მარია ნიკოლოზის ას. რომანოვა (რუს. Мария Николаевна Романова, 26 ივნისი, 1899—17 ივლისი, 1918) — დიდი მთავარი, ნიკოლოზ II-ისა და ალექსანდრა ფეოდოროვნას მესამე ქალიშვილი. დაიბადა 1899 წელს პეტერბურგთან ახლოს. აღზრდილი იყო სამეფო კარზე თავის დებთან (ოლღა, ტატიანა, ანასტასია) და ძმასთან (ალექსეი) ერთად.

დიდი მთავარი მარია ნიკოლოზის ასული რომანოვა
Великая княжна Мария Николаевна Романова

კნეინა მარია
დაიბადა26 ივნისი, 1899
პეტერჰოფი, რუსეთის იმპერიარუსეთის იმპერია
გარდაიცვალა17 ივლისი, 1918 (19 წლის)
ეკატერინბურგი, რსფსრრსფსრ
დაკრძალვის ადგილირუსეთის ახალწამებულთა ტაძარი
ეროვნებარუსი
ტიტული დიდი მთავარი
რელიგიური მრწამსიმართლმადიდებელი
მშობლები ნიკოლოზ II
ალექსანდრა ფეოდოროვნა
ხელმოწერა

მარია, როგორც მისი ოჯახის ყველა წევრი 16-17 ივლისს იპატიევის სახლში იმყოფებოდა და იქნა დახვრეტილი. 2007 წელს ეკატერინბურგთან ახლოს იპოვეს ორი დამწვარი ნეშტი. 2008 წელს აშშ-ში ჩატარებული ექსპერტიზით ცნობილი გახდა, რომ ნარჩენები ნიკოლოზ II-ის შვილებს ეკუთვნის, სავარაუდოდ ალექსეისა და მარიას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება