ლუფტვაფე
ლუფტვაფე (გერმ. Luftwaffe; საჰაერო ძალები) — გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების სახელი რაიხსვერის, ვერმახტისა და ბუნდესვერის შემადგენლობაში.
ლუფტვაფეს წინამორბედი იყო საიმპერიო სამხედრო-საჰაერო სამსახური (Luftstreitkräfte), რომელიც 1910 წელს შეიქმნა სამხედრო ავიაციის გაჩენასთან ერთად.
ვერმახტის პერიოდი
რედაქტირებავერმახტის ლუფტვაფეს მთავარსარდალი ჰერმან გერინგი იყო, რომელიც შემდეგ რაიხსმარშალი გახდა.
ლუფტვაფეს სტრუქტურაში უმაღლეს საფეხურად ითვლებოდა საჰაერო ფლოტი (Luftflotte). თავდაპირველად არსებობდა ხუთი საჰაერო ფლოტი, 1943-1944 წლებში კი მათ კიდევ სამი დაემატა. საჰაერო ფლოტის სარდალს ჰქონდა გენერალ-ობერსტისა და გენერალ-ფელდმარშალის წოდება.
ფაქტობრივად ამ სახის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება დაიწყო 1933 წელს. 1935 წლის მარტში ლუფტვაფეში 1888 სამხედრო მანქანა და 20 ათასი მომსახურე პერსონალი ითვლებოდა.
ლუფტვაფეს შემადგენლობაში შედიოდა „ფორშუნგსამტი“ (Forschungsamt; სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი) — უშიშროებისა და კონტრუშიშროების სამსახური, ასევე კრიპტოგრაფიისა და დეშიფრაციის განყოფილებები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი (გერმანული)
- The Defeat of the German Air Force, The United States Strategic Bombing Survey
- Luftwaffe museum (გერმანული) & (ინგლისური)
- German Democratic Republic (1955–1990) Air Force website (გერმანული)
- Luftwaffe Resource Center – Data and photos of Luftwaffe aircraft
- Luftwaffe Fighter Pilots