ფრიდრიხ II დიდი
(გადამისამართდა გვერდიდან ფრიდრიხ II (პრუსია))
ფრიდრიხ II დიდი (გერმ. Friedrich II der Große) მეტსახელად ბებერი ფრიცი (გერმ. der Alte Fritz; დ. 24 იანვარი, 1712, ბერლინი — გ. 17 აგვისტო, 1786, პოტსდამი) — 1740 წლიდან პრუსიის მეფე, 1772–1786 წლებში პრუსიის მეფე ჰოენცოლერნების დინასტიიდან. ფრიდრიხ ვილჰელმ I-ის ძე, გამოჩენილი მხედართმთავარი. პრუსიის იუნკრობის ინტერესების შესაბამისად განახორციელა დიდი ტერიტორიული დაპყრობები. სილეზიის პირველი (1740–1742) და მეორე ომების (1744–1745) შედეგად ავსტრიას სილეზიის დიდი ნაწილი წაართვა. გააჩაღა შვიდწლიანი ომი (1756–1763). რეჩ პოსპოლიტის პირველი დანაწილების (1772 წელი) შემდეგ პრუსიამ შეიერთა ვისლის ქვემო დინების მიწები. საშინაო პოლიტიკაში განათლებული აბსოლუტიზმის პოზიციებზე იდგა.
ფრიდრიხ II | |
---|---|
Friedrich II | |
![]() | |
პრუსიის მეფე ბრანდენბურგის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 1740 |
მმართ. დასასრული: | 1786 |
წინამორბედი: | ფრიდრიხ ვილჰელმ I |
მემკვიდრე: | ფრიდრიხ ვილჰელმ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 იანვარი, 1712 |
დაბ. ადგილი: | ბერლინი |
გარდ. თარიღი: | 17 აგვისტო, 1786 |
გარდ. ადგილი: | პოტსდამი |
შვილები: | ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელ-ბევერნელი |
დინასტია: | ჰოენცოლერნები |
მამა: | ფრიდრიხ ვილჰელმ I |
დედა: | სოფია დოროთეა ჰანოვერელი |
გენეალოგიური ხერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 233.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: