ტიტანიკი
ტიტანიკი (RMS Titanic, SS Titanic) — ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი. XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი. ფლობდა კომპანია White Star Line, აშენდა გემთსაშენში Harland and Wolff, ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში.
ტიტანიკი, გადაღებულია 1912 წლის 10 აპრილს
| |
მფლობელი: | White Star Line |
პორტი: | ლივერპულის პორტი |
მარშრუტი: | საუთჰემპტონი — ნიუ-იორკი |
მშენებელი: | Harland and Wolff, ბელფასტი |
ჩაეშვა: | 31 მარტი, 1909 |
პირველი გაცურვა: | 10 აპრილი, 1912 |
ბედი: | 1912 წლის 14 აპრილს, გემის დროით 11:40 წთ-ზე გემი აისბერგს შეეჯახა და 2 სთ-სა და 40 წთ-ს შემდეგ ჩაიძირა. |
სტატუსი: | ჩაძირული |
მთავარი მახასიათებლები | |
კლასი/ტიპი: | „ოლიმპიკის“ კლასის სამგზავრო ხომალდი |
წყალწყვა: | 52 310 ტ |
სიგრძე: | 269,1 მ |
სიგანე: | 28,19 მ |
სიმაღლე: | 18,5 მ |
სიმძლავრე: | 55 ცხ.ძ. |
გემის ძრავი: | ორი სამცილიდრიანი ორთქლის ძრავი |
სიჩქარე: | 23 კვანძი |
ტევადობა: | 2439 |
ეკიპაჟი: | 899 |
ტიტანიკი 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა (საფრანგეთი) და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა.[1] გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1,517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2,223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ აღმოჩნდა. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტიტანიკი დაარქივებული 2008-12-24 საიტზე Wayback Machine. , BBC-ის არქივი.
- ტიტანიკი დაარქივებული 2012-11-08 საიტზე Wayback Machine. , Open Directory Project.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Titanic დაარქივებული 2012-04-15 საიტზე Wayback Machine. . Chris' Cunard Page.