ფრიცი

მამაკაცის საკუთარი სახელი (Fritz)

ფრიცი (გერმ. Fritz), მრავლ. ფრიცები — სახელ ფრიდრიხის კნინობითი ფორმა და ზედმეტსახელი, რომლითაც ხშირად გერმანელებს მოიხსენიებენ. ზედმეტსახელის წარმოშობა უკავშირდება ფრიდრიხ II დიდის სახელს, რომლის ზედმეტსახელი იყო „ბებერი ფრიცი“ (გერმ. „Der Alte Fritz“). მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეები „ფრიცებს“ ვერმახტის ჯარისკაცებს ეძახდნენ (გერმანელები კი ბრიტანელებს — ტომებს, ხოლო რუსეთის — ივანებს).[1] საბჭოთა პროპაგანდა მეტსახელს ნეგატიურ კონოტაციაში იყენებდა.[2][3]

ფრიდრიხ II დიდი, რომლის სახელს უკავშირდება მეტსახელ „ფრიცის“ წარმოშობა.

სქოლიორედაქტირება

  1. 1918: Fritz - Australian soldiers' relations with Germans. Australian War Memorial. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 March 2009. ციტირების თარიღი: 3 June 2018.
  2. Т. Ф. Ефремова Фрицы // Толковый словарь Ефремовой. — 2000.
  3. Вальтер X., Мокиенко В. М. Большой словарь русских прозвищ. — Olma Media Group, 2007. — стр. 567, 701 c. ISBN 9785373004350.