გერმანული ვერმახტი (გერმ. Deutsche Wehrmacht), ან შემოკლებით ვერმახტი (გერმ. WehrmachtWehr — „იარაღი“, „თავდაცვა“; Macht — „ძალა“) ეწოდებოდა ნაცისტური გერმანიის შეიარაღებულ ძალებს 1935–1945 წლებში.

ვერმახტის ემბლემა

„ვერმახტი“ დაარსდა 1935 წლის 16 მარტს კანონით „შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის შესახებ“. იგი შედგებოდა 3 ნაწილისაგან:

 
გერმანელი პარაშუტისტები

საფუძველი

რედაქტირება

პირველ მსოფლიო ომში გერმანიის იმპერიის დამარცხების შემდეგ გერმანიის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცთა რაოდენობა ვერსალის შეთანხმების თანახმად 100.000-მდე შემცირდა (პლუს 15.000 მეზღვაური). გერმანიის არმიას მძიმე იარაღის, მძიმე არტილერიის, ტანკების და ავიაციის ყოლის უფლება არ ჰქონდა. ამ შეთანხმების საფუძველზე დააარსა რაიხსვერი.

მიუხედავად ამისა, რაიხსვერის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობდა ამ შეთანხმების გვერდის ავლით არმია ბრძოლისუნარიან დამრტყმელ ძალად ექცია. დახმარება წითელმა არმიამ აღმოუჩინა. რაპალოს შეთანხმების საფუძველზე გერმანია უნდა დახმარებოდა სსრკ-ს ინდუსტრიის აღმშენებლობის საქმეში და წითელი არმიის მეთაურები სამხედრო განათლებას მიიღებდნენ გერმანიის გენშტაბის აკადემიაში. სამაგიეროდ რაიხსვერს შეეძლო ტყვია-წამალი დაემზადებინა, აღეზარდა სატანკო და საავიაციო კადრები და დაემზადებინა ქიმიური იარაღი საბჭოთა კავშირში.

ამასთან ერთად რაიხსვერის შემადგენლობაში საოცრად ბევრი ოფიცერი მსახურობდა, რამაც შემდგომში გერმანიას საშუალება მისცა არმია სწრაფად გაეათმაგებინა.

შეიარაღებული ძალების რაოდენობა და შემადგენლობა

რედაქტირება
 
გერმანელი ჯარისკაცები პარიზში

ისტორიკოს რიუდიგერ ოფერმანსის გამოთვლით „ვერმახტში“ მსახურობდა 18,2 მილიონი ჯარისკაცი, რომლებიც გაიწვიეს ომის განმავლობაში, თუმცა ერთდროულად არ მსახურობდნენ.

შემადგენლობა

რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში „ვერმახტის“ შემადგენლობაში იბრძოდა აგრეთვე უამრავი არაგერმანელი „მოხალისე“. მათ შორის ფოლკსდოიჩეები, ელზასელები, ჰოლანდიელები, ბალტები, ბალკანელები, ბელორუსები, უკრაინელები, რუსები და კავკასიელები. ეს უკანასკნელები გაერთიანებული იყვნენ ოსტლეგიონებში ან რუსეთის განმანთავისუფლებელ არმიაში, რომელთაც „ოკჰ-ში“ „მოხალისეთა შენაერთების გენერალი“ (გერმ. General der Freiwilligenverbände) მეთაურობდა. მოხალისეები „ვერმახტის“ მთელი შემადგენლობის 5%-ს შეადგენდნენ.

არმიათა ჯგუფების და არმიების შედგენილობა

რედაქტირება

არმიათა ჯგუფების და არმიების შედგენილობა ცოტათი ქაოსური იყო, რადგან ერთი და იგივე არმია სხვადასხვა დროს სხვადასხვა არმიათა ჯგუფში შედიოდა.

არმიათა ჯგუფები „ა-დან“ „ჰ-მდე“:

სპეციალური არმიათა ჯგუფები

რედაქტირება
 
უცხოელ მოხალისეთა ბატალიონი ვერმახტში

საველე არმიები

რედაქტირება

ცნობილი პირები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

წყაროები

რედაქტირება
  • Evans, Richard J. In Hitler’s Shadow West German Historians and the Attempt to Escape the Nazi Past. New York: Pantheon, 1989, ISBN 0-394-57686-1.
  • Förster, Jürgen „The Wehrmacht and the War of Extermination Against the Soviet Union“ pages 494–520 from The Nazi Holocaust Part 3 The „Final Solution“: The Implementation of Mass Murder Volume 2 edited by Michael Marrus, Westpoint: Meckler Press, 1989 ISBN 0-88736-255-9.
  • Förster, Jürgen „Complicity or Entanglement? The Wehrmact, the War and the Holocaust“ pages 266–283 from The Holocaust and History The Known, the Unknown, the Disputed and the Reexamiend edited by Michael Berenbaum & Abraham Peck, Bloomington: Indian University Press, 1998, ISBN 0253333741.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება