ჰუბერტუსბურგის ზავი
ჰუბერტუსბურგის ზავი (გერმ. Frieden von Hubertusburg) — შვიდწლიანი ომის (1756-1763 წწ.) ერთ-ერთი დამამთავრებელი საზავო ხელშეკრულება. ხელი მოაწერეს 1763 წლის 15 თებერვალს ჰუბერტუსბურგის სასახლეში, ერთი მხრით, პრუსიამ და, მეორე მხრით, ავსტრიამ და საქსონიამ. ჰუბერტუსბურგის ზავით პრუსიამ დაიმკვიდრა სილეზია (რომელიც წაართვა ავსტრიას 1740-1742 წლებში), მაგრამ მის მიერ ოკუპირებული საქსონიის ნაწილიდან უნდა გაეყვანა ჯარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 693.