სამხრეთ კორეის პრეზიდენტი
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი სამხრეთ კორეის კონსტიტუციის თანახმად არის სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. კონსტიტუციითა და 1987 წელს შესწორებული საპრეზიდენტო არჩევნების აქტით, საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება პირდაპირი, ფარული კენჭის ყრით. პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით, ხელახალი არჩევის შესაძლებლობის გარეშე. თუ ქვეყანაში შეიქნება საპრეზიდენტო ვაკანსია, მომდევნო პრეზიდენტი აირჩევა 60 დღის ვადაში, რომლის დროსაც საპრეზიდენტო უფლებამოვალეობებს ასრულებს პრემიერ-მინისტრი ან კაბინეტის სხვა უპირატესი წევრი, რასაც არეგულირებს კანონი. ოფიციალური რეზიდენციაა ლურჯი სახლი.

ამჟამინდელი პრეზიდენტი - მუნ ჯე ინი
2017 წლის 10 მაისიდან სამხრეთ კორეის პრეზიდენტია მუნ ჯე ინი.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტების სიარედაქტირება
# | სახელი | მშობლიური სახელი |
მმართველობის ვადა | პოლიტიკური პარტია | |
---|---|---|---|---|---|
კორეის დროებითი მთავრობის პრეზიდენტები | |||||
1 | ლი სინ მანი | 이승만 | 1919—1925 | ||
2 | პაკ ინ სიკი | 박은식 | 1925 | ||
3 | ლი სან რიონი | 이상룡 | 1925—1926 | ||
4 | ჰონ ჯინი | 홍진 | 1926 | ||
5 | ლი დონ ნიონი | 이동녕 | 1926, 1927—1933, 1935—1940 | ||
6 | კიმ გუ | 김구 | 1926—1927, 1940—1948 | 한국독립당 | |
7 | იან გი თაკი | 양기탁 | 1933—1935 | ||
დროებითი საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარეები | |||||
1 | კიმ გიუ სიკი | 김규식 | 1946—1948 | ||
2 | ლი სინ მანი | 이승만 | 1948 | ||
საკონსტიტუციო ასამბლეის სპიკერი | |||||
1 | ლი სინ მანი | 이승만 | 1948 | ||
კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტები | |||||
1 | ლი სინ მანი | 이승만 | 1948—1960 | კორეის ლიბერალური პარტია | 자유당 |
მ/შ | Heo Jeong | 허정 | 1960 | დემოკრატიული პარტია | 민주당 |
2 | იუნ ბო სონი | 윤보선 | 1960—1962 | დემოკრატიული პარტია | 민주당 |
მ/შ | პაკ ჩონ ჰი | 박정희 | 1962—1963 | - | - |
3 | პაკ ჩონ ჰი | 박정희 | 1963—1979 | სენური | 민주공화당 |
მ/შ | ჩჰვე გიუ ჰა | 최규하 | 1979 | სენური | |
4 | ჩჰვე გიუ ჰა | 최규하 | 1979—1980 | სენური | |
მ/შ | Park Chung-hun | 박충훈 | 1980 | - | - |
5 | ჩონ დუ ჰვანი | 전두환 | 1980—1988 | სენური | 민주정의당 |
6 | რო დე უ | 노태우 | 1988—1993 | სენური | 민주자유당 |
7 | კიმ იონ სამი | 김영삼 | 1993—1998 | სენური | |
8 | კიმ დე ჯუნი | 김대중 | 1998—2003 | დემოკრატიული პარტია | 새천년 민주당 |
9 | ნო მუ ჰიენი | 노무현 | 2003—2004 | დემოკრატიული პარტია, ურიდანი | 새천년 민주당, 열린 우리당 |
მ/შ | გო კუნი | 고건 | 2004 | - | - |
9 | ნო მუ ჰიენი | 노무현 | 2004—2008 | დემოკრატიული პარტია, ურიდანი | 새천년 민주당, 열린 우리당 |
10 | ლი მიონ ბაკი | 이명박 | 2008 — 2013 | სენური | 한나라당 |
11 | პაკ კინ ჰე | 박근혜 | 2013 — 2017 | სენური | 새누리당 |
მ/შ | ჰვან გეანი | 황교안 | 2017 | დამოუკიდებელი | |
12 | მუნ ჯე ინი | 문재인 | 2017 — დღემდე | კორეის დემოკრატიული პარტია | 민주당 |