ცარსკოე-სელო

(გადამისამართდა გვერდიდან ცარსკოე სელო)

ცარსკოე-სელო (რუს.: Ца́рское Село́; „მეფის სოფელი“) — რუსეთის იმპერატორის ოჯახისა და მოწვეულ დიდგვაროვანთა ყოფილი რეზიდენცია 24 კმ-ში სანქტ-პეტერბურგის ცენტრიდან. ამჟამად ქალაქ პუშკინის ნაწილი და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სანქტ-პეტერბურგის მონუმენტთა ჯგუფთან ერთად.

ეკატერინეს სასახლე.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 540
ინგლ.რუს.ფრ.

XVII საუკუნეში ეს მამული შვედ დიდგვაროვანს ეკუთვნოდა. მისი თავდაპირველი ფინური სახელი ჩვეულებრივ ითარგმნება როგორც „შემაღლებული მიწა“. შესაძლოა ასევე წარმოებული იყოს ფინური სიტყვისგან „საარი“ (კუნძული). XVIII საუკუნეში რუსებმა იგი „სარსკოე-სელოდ“ გადააკეთეს, მოგვიანებით კი „ცარსკოე-სელო“ დაარქვეს.

1708 წელს პეტრე დიდმა ეს მამული მის მეუღლეს - მომავალ იმპერატრიცა ეკატერინე I-ს - აჩუქა. მან კი თავის მხრივ აქ ხარების ეკლესია დააფუძნა 1724 წელს და ადგილსაც ბლაგოვეშენსკოე დაარქვა, თუმცა ეს ხელოვნური სახელი ხმარებიდან მალევე გავიდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება