ხარკოვი
ხარკოვი (უკრ. Ха́рків; რუს. Ха́рьков) — სიდიდით მეორე ქალაქი უკრაინაში; ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. 2010 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 1 449 000 ადამიანს. ქალაქი მასპინძლობს 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს. მეტალისტის სტადიონზე სულ 3 შეხვედრა გაიმართება.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ხარკოვი Харків | |||||
![]() თავისუფლების მოედანი | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ოლქი (უკრაინა)|უკრაინის ოლქები|ოლქი | ხარკოვი | ||||
შიდა დაყოფა | 4 რაიონი | ||||
კოორდინატები | 49°55′00″ ჩ. გ. 36°19′00″ ა. გ. / 49.91667° ჩ. გ. 36.31667° ა. გ. | ||||
მერი | Hennadiy Kernes | ||||
დაარსდა | 1654 | ||||
პირველი ხსენება | 1552 | ||||
ფართობი | 310 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 152 მ | ||||
მოსახლეობა | 1 449 000 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 4 500 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 1 732 400 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | (+380) 572 | ||||
საფოსტო ინდექსი | 61001—61499 | ||||
საავტომობილო კოდი | ХА | ||||
ოფიციალური საიტი | city.kharkov.ua/en | ||||
| |||||
ხარკოვი 1654 წელს დაარსდა და რუსეთის იმპერიაში უკრაინული კულტურის მთავარ კერას წარმოადგენდა. ხარკოვი პირველი უკრაინული ქალაქი იყო, რომელმაც 1917 წლის დეკემბერში საბჭოთა ხელისუფლება აღიარა და შემდეგ იგი უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. დედაქალაქის სტატუსი მან 1934 წლამდე შეინარჩუნა, სანამ ის კიევში გადაინაცვლებდა. ამჟამად, ქალაქი ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია და რეგიონში სპეციალური სტატუსი გააჩნია.
ხარკოვი უკრაინის ერთიერთი უმთავრესი კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრია. ფუნქციონირებს 60 სამეცნიერო ინსტიტუტი, 30 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, 6 მუზეუმი, 7 თეატრი და 80 ბიბლიოთეკა. მისი ინდუსტრია ძირითადად მანქანათმშენებლობაზე სპეციალიზდება. მოქმედებს ასობით სამრეწველო კომპანია.
ქალაქს გააჩნია მეტროპოლიტენი, რომლის სიგრძეც 38,1 კმ-ია და 29 სადგურს მოიცავს. ხარკოვის ცნობილი ღირსშესანიშნაობაა თავისუფლების მოედანი (Maidan Svobody), რომელიც ამჟამად ევროპის მე-6 უდიდესი და მსოფლიოში სიგრძით მე-12 მოედანია.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ოფიციალური საიტი (უკრაინული)/(ინგლისური)
- ქალაქის საბჭოს ოფიციალური საიტი (უკრაინული)/(ინგლისური)
- ქალაქის პორტალი (უკრაინული)/(რუსული)(ინგლისური)
- ხარკოვის ჯაზ-ფესტივალის ოფიციალური საიტი
- ძველი ხარკოვის ფოტოები
- — 360 VR panoramas of Kharkiv`s square (dinosaur exhibition summer 2010)
- ხარკოვის ეკლესია-მონასტრები და სხვა ძეგლები (ინგლისური)
- ხარკოვის ნაცისტური ოკოპაცია (ინგლისური)