ალექსანდრა თედორეს ასული (ნიკოლოზ II-ის მეუღლე)
ალექსანდრა თედორეს ასული (რუს. Александра Фёдоровна), დაბადების სახელია პრინცესა ალიქს ვიქტორია ჰელენ ლუიზ ბეატრიქს ჰესენელი, შემოკლებით ალიქს ფონ ჰესენ-დარმშტადტი (გერმ. Alix von Hessen-Darmstadt; დ. 6 ივნისი, 1872, დარმშტადტი, გერმანიის იმპერია — გ. 17 ივლისი, 1918, ეკატერინბურგი, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა) — ჰესენის დიდ ჰერცოგ ლუდვიგ IV-ისა და პრინცესა ალისა ბრიტანელის ასული. რუსეთის უკანასკნელი იმპერატრიცა 1896-1917 წლებში როგორც იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მეუღლე. ქორწინების შემდეგ მიიღო მართლმადიდებლობა, რის გამოც ორიგინალი სახელი შეუცვალეს ალექსანდრა ფიოდოროვნათი. მიუხედავად ტახტიდან გადადგომისა, 1918 წელს ის, მისი მეუღლე და შვილები ბოლშევიკებმა იპატიევის სახლში სასტიკად დახოცეს, რის გამოც 2000 წელს რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მათი მთელი ოჯახი წმინდანად შერაცხა, მას კი წმინდა ალექსანდრა წამებული უწოდეს.
ალექსანდრა თედორეს ასული | |
---|---|
ალექსანდრა ფიოდოროვნა 1908 წელს | |
რუსეთის იმპერატრიცა | |
კორონაცია: | 26 მაისი, 1896 |
მმართ. დასაწყისი: | 26 ნოემბერი, 1894 |
მმართ. დასასრული: | 15 მარტი, 1917 |
წინამორბედი: | მარია ფიოდოროვნა |
მემკვიდრე: | მონარქია დაემხო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 ივნისი, 1872 |
დაბ. ადგილი: | ახალი სასახლე, დარმშტადტი, გერმანიის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 17 ივლისი, 1918 (46 წლის) |
გარდ. ადგილი: | იპატიევის სახლი, ეკატერინბურგი, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა |
დაკრძ. ადგილი: |
17 ივლისი, 1998 სანქტ-პეტერბურგის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი, რუსეთი |
მეუღლე: | ნიკოლოზ II, რუსეთის იმპერატორი |
შვილები: |
ოლღა ტატიანა მარია ანასტასია ალექსეი |
სრული სახელი: |
გერმ. ალიქს ვიქტორია ჰელენ ლუიზ ბეატრიქსი რუს. ალექსანდრა ფიოდოროვნა რომანოვა |
დინასტია: | ჰესენ-დარმშტადტი |
მამა: | ლუდვიგ IV, ჰესენის დიდი ჰერცოგი |
დედა: | ალისა ბრიტანელი |
რელიგია: |
ჯერ ლუთერანობა შემდეგ მართლმადიდებლობა |
ხელმოწერა: | |
იგი იყო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას საყვარელი შვილიშვილი, რომელსაც ბებიისაგან მემკვიდრეობით გადაეცა ჰემოფილიის გენი, რომელიც ჰქონდა მის ძმას, პრინც ფრიდრიხს, ასევე ბიძამისს, ალბანის ჰერცოგ ლეოპოლდა და მისი დეიდაშვილის ვაჟს, ასტურიის პრინც ალფონსოს. თავად ალექსანდრამ ეს გენი თავის ვაჟს, ცარევიჩ ალექსეისაც გადასცა. მისი სახალხო პოპულარობა განსაკუთრებით შეარყია მისმა ურთიერთობამ ბერ გრიგორი რასპუტინთან, რასაც არაერთი სკანდალიც მოჰყვა.
ალექსანდრა ფიოდოროვნას ტრაგიკულმა აღსასრულმა შემდგომში დიდი ასახვა ჰპოვა მსოფლიო კინემატოგრაფიასა და ხელოვნებაში.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებანიშნობა
რედაქტირებარუსეთის იმპერატრიცა
რედაქტირებაქორწილი
რედაქტირებაპირველი ბავშვის გაჩენა
რედაქტირებაკორონაცია
რედაქტირებარუსი ხალხის მიერ უარყოფილი
რედაქტირებაურთიერთობა შვილებთან
რედაქტირებაჰემოფილია და რასპუტინი
რედაქტირებაპირველი მსოფლიო ომი
რედაქტირებარევოლუცია
რედაქტირებადაპატიმრება
რედაქტირებაგარდაცვალება
რედაქტირებასიკვდილით დასჯა
რედაქტირებანეშტების იდენტიფიკაცია
რედაქტირებადაკრძალვა
რედაქტირებაწმინდანად შერაცხვა
რედაქტირებაშვილები
რედაქტირებასურათი | სახელი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
ოლღა | 15 ნოემბერი, 1895 | 17 ივლისი, 1918
(22 წლის) |
სხვადასხვა პერიოდში განიხილებოდა დიდ მთავარ დიმიტრი პავლოვიჩის, რუმინეთის მეფე
კაროლ II-ის, დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VIII-ისა და იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე I-ის საცოლედ, თუმცა არ გათხოვილა. ოჯახთან ერთად დახვრიტეს ბოლშევიკებმა, შერაცხულია წმინდანად. | |
ტატიანა | 10 ივნისი, 1897 | 17 ივლისი, 1918
(21 წლის) |
განიხილებოდა იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე I-ის საცოლედ, თუმცა რევოლუციის გამო
გათხოვება ვეღარ მოასწრო. ოჯახთან ერთად დახვრიტეს ბოლშევიკებმა, შერაცხულია წმინდანად. | |
მარია | 26 ივნისი, 1899 | 17 ივლისი, 1918
(19 წლის) |
პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა მედდად. ოჯახთან ერთად დახვრიტეს
ბოლშევიკებმა, შერაცხულია წმინდანად. | |
ანასტასია | 18 ივნისი, 1901 | 17 ივლისი, 1918
(17 წლის) |
ოჯახთან ერთად დახვრიტეს ბოლშევიკებმა, შერაცხულია წმინდანად. მისი
გარდაცვალების შემდეგ თავს ბევრი ასაღებდა ანასტასია რომანოვად, მათ შორის ყველაზე ცნობილია ანა ანდერსონი. | |
ალექსეი | 12 აგვისტო, 1904 | 17 ივლისი, 1918
(13 წლის) |
რუსეთის ცარევიჩი და ტახტის მემკვიდრე. დაავადებული იყო ჰემოფილიით. ოჯახთან
ერთად დახვრიტეს ბოლშევიკებმა, შერაცხულია წმინდანად. |
წინაპრები
რედაქტირებაკულტურული ასახვა
რედაქტირებაჯილდოები
რედაქტირებაეროვნული ჯილდოები
რედაქტირება- წმინდა ეკატერინეს სახელობის ორდენის ქალბატონი;
- წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უმაღლესი რანკის ორდენის ქალბატონი;
უცხოური ჯილდოები
რედაქტირება- მალტა: დიდი ღირსებისა და ერთგულების საპატიო ორდენი;
- პორტუგალია: წმინდა დედოფალ ისაბელის სახელობის ორდენის ქალბატონი;
- ოსმალეთი: დიდი ქველმოქმედის ორდენის ქალბატონი;
- ესპანეთი: დედოფალ მარია ლუიზას სახელობის ორდენის ქალბატონი;
- დიდი ბრიტანეთი: ვიქტორიასა და ალბერტის სახელობის პირველი კლასის სამეფო ორდენი;
- სპარსეთი: მზის პირველი კლასის ორდენი;