კოლომენსკოე
კოლომენსკოე (რუს. Коломенское) — ყოფილი სამეფო მამული რუსეთში, მოსკოვის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ კოლომნისკენ მიმავალ უძველეს გზაზე. პეიზაჟური არეალი, რომელიც მდინარე მოსკოვის სტეპებს გადაჰყურებს, 1960-იან წლებში ქალაქ მოსკოვის შემადგენლობაში შევიდა.
კოლომენსკოეს ამაღლების თეთრი ეკლესია* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 55°40′10″ ჩ. გ. 37°40′08″ ა. გ. / 55.66944° ჩ. გ. 37.66889° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1994 (მე-18 სესია) |
ნომერი | 634 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
კოლომენსკოეს ამაღლების თეთრი ეკლესია
რედაქტირებასოფელი კოლომენსკოე პირველად მოხსენიებულია 1339 წელს, ივანე I-ის ანდერძში. დროის მსვლელობასთან ერთად, სოფელი განვითარდა და ის მოსკოვის დიდი სამთავროს უფლისწულების საყვარელი ადგილი გახდა. ჩვენამდე მოღწეულ უძველეს ნაგებობას წარმოადგენს თეთრი ქვით ნაგები ამაღლების ეკლესია, რომელიც 1532 წელს, ტახტის მემკვიდრის, მომავალი მეფე ივანე მრისხანის დაბადების ზეიმის აღსანიშნავად ააგეს. სრულიად განსხვავებული, არაკანონიკური თეთრი ეკლესია, იმ დროსიათვის ნამდვილი გარღვევა იყო, რადგან ის ბიზანტიური ტრადიციებით აშენდა.
ეკლესიას ზემოდან ჯვრის ფორმა აქვს. ვიწრო პილასტრები, ისრისებური ფანჯრის ჩარჩოები, საკმაოდ რიტმული კიბის პასაჟები და ღია გალერეები ხაზს უსვამენ რუსული არქიტექტურის შედევრის დინამიურ ტენდენციას. მიჩნეულია, რომ მთლიანობაში ვერტიკალური კომპოზიცია, ნასესხებია ჩრდილოეთ რუსეთის ხის ეკლესიებისგან.
1994 წელს, აღიარა რა კაცობრიობის თვალსაჩინო ფასეულობის ნიმუშად, იუნესკომ კოლომენსკოეს ამაღლების თეთრი ეკლესია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Photo (1024x768)
- German page on Kolomenskoye დაარქივებული 2010-05-31 საიტზე Wayback Machine.
- Kolomenskoye Museum Reserve (Moscow)
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 634 ინგლ. • რუს. • ფრ. |