გრიგოლ რასპუტინი

რუსი ნათელმხილველი

გრიგოლ ექვთიმეს ძე რასპუტინი (რუს. Григо́рий Ефи́мович Распу́тин / Григорий Ефимович Новых; დ. 22 იანვარი, 1869 — გ. 16 დეკემბერი, 1916) — რუსი გლეხი, მკურნალი, რომელსაც ნათელმხილველის ნიჭს მიაწერდნენ, წარმოშობით ტობოლსკის გუბერნიის სოფელ პოკროვსკოედან. დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის რომანოვების დინასტიაზე XX საუკუნის დასაწყისში, განსაკუთრებით ნიკოლოზ II, მის მეუღლე ალექსანდრასა და ვაჟ ალექსიზე, რომელიც ჰემოფილიით იყო დაავადებული.

გრიგოლ რასპუტინი

გრიგოლ რასპუტინი
დაბადების სახელი გრიგოლ რასპუტინი/ნოვიხი
დაბადების თარიღი 22 იანვარი, 1869
სოფელი პოკროვსკოე
გარდაცვალების თარიღი 16 დეკემბერი, 1916
პეტროგრადი
ეროვნება რუსი
საქმიანობა მკურნალი
ავანტიურისტი
მშობლები მამა: ეფიმ ვილკინი
დედა: ანა პარშუკოვა

ბიოგრაფია რედაქტირება

 
სახლი გოროხოვოზე, სადაც ცხოვრობდა რასპუტინი (ფანჯრები ეზოსკენ)

დაიბადა სოფელ პოკროვსკოეში, ტიუმენის მაზრაში, ტობოლსკის გუბერნიაში ეფიმ ვილკინისა და ანა პარშუკოვას ოჯახში. რასპუტინის დაბადების თარიღის შესახებ ცნობები უკიდურესად წინააღმდეგობრივია. სხვადასხვა წყაროს მიხედვით რასპუტინი დაიბადა 1864–1872 წლებს შორის. დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის (მესამე გამოცემა) მიხედვით, რასპუტინის დაბადების სავარაუდო წლებია 1864-1865.[1]

თავად რასპუტინი ამ საკითხს ნათელს არ ფენდა და იძლეოდა წინააღმდეგობრივ ცნობებს თავისი დაბადების თარიღის შესახებ. ბიოგრაფების აზრით, რასპუტინი განზრახ იძლეოდა ცრუ ცნობას დაბადების თარიღის შესახებ, კერძოდ, საკუთარ თავს უფრო ხნიერად წარმოადგენდა, რათა „ბერის“ როლისათვის უფრო შესაფერისად წარმოჩენილიყო.

მწერალ ედუარდ რაძინსკის აზრით, რასპუტინი ვერ დაიბადებოდა 1869 წელზე ადრე. სოფელ პოკროვსკოე დაბადებული ადამიანების შესახებ დოკუმენტური მასალის მიხედვით რასპუტინის დაბადების თარიღია 1869 წლის 10 იანვარი (ძველი სტილით). ეს არის წმინდა გრიგოლის ხსენების დღე. შესაბამისად, ბავშვსაც სწორედ ეს სახელი დაარქვეს.[2]

სიყმაწვილეში რასპუტინი ხშირად ავადმყოფობდა.

ვერხოტურსკის მონასტერში სალოცავად წასვლის შემდეგ იგი რელიგიით დაინტერესდა. 1893 წელს რასპუტინი მოგზაურობდა რუსეთის წმინდა ადგილებში. იგი ასევე იმყოფებოდა ათონის მთაზე საბერძნეთში, შემდეგ კი — იერუსალიმში. რასპუტინი მოგზაურობისას ხვდებოდა და ურთიერთობას ამყარებდა ბევრ სასულიერო პირთან, ბერებთან და მოგზაურებთან.

1890 წელს რასპუტინმა იქორწინა პრასკოვა თედორეს ასულ დუბროვინაზე, გლეხის ქალზე, რომლისგანაც მას სამი შვილი ეყოლა: მატრიონა, ბარბარე და დიმიტრი.

1900 წელს რასპუტინი გაემართა სამოგზაუროდ კიევში. უკან დაბრუნებისას დიდი დრო დაჰყო ყაზანში, სადაც გაიცნო მამა მიქაელი, რომელიც დაკავშირებული იყო ყაზანის სასულიერო აკადემიასთან. ამის შემდეგ რასპუტინი მიდის პეტერბურგში სასულიერო აკადემიის რექტორთან, ეპისკოპოს პატრიარქ სერგეისთან (სტრაგოროდსკი). 1903 წელს სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ინსპექტორი არქიმანდრიტი ფეონი (ბისტრონი) ეცნობა რასპუტინს, რომელიც მას წარუდგენს ეპისკოპოს გერმონ დოლგონოვს.

პეტერბურგში 1904 წლიდან რედაქტირება

1904 წელს რასპუტინი, სავარაუდოდ, არქიმანდრიტ ფეონის დახმარებით, გადავიდა პეტერბურგში, სადაც მაღალი საზოგადოების ნაწილში მოიპოვა „ბერის“, „საღვთო კაცის“, „წმინდანის“ სახელი[3]. სწორედ მამა თეოფანემ მოუყვა „მოგზაურის“ შესახებ ჩერნოგორსკის პეტროვიჩის დინაასტიის დიდებულის (შემდეგში მეფის) ნიკოლოზ ნეგოშას ასულებს - მილიცასა და ანასტასიას. სწორედ ხსენებულმა დებმა შეატყობინეს იმპერატორის მეუღლეს ახალ რელიგიურ განთქმულ პიროვნებაზე. რამდენიმე წლის შემდეგ რასპუტინი „საღვთო ადამიანების“ ზღვაში მართლაც აშკარად გამორჩეული პიროვნება გახდა.

1906 წლის დეკემბერში რასპუტინი ითხოვს თავისი გვარის შეცვლას „ახალი რასპუტინი“-თ (რუს. Распутин-Новый). თავის თხოვნას კი იგი იმით ასაბუთებს, რომ საკუთარ სოფელში ბევრი ატარებს მის გვარს, რის გამოც შეიძლება მოხდეს გაუგებრობა. თხოვნა დაკმაყოფილებული იქნა.[4]

რასპუტინი კულტურასა და ხელოვნებაში რედაქტირება

კინო რედაქტირება

  • ანასტასია, 1997 წლის ანიმაციური ფილმი - რასპუტინის როლი გაზვიადებულია, იგი წარმოდგენილია, როგორც მთავარი ბოროტი პერსონაჟი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. «დიდი საბჭოთა ენციკლოპედია» (მესამე გამოცემა), მოსკოვი, გამომცემლობა "საბჭოთა ენციკლოპედია" 1969–1978. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2009
  2. «რასპუტინი:ცხოვრება და გარდაცვალება.», მ.: ვაგრიუსი, გვ. 279 (თავი. — «დაკარგული დაბადების თარიღი.») დაარქივებული 2004-07-10 საიტზე Wayback Machine. ედუარდ რადძინსკისციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2009
  3. См. Главу LXI // ნიკოლოზ ჟევახოვი. სინოდის ობერ-პროკურორის, დიდებულის, ნ.დ. ჟევახოვის მოგონებები“. ტ.1. 1915 წლის სექტემბერი - 1917 წლის მარტი. მიუნხენი: ფ. ვინბერგის გამომცემლობა, 1923
  4. ა.ნ. გრიგოლ ვერლამოვი. სერიიდან "გამორჩეული ადამიანების ცხოვრება" — მ: 'მოლოდაია გვარდია', 2007. გვ. 851 — ISBN 978-5-235-02956-9