19 დეკემბერი
თარიღი
19 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 353-ე დღე (ნაკიან წლებში – 354-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 12 დღე.
<< | დეკემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 | |||||
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1187 : კლემენტ III რომის პაპად აირჩიეს.
- 1732 : ბენჯამენ ფრანკლინმა გამოაქვეყნა ღარიბი რიჩარდის ალმანახი
- 1842 : აშშ-მა ჰავაის დამოუკიდებლობა აღიარა.
- 1941 : ჰიტლერი გერმანიის არმიის უმაღლესი მთავარსარდალი ხდება.
- 1946 : ჰო ში მინი თავს დაესხა ფრანგებს ჰანოიში.
- 1963 : ზანზიბარი იღებს დამოუკიდებლობას გაერთიანებული სამეფოსგან და ხდება კონსტიტუციური მონარქია, სულთანის მმართველობით.
- 1965 : შარლ დე გოლი საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 1972 : აპოლო 17 დედამიწაზე დაბრუნდა სამი კოსმონავტით ბორტზე. მას შემდეგ მთვარეზე ადამიანი არ გაფრენილა.
- 1974 : პირველი პერსონალური კომპიუტერი Altair 8800 გამოვიდა.
- 1984 : ჩინეთი და გაერთიანებული სამეფო შეთანხმდნენ 1997 წლის 1 ივლისს ჰონკონგის მმართველობის ჩინეთისთვის გადაცემაზე.
- 1978 : ჯონ უეინ გეისი დაპატიმრებულია 33 მოზარდისა და ერთი მამაკაცის მკვლელობისათვის
- 1979 : კრამერი კრამერის წინააღმდეგ, ფილმი დასტინ ჰოფმანის და მერილ სტრიპის მონაწილეობით პირველად გადის კინოთეატრებში
- 1997 : კინოფილმი ტიტანიკი გამოვიდა კინოეკრანებზე.
- 1998 : აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტი ბილ კლინტონის წინააღმდეგ იმპიჩმენტის განიხლვა დაიწყო ლევინსკის სკანდალის გამო.
- 2001 : მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტის გამო გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა სამი თვის შემდეგ.
- 2001 : არგენტინის ეკონომიკური კრიზისი - ბუენოს-აირესში არეულობა იწყება მთავრობის მიერ ბანკებში მოსახლეობის დანაზოგების გაყინვის გამო.
- 2005 : დედამიწის მოსახლეობამ 6,5 მილიარდს მიაღწია.
- 2008 : საერთაშორისო ტრიბუნალმა თეონესტ ბაგოზორა და ორი სხვა რუანდის სამხედრო მაღალჩინოსანი რუანდის გენოციდში დამნაშავედ ცნო ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გამო და მათ სიკვდილამდე პატიმრობა მიუსაჯა.
- 2009 : „ბარსელონა“ 2009 წლის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და პირველი გუნდი გახდა, რომლემაც ერთ წელიწადში ექვს მთავარ შეჯიბრში გაიმარჯვა.
- 2010 : ალექსანდრე ლუკაშენკო მეოთხე ვადით აირჩიეს ბელარუსის პრეზიდენტად.
- 2012 : პაკ კინ ჰე სამხრეთ კორეის პრეზიდენტად აირჩიეს და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
- 2016 : ანკარაში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს.
- 2021 : გაბრიელ ბორიჩი ჩილეს პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1683 : ფილიპ V — ესპანეთის მეფე
- 1819 : პეინი, ჯეიმზ სპრინგსი — ლიბერიის პრეზიდენტი
- 1906 : ლეონიდ ბრეჟნევი — სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი
- 1915 : ედიტ პიაფი — ფრანგი მომღერალი (გარდ. 1963)
- 1924 : მიშელ ტურნიე — ფრანგი მწერალი (გარდ. 2016)
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირებაXIX საუკუნემდე
რედაქტირება- 401 : ანასტასიუს I — რომის პაპი
- 1365 : ურბან V — რომის პაპი
- 1786 : გიორგი ბატონიშვილი, ვახტანგ VI-ის ძე — რუსეთის არმიის გენერალ-ანშეფი
XIX საუკუნე
რედაქტირება- 1848: ემილი ბრონტე — ინგლისელი მწერალი (დ. 1818)
XX საუკუნე
რედაქტირება1901–1950
რედაქტირება- 1915 : ალცგეიმერი, ალოიზ — გერმანელი ექიმი
1951–2000
რედაქტირება- 1953 : მილიკანი, რობერტ — ამერიკელი ფიზიკოსი
- 1963 : ქიაჩელი, ლეო — ქართველი მწერალი.
- 1963 : გარდინერი, ალან ხერდისონ — ფრანგი ეგვიპტოლოგი
- 1967 : ჰოლტი, ჰაროლდ — ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი
XXI საუკუნე
რედაქტირება- 2004 : ბრაუნი, ჰერბერტ ჩარლზ — ამერიკელი ქიმიკოსი
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანის ხსენების დღეს:
- ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი – ნიკოლოზობა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები: