ჰესენ-კასელი (გერმ. Hessen-Kassel, ზოგჯერ გერმ. Hessen-Cassel) — გერმანული საიმპერიო სამთავრო, რომელიც არსებობდა 1567 წლიდან 1806 წლამდე. წარმოიქმნა ჰესენის ლანდსაგრაფოს გაყოფის შედეგად, 1567 წელს მისი მმართველის, ფილიპ I-ის გარდაცვალების შემდეგ. ფილიპის უფროსმა ვაჟმა, ვილჰელმ IV-მ მიიღო ჩრდილოეთის სამფლობელოები დედაქალაქ კასელთან ერთად. 1803 გახდა საღვთო რომის იმპერიის საკურფიურსტო და ეწოდა ჰესენის საკურფიურსტო ან კურჰესენი. 1806 წელს კურფიურსტი ვილჰელმ I ჩამოაშორა ძალაუფლებას ნაპოლეონმა, რომელმაც ჰესენ-კასელი შეუერთა ვესტფალიის სამეფოს და სათავეში თავისი ძმა, ჟერომი ჩაუყენა.

ჰესენ-კასელი 1789 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება