანდი
პორტუგალიის დროშა გრაფი უილიამი
Royal Standard of the King of France.svg ლუი XV

საღვთო რომის იმპერიის დროშა მარია ტერეზა

Flag of Russia.svg ელისაბედ I

ავგუსტუს III Flag of Spain (1760–1785).svg ნიკოლას დე კარვახალი

Fictional flag of the Mughal Empire.svg ალამგირ II (1759-წლამდე) Fictional flag of the Mughal Empire.svg შახ ალამ II (1759-წლიდან)

Commons-logo.svg შვიდწლიანი ომი ვიკისაწყობში

შვიდწლიანი ომი (17561763) — გლობალური სამხედრო კონფლიქტი, გამოირჩეოდა დიდი მასშტაბურობით, ვინაიდან მასში ჩამბული იყო იმ დროის ზესახელმწიფოთა უმეტესობა. შვიდწლიანი ომი მიმდინარეობდა როგორც ევროპაში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში, კარიბის აუზში, ინდოეთში, ფილიპინებში.

წინაპირობებირედაქტირება

XVIII საუკუნის 50-იან წლებში ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგობამ მათი ორ მტრულ კოალიციად დაჯგუფება განაპირობა. ავსტრია, რუსეთი, საფრანგეთი და საქსონია ინგლისსა და პრუსიას დაუპირისპირდა. 1756 წელს მათ შორის ე.წ. შვიდწლიანი ომი (1756–1763) დაიწყო. საბრძოლო მოქმედებები სამ კონტინენტზე – ევროპაში, აზიასა და ამერიკაში გაიშალა.[1]

მიმდინარეობარედაქტირება

მოწინააღმდეგეთათვის გაერთიანების საშუალება რომ არ მიეცა, პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-მ ყველას დაასწრო და 1756 წლის 29 აგვისტოს საქსონიას დაესხა თავს. საქსონიის კურფიურსტი პოლონეთში გაიქცა, ფრიდრიხმა საქსონია დაიპყრო.[2]

შვიდწლიან ომში სრულად გამოვლინდა ფრიდრიხ II-ის სამხედრო ნიჭი. სწრაფი მანევრებით ის ასწრებდა ყოველი მხრიდან მოძალებული მტრისგან საზღვრების დაცვას და, ამავე დროს, რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა. მაგრამ პრუსია მოწინააღმდეგეებთან შედარებით პატარა სახელმწიფო იყო და უთანასწორო ბრძოლაში მისი ძალები მალე ამოიწურა. 1759 წლის ბრძოლაში რუს–ავსტრიელთა 58–ათასიანმა არმიამ სასტიკად დაამარცხა პრუსიის 40–ათასიანი ჯარი (კუნერსდორფის ბრძოლა). პრუსია მხოლოდ მოკავშირეთა შორის უთანხმოებამ გადაარჩინა. მან ძალების შემოკრება შეძლო, მაგრამ მისი მდგომარეობა მაინც კრიტიკული იყო. რუსებმა აღმოსავლეთ პრუსია, ავსტრიელებმა კი სილეზია დაიკავეს. პრუსია კატასტროფისაგან 1761 წელს რუსეთის იმპერატორ ელისაბედ I-ის გარდაცვალებამ იხსნა. რუსეთში პეტრე III გამეფდა, რომელმაც პრუსიასთან ზავი დადო და რუსეთის ჯარი პრუსიიდან გაიყვანა.ამის შემდეგ რუსეთის მხარდაჭერასმოკლებული ავსტრიაც იძულებული შეიქნა ზავი დაედო პრუსიასთან. ზავის შედეგად პრუსიამ ავსტრიისაგან სილეზია დაიბრუნა.

ინგლისსა და საფრანგეთს შორის საომარი მოქმედებები ძირითადად კოლონიებში – ამერიკასა და ინდოეთში გაიშალა. ამერიკაში ინგლისმა დიდ წარმატებას მიაღწია. საფრანგეთზე გამარჯვება აქ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩრდილოეთ ამერიკის ინგლისის კოლონიების მხარდაჭერამ, საფრანგეთის სამფლობელო კვებეკი (კანადა) კოლონისტთა შეიარაღებულმა ძალებმა და ინგლისის ჯარმა დაიკავა.

ძალზე მნიშვნელოვანი იყო ის წარმატებებიც, რომლებიც ინგლისელებმა ინდოეთში მოიპოვეს. ენერგიული მოქმედებით მათ ხელთ იგდეს ბომბეი, მადრასი და კალკუტა.

1763 წლის პარიზის ზავით საფრანგეთმა დათმო კანადა და მისისიპის აღმოსავლეთი სანაპიროები. ინდოეთში საფრანგეთმა მთელი სამფლობელოები დაკარგა, ზოგიერთი სავაჭრო დანიშნულების უმნიშვნელო პუნქტის გარდა. ინგლისისა და საფრანგეთის ბრძოლა კოლონიებისათვის საფრანგეთის სრული მარცხით დამთავრდა.[3]

სქოლიორედაქტირება

  1. ომის ქრონოლოგია დაარქივებული 2013-12-21 საიტზე Wayback Machine. .
  2. Dull, Jonathan R. The French Navy and the Seven Years' War. University of Nebraska Press, 2005. - გვ. 71.
  3. Treaty of Paris (1763).
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: