ელისაბედ პეტრეს ასული (რუს. Елизаве́та (Елисаве́т) Петро́вна; 29 დეკემბერი, 17095 იანვარი, 1762) — რუსეთის მონარქი 1741-1762 წლებში. მისი საშინაო პოლიტიკით არისტოკრატიამ ადგილობრივ მმართველობაზე ძალაუფლება მოიპოვა სახელმწიფო სამსახურში ვადის შემცირების ხარჯზე. მისი წაქეზებით ლომონოსოვმა დააფუძნა მოსკოვის უნივერსიტეტი, ხოლო შუვალოვმა სანქტ-პეტერბურგის ნატიფი ხელოვნების აკადემია. მან დიდძალი თანხა დახარჯა მისი ფავორიტი არქიტექტორი ბართოლომეო რასტრელის გრანდიოზული ბაროკოს პროექტების განხორციელებაზე, განსაკუთრებით პეტერჰოფსა და ცარსკოე სელოზე. ზამთრის სასახლე და სმოლნის საკათედრო ტაძარი სანქტ-პეტერბურგში მისი მმართველობის პერიოდის უმნიშვნელოვანესი მონუმენტებია. ზოგადად, ის რუსეთის მონარქთა შორის ყველაზე მეტად პატივცემული იყო, ვინაიდან მისი მმართველობის პერიოდში არც ერთი ჩინოვნიკი სიკვდილით არ დასჯილა.

ელისაბედ I
Елизавета Петровна
სრულიად რუსეთის იმპერატორი
კორონაცია: 6 მარტი,1742
მმართ. დასაწყისი: 6 დეკემბერი 1741
მმართ. დასასრული: 5 იანვარი 1762
წინამორბედი: ივანე VI
მემკვიდრე: პეტრე III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 თებერვალი, 1709
დაბ. ადგილი: კოლომენსკოე
გარდ. თარიღი: 5 იანვარი 1762 (52 წლის)
მეუღლე: ალექსეი რეზუმსკოე
დინასტია: რომანოვები
მამა: პეტრე I დიდი
დედა: ეკატერინე I

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
ივანე VI
რუსეთის იმპერეტორები
1741 - 1762
შემდეგი:
პეტრე III