ზანზიბარი
ზანზიბარი (Zanzibar, სპარს. "ზანგ" (زنگ) - "შავი" და "ბარ" (بار) - "მიწა") — აღმოსავლეთ აფრიკაში ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ნახევრადავტონომიური ნაწილი. მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში მატერიკიდან 25-30 კმ-ში და ზანზიბარის არქიპელაგისგან შედგება. ავტონომიის ტერიტორიაში შედის არქიპელაგში არსებული ორი მოზრდილი (ზანზიბარი და პემბა) და მრავალი მცირე ზომის კუნძული.
ავტონომია | |||
---|---|---|---|
ზანზიბარი Zanzibar | |||
| |||
ქვეყანა | ტანზანია | ||
ადმ. ცენტრი | ზანზიბარი | ||
კოორდინატები | 5°54′00″ ს. გ. 39°18′00″ ა. გ. / 5.90000° ს. გ. 39.30000° ა. გ. | ||
მმართველი | Ali Mohamed Shein | ||
დაარსდა | 26 აპრილი, 1964 | ||
ფართობი | 2654 კმ² | ||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა და სუაჰილი ენა | ||
მოსახლეობა | 1 303 569 კაცი (2012) | ||
სიმჭიდროვე | 529,91 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | აღმოსავლეთ აფრიკული დრო | ||
ზანზიბარი ერთ დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო ხანგრძლივი სავაჭრო ისტორიით არაბულ სამყაროსთან. 1964 წელს ტანგანიიკის რესპუბლიკასთან გაერთიანებით ტანზანიის ნაწილი გახდა, თუმცა დღემდე ინარჩუნებს მნიშვნელოვან ავტონომიას. ზანზიბარის დედაქალაქი — ზანზიბარი, მდებარეობს კუნძულ ზანზიბარზე, ხოლო მისი ისტორიული ცენტრი, „სტოუნ-ტაუნი“ (ინგლ. Stone Town), მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
გეოგრაფია
რედაქტირებაზანზიბარის ნახევრადავტონომიური რეგიონის ყველაზე უფრო დიდი კუნძულებია — ზანზიბარი და პემბა. არქიპელაგის ყველაზე დიდი ქალაქია — ზანზიბარი (კუნძულ ზანზიბარზე, 501 459 მოსახლე[1] (2012 წელი)). კლიმატი თბილი და საკმაოდ ნოტიოა.
კუნძული ზანზიბარი აფრიკის მატერიკიდან გამოყოფილია ზანზიბარის სრუტით, რომლის ყველაზე ვიწრო მონაკვეთის სიგრძეა 36,5 კმ[2]. კუნძულის სიგრძე დაახლოებით 85 კმ-ია, ხოლო სიგანე 39 კმ[2]. კუნძულის ფართობია — 1464 კმ²[3]. კუნძულის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 120 მეტრს[3]. კუნძულისათვის დამახასიათებელია მშვენიერი ქვიშოვანი პლაჟები[3]. რიფები მდიდარია ზღვის ბიომრავალფეროვნებით[4]. ზანზიბარის გარშემო მდებარეობს მასზე საკმაოდ ბევრი, გაცილებით პატარა კუნძული, რომელთაგანაც მუდმივად დასახლებულია მხოლოდ ორი — ტუმბატუ და უზი. კუნძული პემბა გამოიყენება ტურიზმის მიზნით.
კუნძულზე ყველაზე დიდი ქალაქია დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ზანზიბარი.
კუნძული პემბა აფრიკის მატერიკული ნაწილისგან გამოყოფილია დაახლოებით 56 კმ-ით[2]. კუნძულის სიგრძე — 67 კმ-ია, სიგანე — 23 კმ. ფართობი — 984 კმ²[2]. სიმაღლე — 95 მეტრამდეა[5].
კლიმატი
რედაქტირებაკლიმატი ეკვატორულ-მუსონური. ნალექები 1000 მმ-მდე წელიწადში. ზაფხულის განმავლობაში ჰაერი (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შეესაბამება ზამთარს) ხშირად გრილდება ძლიერი საზღვაო ბრიზებით, რომელიც დაკავშირებულია ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონებთან (ცნობილი, როგორც Kaskazi სუაჰილის ენაზე), განსაკუთრებით ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე. არქიპელაგი საკმაოდ ახლოა ეკვატორთან და შესაბამისად მთელი წლის განმავლობაში იქ თბილი ამინდებია. წვიმები იწყება ნოემბერში, მაგრამ ძირითადად დამახასიათებელია მოკლე წვიმები. შემდეგ წვიმები როგორც წესი მოდის მარტში, აპრილში და მაისში სამხრეთ-დასავლეთის მუსონთან ერთად (ადგილობრივ დონეზე ცნობილია, როგორც კუსი სუაჰილის ენაზე).[6]
ისტორია
რედაქტირებაარქაული ზანზიბარი
რედაქტირებაარსებობს არქეოლოგიური მტკიცებულებები მასზე, რომ ზანზიბარის ტერიტორია ადამიანებით დასახლდა სულ ცოტა 20 ათასი წლის წინ. ერთ-ერთ გამოქვაბულში ნაპოვნი იქნა ამ თარიღის ქვის იარაღი, რომელსაც იყენებდნენ იმ დროინდელი მონადირეები და საკვების შემგროვებლები. ზანზიბარში ნაპოვნი იქნა ბისერის ფრაგმენტები, დამზადებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე III—I ათასწლეულში ინდოეთის ოკეანის სხვადასხვა რაიონებში. ამ დროში მყარი საზღვაო გზების არსებობის თეორია არ არის ყველასათვის მისაღები.
შემონახულია მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მტკიცებულებები, რომ ზანზიბარის კუნძულზე ჩვენი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის მეორე ნახევარში უკვე გაჩნდნენ დასახლებები, რომლებშიც სახლები შენდებოდა თიხისაგან მერქნის გამოყენებით. ეს ცოტათი უფრო ადრეა, ვიდრე ანალოგიური ქალაქების გამოჩენის დრო აღმოსავლეთ აფრიკაში — დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით IX საუკუნე. ეს დასახლებები იყვნენ დაქსაქსულები და არ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულები, რამაც საკმაოდ გაუადვილა არაბებს დაემორჩილებინათ ზანზიბარი.
ზანზიბარი პორტუგალიელებამდე
რედაქტირებაზანზიბარის სავაჭრო კავშირები ახლო და შუა აღმოსავლეთთან არსებობდა საკმაოდ გვიანი დროიდან. ეშნუნაში ნაპოვნი საყურე, რომელიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულით და დამზადებულია კოპალისაგან, დამზადებულია ზანზიბარის არქიპელაგზე[7]. სავარაუდოდ, არაბი, სპარსი (უპირველეს ყოვლისა შირაზელები) და ინდოელი ვაჭრები რეგულარულად სტუმრობდნენ ზანზიბარს ჩვენი წელთაღრიცხვის I ათასწლეულიდან, რისთვისაც ინდოეთის ოკეანეში გადასაადგილებლად იყენებდნენ მუსონებს და ბუნებრივ ნავსაყუდელს თანამედროვე ზანზიბარის სტოუნ-ტაუნში. X საუკუნიდან დაწყებული, ნავსაყუდელის ირგვლივ ჩაისახა ქალაქის ტიპის დასახლება, რომელშიც მიდიოდა ქვის მშენებლობა. XI—XII საუკუნეებში ვაჭრებმა ასევე დაიწყეს დასახლება ზანზიბარში, რომელიც არ იყო მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, მაგრამ სასარგებლო იყო როგორც საშუალედო სავაჭრო ბაზა.
დაახლოებით ამავე დროს დაიწყო ზანზიბარის მკვიდრი მოსახლეობის კონსოლიდაცია. ჰადიმის და ტუმბატის ორ დაჯგუფებაში გაჩნდნენ საკუთარი მმართველები (შესაბამისად მკუუს და შეჰას მვენები). ამ მმართველების ხელისუფლება საკმაოდ სუსტი იყო, მაგრამ საკმარისი კონსოლიდაციისათვის და ამ ჯგუფების ეთნიკური იდენტიფიცირების დამყარებისათვის.
1107 წელს ზანზიბარის კუნძულზე შირაზიდან ჩამოსულებმა ააშენეს პირველი მეჩეთი სამხრეთ ნახევარსფეროში, კიზიმკაზის მეჩეთი[8].
პორტუგალიელების მმართველობა
რედაქტირება1499 წელს ინდოეთისკენ მიმავალ გზაზე ზანზიბარზე გადმოვიდა ვასკო და გამა. 1505 წლის აგვისტოში არქიპელაგი შევიდა პორტუგალიის იმპერიის შემადგენლობაში, როდესაც კაპიტანმა ჯონ (ჟუან) ჰომერმა, რომელიც იმყოფებოდა ფრანსიშკუ დე ალმეიდას ფლოტილიაში, დაიპყრო კუნძული ზანზიბარი. პორტუგალია მასზე კონტროლს ინარჩუნებდა ორას წელზე ცოტა ნაკლები დროის განმავლობაში, სანამ 1698 წელს ზანზიბარი არ მოხდა ომანის სასულთნოს კონტროლ ქვეშ.
ომანელთა მმართველობა და სულთანატი
რედაქტირება1698 წელს ზანზიბარი გადავიდა ომანის კონტროლ ქვეშ და მის მართვას ახორციელებდა ომანის სულთანი. ომანელებმა პორტუგალიელები გარეკეს არქიპელაგიდან და ზანზიბარი გადაიქცა მონებით და სპილოს ძვლით ვაჭრობის ცენტრად. ასევე შეიქმნა მიხაკის ხის პლანტაციები. არაბებმა განალაგეს სამხედრო გარნიზონები ზანზიბარის და პემბის კუნძულებზე. ომანის მმართველობის აყვავების ხანა იყო სულთან საიდ იბნ სულთანის დროს, რომელმაც 1840 წელს თავისი დედაქალაქი გადაიტანა მასკატიდან ქვის ქალაქში ზანზიბარზე. ამ დროს ზანზიბარის ვაჭრობა უპირველეს ყოვლისა თავმოყრილი იყო ინდოელების ხელში, რომლებიც სულთანმა საიდმა მოიწვია ზანზიბარში დასასახლებლად. 1856 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობისათვის გაცხარდა ბრძოლა მის ვაჟიშვილებს შორის. 1861 წლის 6 აპრილს ზანზიბარი და ომანი გახდა ორი დამოუკიდებელი სასულთნო. სულთან საიდის მეექვსე ვაჟი — მაჯიდ ბინ საიდი, გახდა ზანზიბარის სულთანი, ხოლო მესამე ვაჟი — ტუვაინი ბინ საიდი — ომანის სულთანი.
ზანზიბარის სულთანი აკონტროლებდა აღმოსავლეთი აფრიკის სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ცნობილია ზანჯის სახელით, ასევე სავაჭრო გზებს კონტინენტის სიღრმეში — ქალაქ კინდუმდე მდინარე კონგოზე. 1886 წლის ნოემბერში საზღვრების დემარკაციის ბრიტანულ-გერმანულმა კომისიამ განსაზღვრა ზანჯის ტერიტორია სანაპიროდან ათი საზღვაო მილის (19 კმ) სიგანის ზოლის საზღვრებში, თანამედროვე მოზამბიკის დელგადოს კონცხიდან თანამედროვე კენიის ქალაქ კიპინიმდე, მომბასის და დარ-ეს-სალამის ჩათვლით, ასევე სანაპიროს გასწვრივ მდებარე ყველა კუნძული და თანამედროვე სომალის რამდენიმე სანაპიროსთან არსებული რაიონი. 1887 და 1892 წლებს შორის ყველა ეს კონტინენტური სამფლობელოები ზანზიბარიდან გადავიდა ბრიტანეთის იმპერიის, გერმანიის იმპერიის და იტალიის ხელში.
სულთანატის დროს ზანზიბარი გადაიქცა მონათვაჭრობის მსხვილ ცენტრად აღმოსავლეთ აფრიკაში. XIX საუკუნეში ყოველწლიურად ზანზიბარის გავლით იყიდებოდა დაახლოებით 50 ათასი მონა[9]. მონათვაჭრობა შეწყვეტილი იქნა მხოლოდ 1876 წელს დიდი ბრიტანეთის დაძალებით[10]. სანელებლებით ვაჭრობა მიმდინარეობდა მთელ მსოფლიოში, რის გამოც 1837 წელს აშშ-მა გახსნა თავისი საკონსულო ზანზიბარში.
ბრიტანეთის მმართველობა
რედაქტირებაბრიტანეთის გავლენა ზანზიბარში თანდათან იზრდებოდა მთელი XIX საუკუნის განმავლობაში და 1890 წლის 1 ივნისს ხელი მოეწერა ზანზიბარის ხელშეკრულებას დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის (აკონტროლებდა ტანგანიიკას), რის თანახმადაც გერმანია ვალდებულებას იღებდა არ ჩარეულიყო ბრიტანეთის საქმეებში ზანზიბარის არქიპელაგზე, ხოლო დიდ ბრიტანეთს უნდა გამოეყენებინა თავისი გავლენა, რომ აეძულებინა ზანზიბარის სულთანი გერმანიისთვის გადაეცა დარ-ეს-სალამის ირგვლივ არსებული ტერიტორიები. შედეგად ზანზიბარმა და პემბამ მიიღო ბრიტანეთის პროტექტორატის სტატუსი. სულთანისთვის ხელშეკრულების მოქმედების შედეგად პრაქტიკულად არაფერი არ შეცვლილა.
1896 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა სულთანი ჰამად იბნ ტუვაინი, რის შემდეგაც ზანზიბარის მეორე სულთანის უფროსმა ვაჟმა და ჰამადის ბიძაშვილმა — ჰალიდ იბნ ბარგაშმა, ვის მხარეზეც გერმანია იყო, დაიპყრო სასახლე და საკუთარი თავი ზანზიბარის ახალ მბრძანებლად გამოაცხადა. მაგრამ დიდმა ბრიტანეთმა მეორე პრეტენდენტს — ჰამუდ იბნ მუჰამად იბნ საიდს დაუჭირა მხარი, რამაც გამოიწვია სროლები 27 აგვისტოს დილით და რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ინგლის-ზანზიბარის ომი. ბრიტანულმა სამხედრო გემები მიუახლოვდნენ სულთანის სასახლეს და ულტიმატუმის ფორმით მოითხოვეს, რომ ჰალიდს ერთი საათის განმავლობაში დაეტოვებინა სასახლე. მისი უარის შემდეგ სასახლეს ცეცხლი გაუხსნეს. ჰალიდი გაიქცა და თავი გერმანიის საკონსულოს შეაფარა, ხოლო ცეცხლის გახსნიდან 45 წუთის შემდეგ დამყარდა ზავი. ჰამუდი გახდა სულთანი და 1897 წელს ფორმალურად აკრძალა ადრე უკვე შეწყვეტილი მონათვაჭრობა.
1913 წლიდან 1963 წელს ზანზიბარის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დიდი ბრიტანეთი ნიშნავდა წარმომადგენლებს (როგორც წესი გენერალ-გუბერნატორებს) ზანზიბარზე.
დამოუკიდებლობა და ტანგანიიკასთან გაერთიანება
რედაქტირება1963 წლის 10 დეკემბერს ზანზიბარმა მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან და გახდა კონსტიტუციური მონარქია სულთანის მეთაურობით, რომელიც გახდა ჯამშიდ იბნ აბდულა. მაგრამ უკვე 1964 წლის 12 იანვარს ჯონ ოკელოს მეთაურობით მოხდა ზანზიბარის რევოლუცია, რომელმაც ჩამოაგდო სულთნის ხელისუფლება და დემოკრატიულად არჩეული მთავრობა. დაარსდა ზანზიბარის და პემბის სახალხო რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა აბეიდ ამანი კარუმე. რევოლუციის დროს მოკლული იქნა არაბული წარმოშობის ხუთიდან თორმეტ ათასამდე ზანზიბარელი, რამდენიმე ათასი ინდოელი, ასევე იგივე ეთნიკური წარმოშობის ათასობით ადამიანი იქნა ციხეებში ჩასმული ან გაძევებული კუნძულიდან, ხოლო მათ საკუთრებას კონფისკაცია ჩაუტარდა და ნაციონალიზირებული იქნა.
რევოლუციურმა მთავრობამ ნაციონალიზირება ჩაუტარა ზანზიბარში მოქმედ ორ უცხოურ ბანკს — Standard Bank-ს და National and Grindlays Bank-ს. მათ საფუძველზე შეიქმნა Peoples Bank of Zanzibar. ერთადერთი ბანკი ადგილობრივი კაპიტალით — Jetha Lila, დაიკეტა, რადგანაც მას ფლობდნენ ინდოელები.
1964 წლის 26 აპრილს ტანგანიიკის რესპუბლიკა და ზანზიბარის და პემბის სახალხო რესპუბლიკა გაერთიანდა, რის შედეგადაც შეიქმნა — ტანგანიიკის და ზანზიბარის გაერთიანებული რესპუბლიკა. იმავე წლის 29 ოქტომბერს სახელწოდება შემოკლდა და ქვეყანას ეწოდა — ტანზანია. აბეიდ ამანი კარუმე დარჩა ზანზიბარის პრეზიდენტად და გახდა ტანზანიის ვიცე-პრეზიდენტი. მის განკარგულებაში რჩებოდა არქიპელაგის შიდა საქმიანობა, მაშინ როდესაც საგარეო პოლიტიკა გადავიდა ტანზანიის ხელში.
პოლიტიკური მოწყობა
რედაქტირება1964 წლის 26 აპრილს ზანზიბარის და ტანგანიიკის ხელისუფლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთიანი სახელმწიფოს — ტანგანიიკის და ზანზიბარის გაერთიანებული რესპუბლიკის შექმნის შესახებ. 1964 წლის 29 ოქტომბერს ქვეყნის სახელწოდება ოფიციალურად შემცირდა და ეწოდა «ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა».
ზანზიბარის მეთაურმა — აჰმად აბეიდ კარუმემ — მიიღო ზანზიბარის პრეზიდენტის სტატუსი, რომელიც იმავდროულად ტანზანიის ვიცე-პრეზიდენტია. მის უფლებამოსილებაში შედის არქიპელაგის საშინაო საქმეები, მაშინ როდესაც საგარეო პოლიტიკა გადავიდა ტანზანიის განკარგულებაში.
2005 წლიდან ზანზიბარს აქვს საკუთარი დროშა და პარლამენტი. შენარჩუნებულია ზანზიბარის პრეზიდენტის სტატუსი.
ზანზიბარის პრეზიდენტი ზანზიბარის რევოლუციური მთავრობის (ინგლ. Revolutionary Government of Zanzibar) მეთაურია, რომელიც ტანზანიის ნახევრადავტონომიური მთავრობაა. ზანზიბარის პრეზიდენტი ასევე რევოლუციური საბჭოს თავჯდომარეცაა, რომლის წევრები ინიშნებიან პრეზიდენტის მიერ და ზოგიერთი მათგანნი არჩეულნი უნდა იყვნენ ზანზიბარის წარმომადგენელთა პალატიდან (ინგლ. House of Representatives of Zanzibar)[11]. პრეზიდენტი ირჩევა 5 წლით და გადარჩეული შეიძლება იყოს მხოლოდ ერთჯერ[12].
ზანზიბარის წარმომადგენელთა პალატა ზანზიბარის კუნძულების ნახევრადავტონომიის საკანონმდებლო ორგანოა. ჩამოყალიბებულია 2005 წლის 30 ოქტომბერს ჩატარებული გამოცდების შემდეგ და შედგება 81 წევრისგან, რომელთაგან 50 ირჩევა პირდაპირი კენჭისყრით ერთმანდატიან ოლქებში ჩვეულებრივი უმრავლესობით, 10 დამატებითი წევრი ინიშნება ზანზიბარის პრეზიდენტის მიერ, 5 ადგილი გარანტირებული აქვთ მთავრობის მიერ დანიშნულ რეგიონალურ (საოლქო) უფლებამოსილ პირებს, 15 ადგილი გარანტირებული აქვთ ქალებს და ივსება პარტიულ საფუძველზე და 1 ადგილი დაკავებული აქვს ზანზიბარის გენერალურ პროკურორს[13].
ზანზიბარის რევოლუციური საბჭო (ინგლ. Revolutionary Council) წარმომადგენელთა პალატასთან ერთად შეადგენს ნახევრადავტონომიურ ზანზიბარის რევოლუციურ მთავრობას (ინგლ. Revolutionary Government of Zanzibar). საბჭოს მთავარ როლს შეადგენს კონსულტაციური დახმარების აღმოჩენა ზანზიბარის პრეზიდენტისთვის, რომელიც ასევე მთავრობის მეთაურიცაა[14].
რევოლუციური საბჭო შედგება შემდეგი წევრებისაგან[14]:
- ზანზიბარის პრეზიდენტი, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა
- ზანზიბარის რევოლუციური მთავრობის მთავარი მინისტრი
- ზანზიბარის რევოლუციური მთავრობის ყველა მინისტრი
- ზანზიბარის პრეზიდენტის მიერ დანიშნული სხვა წევრები
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაზანზიბარი ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის შემადგენლობაში წარმოადგენს ნახევრადავტონომიას და მოიცავს 5 ოლქს[15]:
№ | ოლქი (მკოა) | სუაჰილი | ადმ. ცენტრი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. (2012) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ჩრდილოეთი პემბა | Kaskazini Pemba | ვეტე | 574 | 211 732 | 368,87 |
2 | სამხრეთი პემბა | Kusini Pemba | მკოანი | 332 | 195 116 | 587,70 |
3 | ჩრდილოეთი ზანზიბარი | Kaskazini Unguja | მკოკოტონი | 470 | 187 455 | 398,84 |
4 | ცენტრალური სამხრეთის ზანზიბარი | Kusini Unguja | კოანი | 854 | 115 588 | 135,35 |
5 | დასავლეთ ზანზიბარი | Mjini Magharibi | ზანზიბარი | 230 | 593 678 | 2581,21 |
ზანზიბარი | Zanzibar | ზანზიბარი | 2460 | 1 303 569 | 529,91 |
თავის მხრივ, თითოეული ოლქი იყოფა 2 რაიონად. ანუ, სულ 10 რაიონია[15]:
- კასკაზინი «А» ანუ ჩრდილოეთი «А» (Kaskazini «A») — ჩრდილოეთ ზანზიბარის ჩრდილოეთი (105 780 ადამიანი, 2012),
- კასკაზინი «B» ანუ ჩრდილოეთი «B» (Kaskazini «B») — ჩრდილოეთ ზანზიბარის სამხრეთი (81 675 ადამიანი, 2012),
- კატი (Kati) ანუ ცენტრალური ზანზიბარი (76 346 ადამიანი, 2012),
- კუსინი (Kusini) ანუ სამხრეთ ზანზიბარი (39 242 ადამიანი, 2012),
- მაღარიბი (Magharibi) ანუ დასავლეთ ზანზიბარი (370 645 ადამიანი, 2012),
- მჯინი (Mjini) ანუ ზანზიბარი-ქალაქი (223 033 ადამიანი, 2012),
- მიჩევენი (Micheweni) — ჩრდილოეთი პემბის ჩრდილოეთი (103 816 ადამიანი, 2012),
- ვეტე (Wete) — ჩრდილოეთი პემბის სამხრეთი (107 916 ადამიანი, 2012),
- ჩაკე-ჩაკე (Chake Chake) — სამხრეთი პემბის ჩრდილოეთი (97 249 ადამიანი, 2012),
- მკოანი (Mkoani) — სამხრეთი პემბის სამხრეთი (97 867 ადამიანი, 2012).
დემოგრაფია
რედაქტირება2012 წლის აღწერის შესაბამისად ზანზიბარის ნახევრადავტონომიურ რეგიონში ცხოვრობს 1 303 569 ადამიანი[16]. ყველაზე დიდი ქალაქია ზანზიბარი, სადაც ცხოვრობს 501 459 ადამიანი (2012 წელი)[17].
რეგიონის მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი, ანუ — 896 721 ადამიანი ცხოვრობს კუნძულ ზანზიბარზე[16]. კუნძულ პემბაზე ცხოვრობს 406 848 ადამიანი[16], სადაც ყველაზე დიდი ქალაქია ჩაკე-ჩაკე 27 700 მაცხოვრებლით[17].
ეთნიკური წარმოშობა და ენა
რედაქტირებაზანზიბარის მოსახლეობა საკმაოდ ნაირფეროვანია[18]. ზანზიბარის პირველი მუდმივი მაცხოვრებლები სავარაუდოდ იყვნენ ბანტუს ხალხის წინაპრები — ჰადიმუ და ტუმბატუ, რომლებმაც მატერიკული აფრიკის დიდი ტბებიდან დაიწყეს მოსვლა დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 1000 წელს. ისინი ეკუთვნოდნენ მატერიკის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს და ზანზიბარზე ისინი ცხოვრობდნენ პატარა სოფლებში და არ ხდებოდა მათი დიდ პოლიტიკურ ერთეულებად ჩამოყალიბება.
დღეისათვის ზანზიბარზე ძირითადად ცხოვრობს სუაჰილის და ბანტუს ტომის მოსახლეობა[19]. არქიპელაგზე ასევე ცხოვრობენ არაბები და ინდოელები.[20]
ზანზიბარელები ლაპარაკობენ სუაჰილის და ბანტუს ენაზე, რომლებიც ფართედაა გავრცელებული აფრიკის დიდი ტბების რეგიონში. ინგლისურთან ერთად სუაჰილი ტანზანიის ერთ-ერთი ოფიციალური ენაა. ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ლაპარაკობს ფრანგულ და იტალიურ ენებზე[21].
რელიგია
რედაქტირებაისლამი ყველაზე უფრო ფართედ გავრცელებული რელიგიაა ზანზიბარის ნახევრადავტონომიურ რეგიონში. ზანზიბარის მოსახლეობის 99 %-ზე მეტი მუსულმანია[22]. რეგიონის მუსულმანთა დიდი უმრავლესობა შაფი'იტური მაზჰაბის სუნიტურ კონფესიას მიეკუთვნება. ისლამი არქიპელაგზე VIII საუკუნეში შემოვიდა. ასევე არსებობენ აჰმადიას მუსულმანური თემის მიმდევრებიც.[23]
ეკონომიკა
რედაქტირებამიხაკის ხე, რომლის სამშობლო ინდონეზიის მოლუკის კუნძულებია ზანზიბარის არქიპელაგზე შემოიტანეს ომანის სულთნებმა XIX საუკუნის პირველ ნახევარში[24]. ზანზიბარის რეგიონი, განსაკუთრებით პემბის კუნძული ადრე მსოფლიოში იყო მისი ძირითადი მწარმოებელი.[25] შემდგომში მძაფრი კონკურენციისა და 1960-1970-იანი წლების სოციალიზმის შედეგად მისი წარმოება და მსოფლიო ბაზარზე გატანა დაეცა, რის შედეგაც ის მსოფლიოში აწარმოებს მიხაკის 7 %-ს.[25]
ზანზიბარის რეგიონიდან ექსპორტზე გადის სანელებლები, წყალმცენარეები და დაბალი სიმაღლის რაფიები. რეგიონში განვითარებულია თევზჭერა, ხოლო ტურიზმი უცხოური სავალუტო შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
რეგიონის ტერიტორიაზე ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობით გახსნილია უცხოური ვალუტის გაცვლის პუნქტები. ასევე ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის აუცილებელი თავისუფალი ვაჭრობისთვის, სახალხო მოხმარების საგნების იმპორტისთვის და ექსპორტისთვის, ვაჭრობის ეფექტური ფუნქციონერობისთვის და საქონლის ეფექტური რეექსპორტისათვის არსებობს თავისუფალი პორტი.[26]
საწარმოო სექტორში რეგიონი ძირითადად შემოფარგლულია სიგარეტების, ფეხსაცმლის და გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით. 1992 წელს მთავრობამ ჩამოაყალიბა ორი საექსპორტოდ მწარმოებლური ზონა და სტიმულს აძლევდა ოფშორული ფინანსური მომსახურების განვითარებას. რეგიონის იმპორტი შედგება ნავთობპროდუქტებისგან, სამრეწველო საქონლისგან და ხელოვნური ცელულოზის ან სინთეთიკური ბოჭკოვანი ქსოვილებისგან.
ზანზიბარზე, კუნძულ პემბაზე ასევე არსებობს ნავთობის არსებობის ალბათობა და ტანზანიისა და ზანზიბარის რევოლუციური მთავრობის მიერ განხორციელებული მცდელობები, რომ იმის ექსპლუატაცია მოეხდინათ, რაც შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა უახლოეს პერიოდში. ნავთობი ხელს შეუწყობს ზანზიბარის ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის წარმოიშვა უთანხმოებები ნავთობის მოპოვების შემდეგ დივიდენდების თაობაზე.
2007 წელს ნორვეგიული კონსალტინგური ფირმა გაემგზავრა ზანზიბარში, რომ განესაზღვრა, თუ როგორ განავითარებდა რეგიონი საკუთარ ნავთობის პოტენციალს. ფირმამ ზანზიბარის ადგილობრივ მთავრობას რეკომენდაცია მისცა გაჰყოლოდა ნეოლიბერალი ეკონომისტის ერნანდო დე სოტოს იდეას[27].
ტრანსპორტი
რედაქტირებაავტოგზები
რედაქტირებაზანზიბარში 1600 კმ სიგრძის ავტოგზებია, რომელთაგან 85 % ასფალტირებული ან ნახევრადასფალტირებულია, დანარჩენი კი გრუნტიანია. ყველა ეს გზა გადის ყოველწლიურ რეაბილიტაციას.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
რედაქტირებაზანზიბარში სახელმწიფო საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს. კერძო დალა-დალები, როგორც მათ ზანზიბარში ეძახიან, ერთადერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობაა. ტერმინი დალა-დალა წარმოქმნილია 1970-1980 წლებში სუაჰილის ენის სიტყვიდან დალა ანუ ხუთი შილინგი, რაც მაშინ ღირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა.
აეროპორტი
რედაქტირებაზანზიბარის მთავარ აეროპორტს — აბეიდ ამანი კარუმეს საერთაშორისო აეროპორტს შეუძლია დიდი რაოდენობით სამგზავრო თვითმფრინავების გადამუშავება 2011 წლიდან, რამაც გამოიწვია მგზავრების და ტვირთების რაოდენობის ზრდა. 2013 წლის ბოლოსთვის მას შეუძლია მოემსახუროს 1,5 მილიონ მგზავრს.[28] არქიპრლაგამდე შეიძლება მივაღწიოთ Auric Air-ის,[29] Kenya Airways-ის[30] და Coastal Aviation-ის[31] რეისებით.
საზღვაო პორტები
რედაქტირებაზანზიბარის და პემბის კუნძულებზე არსებობს ხუთი საზღვაო პორტი, რომელთაგან ხუთივე Zanzibar Ports Corporation-ის მიერ არის შემუშავებული და ექსპლოატირებული.
მთავარი პორტი მალინდიშია, რომელიც ამუშავებს ზანზიბარის სავაჭრო მოცულობის 90 %-ს და აშენებულია 1925 წელს. პორტის რეაბილიტაცია 1989-1992 წლებში ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ჩატარდა. პორტის ხელახალი რეაბილიტაცია ჩატარდა 2004-2009 წლებში და ევროკავშირის 31 მილიონი ევრო დაჯდა გრანტის სახით.
ენერგეტიკა
რედაქტირებაზანზიბარის რეგიონის ენერგეტიკული სექტორი შედგება არასაიმედო ელექტროენერგიის წყაროებიდან, ნავთობისგან და ნავთობპროდუქტებისაგან; ზოგჯერ მას ემატებოდა შეშა და მისი მსგავსი მასალები. ნახშირი და აირი იშვიათად გამოიყენება საყოფაცხოვრებო და საწარმოო დანიშნულებით.
ზანზიბარის კუნძული თავისი ელექტროენერგიის დიდ ნაწილს იღებს ტანზანიის მატერიკული ნაწილიდან 39-კილომეტრიანი, 100-მეგავატიანი წყალქვეშა კაბელის საშუალებით. კაბელის ჩადება დაიწყო 2012 წლის 10 ოქტომბერს იაპონური კორპორაცია Viscas Corporation-ის მიერ და დაფინანსებული იქნა $28,1 მილიონი აშშ გრანტით კორპორაცია "ათასწლეულის გამოწვევის მიერ.[32][33] კაბელმა მუშაობა დაიწყო 2013 წლის 13 აპრილს.[34] ადრინდელი 45-მეგავატის სიმძლავრის კაბელი ჩადებული იყო ნორვეგიელების მიერ 1980 წელს.[35]
2010 წლის მაისიდან, კუნძულ პემბაზე უშუალოდ ტანზანიის მატერიკული ნაწილიდან გაყვანილია 75-კილომეტრიანი, 25-მეგავატიანი, წყალქვეშა ელექტრო კაბელი. იგი დაფინანსებულია ნორვეგიის 45 მილიონიანი ევრო გრანტით, ზანზიბარის ნახევრადავტონომიური რეგიონის მთავრობის 8 მილიონიანი ევროთი და ტანზანიის ეროვნული მთავრობის 4 მილიონი ევროთი. პროექტით დამთავრდა არასაიმედო და არამდგრად დიზელის წყაროზე დამოკიდებული წლები, როდესაც ხშირად ხდებოდა ელექტროენერგიის გამორთვა. ელექტროხაზის მხოლოდ დაახლოებით 20 % გამოიყენებოდა 2011 წლის იანვრის თვეში, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ელექტროგაყვანილობა დააკმაყოფილებს კუნძულის მოთხოვნილობებს 20-25 წლის განმავლობაში.[36][37]
გამომუშავებული ელექტროენერგიის 70-75 % გამოიყენება შიდა ბაზარზე, ხოლო დაახლოებით 20 % გამოიყენება წარმოებაში. შეშა, ნახშირი და ნავთი ფართედ გამოიყენება ენერგიის წყაროდ საკვების დასამზადებლად და სოფლის და ქალაქის უმრავლესი რაიონების გასანათებლად. ნავთობის, აირის, ზეთის, ნავთის და ინდუსტრიული დიზელის საწვავის სიმძლავრის გამოყენება ყოველწლიურად იზრდება და 1997 წელს გამოყენებული 5650 ტონის ნაცვლად 1999 წელს მისმა რაოდენობამ შეადგინა 7500 ტონაზე მეტი.
2008 წლის 21 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ზანზიბარის კუნძულმა გადაიტანა სერიოზული ჩავარდნა ელექტროენერგიის მუშაობის სისტემაში, რომელმაც კუნძული დატოვა ელექტრომომარაგების გარეშე და ძირითადად ელექტროენერგიას გამოიმუშავებდნენ დიზელ-გენერატორები. ჩავარდნა წარმოიშვა ტანზანიის მატერიკულ ნაწილზე.[38] კიდევ ერთი ასეთი ჩავარდნა მოხდა 2009 წლის 10 დეკემბრიდან 2010 წლის 23 მარტამდე, რაც გამოიწვია წყალქვეშა კაბელის პრობლემამ, რომელიც ელექტროენერგიას ტანზანიის მატერიკული ნაწილიდან კუნძულს გადასცემდა.[39] ამან გამოიწვია სერიოზული შოკი ზანზიბარის კუნძულების ისედაც სუსტ ეკონომიკაზე, რომელიც ძლიერ დამოკიდებულია უცხოურ ტურიზმზე.
განათლება
რედაქტირება2000 წელს ზანზიბარის ნახევრადავტონომიურ რეგიონში დარეგისტრირებული იყო 207 118 სახელმწიფო და კერძო სკოლა.[40] ასევე არსებობს ორი უნივერსიტეტი და ერთი კოლეჯი: ზანზიბარის უნივერსიტეტი, ზანზიბარის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Chukwani-ს სასწავლო კოლეჯი.[41]
ზანზიბარის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1999 წელს და მდებარეობს ქვის ქალაქში, ყოფილი სუაჰილის და უცხო ენათა ინსტიტუტის შენობაში (TAKILUKI).[42] ის უმაღლესი განათლების ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულებაა ზანზიბარის ნახევრადავტონომიურ რეგიონში. 2004 წელს ამ სამ სასწავლებელში სწავლობდა 948 ადამიანი, რომელთაგან 207 იყო მდედრობითი სქესის.[43]
ზანზიბარის რეგიონში განათლების პირველადი და მეორადი სისტემა ცოტათი განსხვავდება ტანზანიის მატერიკული ნაწილისგან. მატერიკზე, სწავლა სავალდებულოა მხოლოდ დაწყებითი განათლების შვიდ წლამდე, მაშინ როდესაც ზანზიბარის რეგიონში საშუალო განათლება კიდევ სამი წლით სავალდებულო და უფასოა.[40] სტუდენტები ზანზიბარის რეგიონში მნიშვნელოვნად ნაკლებად სტანდარტიზირებულ ტესტებს აბარებენ წაკითხვაში და მათემატიკაში, ვიდრე მატერიკზე.[40][44]
1970-იან, 1980-იან და 1990-იან წლებში, საშუალო განათლების შემდეგ ეროვნული სამსახური იყო აუცილებელი, მაგრამ დღეისათვის ის ნებაყოფილობითია. უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ეძებოს სამუშაო ან ეწვიოს პედაგოგიურ კოლეჯებს.
კულტურა
რედაქტირებაზანზიბარის ნახევრადავტონომიურ რეგიონში ყველაზე უფრო გამორჩეული მოვლენაა ზანზიბარის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც დჰოუს ქვეყნების ფესტივალი. ყოველი წლის ივლისში, ამ მოვლენის დემონსტრირებას ახდენენ სანაპიროზე საუკეთესო სუაჰილის ხელოვანები, ზანზიბარის რეგიონში საყვარელი მუსიკის — Taarab ჩათვლით.[45]
ქვის ქალაქის მთავარი არქიტექტურული ელემენტებია ლივინგსტონის სახლი, ზანზიბარის ძველი დისპანსერი, გულიანის ხიდი, Ngome kongwe (ზანზიბარის ძველ ფორტში) და საოცრებათა სახლი.[46] ქალაქ ზანზიბარის ჰამამნის სპარსული აბანოები, რომელიც აშენებულია ირანის შირაზელი ემიგრანტების მიერ, ბარგაშ ბენ საიდ ალ ბუსაიდის მმართველობის პერიოდში.
აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში ზანზიბარის რეგიონი ასევე ერთადერთი ადგილია, რომელსაც აქვს ყველაზე გრძელი სახლების დასახლება, რომელიც ოფიციალურად ცნობილია როგორც Michenzani-ის ბინები და რომლებიც აშენებულია აღმოსავლეთ გერმანიის დახმარებით 1970-იან წლებში რეგიონში საცხოვრებელი პრობლემების გადაწყვეტაში.
მასმედია
რედაქტირება1974 წელს ზანზიბარის ნახევრადავტონომიური რეგიონი აფრიკაში პირველი რაიონი გახდა, სადაც მაუწყებლობა დაიწყო ფერადმა ტელევიზიამ. პრეზიდენტ ჯულიუს ნიერერეს ტელევიზიაზე ცუდი შეხედულების გამო, პირველი სატელევიზიო მაუწყებლობა ტანზანიის მატერიკულ ნაწილზე განხორციელდა მხოლოდ 1994 წელს.[47] ზანზიბარის რეგიონში მაუწყებლობას ახორციელებდა ზანზიბარის ტელევიზია (TVZ), რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ სახელად ეწოდა ზანზიბარის სამაუწყებლო კორპორაცია (ZBC).[48] ახლახან მიღებული იქნა კანონი, რის შემდეგაც იგი გახდა საზოგადოებრივი სამაუწყებლო კორპორაცია, რომლის მონიტორინგს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებდნენ 1980-იანი და 1990-იანი წლების TVZ-ს ცნობილი რეპორტიორები.
ზანზიბარის რეგიონს აქვს ერთი АМ[49] და 21 FM-რადიოსადგური.[50]
სტაციონარულ სატელეფონო კავშირს ზანზიბარის რეგიონში ემსახურება Tanzania Telecommunications Company Limited და Zantel (ტანზანია).
თითქმის ყველა მობილური და ინტერნეტ კომპანიები, რომლებიც მოქმედებენ ტანზანიის კონტინენტალურ ნაწილზე ასევე მიღწევადია ზანზიბარის რეგიონშიც.
სპორტი
რედაქტირებაფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა ზანზიბარის ნახევრადავტონომიურ რეგიონში, რომელიც ზანზიბარის ფეხბურთის ასოციაციის განკარგულებაში შედის.[51] ზანზიბარის რეგიონი აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის (აფკ) ასოცირებული წევრია. ეს ნიშნავს, რომ ზანზიბარის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ვერ მიიღებს მონაწილეობას აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის მიერ ჩატარებულ ტურნირებში, მაგალითად როგორიცაა აფრიკის ერთა თასი, მაგრამ ზანზიბარის რეგიონის საფეხბურთო კლუბებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა აფკ-ს კონფედერაციის თასის და აფკ-ს ჩემპიონთა ლიგის ტურნირებში.
ნაკრები მონაწილეობას იღებს ფიფა-სგან დამოუკიდებელი საერთაშორისო ფეხბურთის ტურნირებში, როგორებიცაა FIFI Wild Cup, და ELF Cup. რადგანაც ზანზიბარი არ არის ფიფას წევრი, შესაბამისად ნაკრებიც ვერ იღებს მონაწილეობას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში.
ზანზიბარის რეგიონში საფეხბურთო ასოციაციას ტოპ კლუბებისათვის ასევე აქვს ზანზიბარის პრემიერ-ლიგა, რომელიც შეიქმნა 1981 წელს.
1992 წლიდან დაწყებული, ზანზიბარის რეგიონში შეიმჩნევა ძიუდოს აღმავლობა. მისმა დამფუძნებელმა, ბატონმა ცუესი შიმაოკამ შექმნა ძლიერი გუნდი, რომელიც მონაწილეობას იღებს ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებში. 1999 წელს, ზანზიბარის ძიუდოს ასოციაცია (Z.J.A.) დარეგისტრირდა და გახდა ტანზანიის ოლიმპიური კომიტეტის და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აქტიური წევრი.
2013 წლის მარტში ზანზიბარის შიტოკან კარატეს ფედერაცია (ZASHOKA) შეუერთდა შიტოკან კარატეს საერთაშორისო ფედერაციას (ISKF).
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- ფარუკ აბდილაჰი, რომელიც იყო პრინცესა დაიანას დიზაინერი[52]
- ფრედი მერკური (მეტსახელი ფაროხ ბულსარა) როკ-ჯგუფ Queen-ის წევრი, დაიბადა სტოუნ-ტაუნში, ზანზიბარის რეგიონი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზანზიბარის მთავრობა დაარქივებული 2009-12-13 საიტზე Wayback Machine.
- ზანზიბარი და ტანგანიკა 1886 წელს, რუკა
- Education Statistics and Quality of Education in Zanzibar დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.
- Zanzibar without Poverty – A plain language guide to the Revolutionary Government of Zanzibar’s Zanzibar Poverty Reduction Plan (ZPRP) of January 2002 დაარქივებული 2011-06-25 საიტზე Wayback Machine.
- Zanzibar Culture დაარქივებული 2011-02-06 საიტზე Wayback Machine.
- CAAA Collegien Acadiens et leurs Amis Africain
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Citypopulation, Major Cities
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Zanzibar Archipelago, Zanzinet Forum: Where Zanzibaris Meet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-23. ციტირების თარიღი: 2015-07-03.
- ↑ 3.0 3.1 3.2 The Africa Guide – Zanzibar. web page. africaguide.com. ციტირების თარიღი: 26 October 2012.
- ↑ Molly Moynihan, "Water Quality and Eutrophication: The Effects of Sewage Outfalls on Waters and Reefs Surrounding Stone Town, Zanzibar", Independent Study Project Collection, 2010, p. 8.
- ↑ "Tanzania: Zanzibar and Pemba", EncylopÆdia Britannica
- ↑ "Climate and Soils", Zanzinet Forum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2015-07-03.
- ↑ Meyer,, Carol; Joan Markley Todd, Curt W. Beck. „From Zanzibar to Zagros: A Copal Pendant from Eshnunna“. Journal of Near Eastern Studies. 50 (4): 289–298. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2010.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი პუნქტუაცია (link)
- ↑ Kizimkazi Mosque. ArchNet. Massachusetts Institute of Technology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 2010-09-04.
- ↑ National Geographic article. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-30. ციტირების თარიღი: 2015-06-24.
- ↑ Remembering East African slave raids
- ↑ Zanzibar: Constitution. Electoral Institute of Southern Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31.
- ↑ Zanzibar: Electoral system. Electoral Institute of Southern Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31.
- ↑ Zanzibar House of Representatives website დაარქივებული 2012-12-06 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ 14.0 14.1 The Constitution of The United Republic of Tanzania (PDF). Centre for Human Rights, University of Pretoria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-31.
- ↑ 15.0 15.1 Population Distribution by Administrative Units, United Republic of Tanzania, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-02. ციტირების თარიღი: 2015-06-23.
- ↑ 16.0 16.1 16.2 2012 National Bureau of Statistics, Ministry of Finance, United Republic of Tanzania, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-26. ციტირების თარიღი: 2015-07-03.
- ↑ 17.0 17.1 Citypopulation, Major Cities
- ↑ Zanzinet Forum, People and Culture. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-07-03.
- ↑ People and Culture – Zanzibar Travel Guide. Zanzibar-travel-guide.com. ციტირების თარიღი: 27 August 2010.
- ↑ Tanzania (08/09). U. S. Department of State
- ↑ Chris McIntyre and Susan McIntyre, "Zanzibar, Pemba, and Mafia", Bradt Travel Guide, 2009, p. 36.
- ↑ The World Factbook: Tanzania, United States Central Intelligence Agency, last updated 22 October 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 4 ივლისი 2015.
- ↑ Introduction of Ahmadiyyat in Zanzibar Island. ციტირების თარიღი: 30 May 2014.
- ↑ Professor Trevor Marchand. Oman & Zanzibar: The Sultans of Oman დაარქივებული 2013-10-31 საიტზე Wayback Machine. . Archaeological Tours
- ↑ 25.0 25.1 Sanders, Edmund (24 November 2005). „Zanzibar Loses Some of Its Spice“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 27 August 2010.
- ↑ Bureau of African Affairs. (8 June 2010) Background Note: Tanzania. U.S. Department of State. ციტირების თარიღი: 27 August 2010.
- ↑ Chambi Chachage, "Norway in Tanzania: The Battle Rages" დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. , The African Executive
- ↑ Zanzibar forms Airports Authority, modernises aviation infrastructure. Business Times (Tanzania). ციტირების თარიღი: 17 January 2013.
- ↑ Auric Air. Auric Air Services Ltd (30 March 2012). ციტირების თარიღი: 30 March 2012.
- ↑ Kenya Airways. Kenya Airways (11 June 2014). ციტირების თარიღი: 11 June 2014.
- ↑ Coastal Aviation. Coastal Aviation (2015). ციტირების თარიღი: 29 January 2015.
- ↑ "Ambassador Lenhardt Participates in Ceremony to Install 100 Megawatt Submarine Power to Zanzibar" დაარქივებული 2013-02-17 საიტზე Wayback Machine. . Press Release, Embassy of the United States, Dar es Salaam, Tanzania, 10 October 2012.
- ↑ 132kV Sabmarine Cable - Zanzibar Iterconnector at Ras Kiromoni and Ras Fumba დაარქივებული 2013-07-28 საიტზე Wayback Machine. , Featured Project, Salem Construction, Ltd.
- ↑ Yussuf, Issa (24 April 2013). "Tanzania: Reliable Power to Accelerate Development in Isles President Ali". Daily News (via AllAfrica.com). Retrieved 14 September 2013.
- ↑ "Zanzibar Power: Electrical And Political Shortages", Cable from the United States Embassy in Dar Es Salaam to the United States Secretary of State დაარქივებული 2013-05-02 საიტზე Wayback Machine. , reference identification 08DARESSALAAM839, 15 December 2008.
- ↑ Press release (3 June 2010). "Nexans Completes Subsea Cable Link to Provide Reliable Power for Pemba Island in Zanzibar New 25 MVA Link to Mainland Grid Has Enabled the Local Population to End Years of Dependence on Unreliable Diesel Generators". Nexans. Retrieved 14 September 2013.
- ↑ "Reliable electricity attracts investors to Pemba" დაარქივებული 2011-08-22 საიტზე Wayback Machine. , Norway: The Official Site in Tanzania, 28 January 2011.
- ↑ Staff (30 May 2008). „Melting in Zanzibar's Blackout“. BBC News. ციტირების თარიღი: 14 September 2013.
- ↑ O'Connor, Maura R. (1 April 2010; updated 30 May 2010). "Zanzibar's Three-Month Blackout Indian Ocean islands Go for 90 Days Without Power, Causing Business Problems and Water Shortages". GlobalPost. Retrieved 14 September 2013.
- ↑ 40.0 40.1 40.2 Education in Zanzibar – Southern and Eastern African Consortium for Monitoring Educational Quality. Sacmeq.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 4 April 2011.
- ↑ Tanzania Commission for Universities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-19. ციტირების თარიღი: 2015-07-06.
- ↑ SUZA website. Suza.ac.tz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 4 April 2011.
- ↑ Higher education – zanzibar.go.tz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-07. ციტირების თარიღი: 2015-07-06.
- ↑ Tanzania entry – SACMEQ. Sacmeq.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 4 April 2011.
- ↑ Zanzibar International Film Festival. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-21. ციტირების თარიღი: 2015-07-06.
- ↑ Zanzibar heritage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-16. ციტირების თარიღი: 2015-07-06.
- ↑ Martin Stumer, "The Media History of Tanzania" დაარქივებული 2011-06-26 საიტზე Wayback Machine. , Salzburg, Austria: Ndanda Mission Press, 1998, pp. 191, 194, 295.
- ↑ Karume House: Television Zanzibar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-03. ციტირების თარიღი: 2015-07-07.
- ↑ AM radio stations in Tanzania: Directory of AM radio stations in Zanzibar West region
- ↑ FM radio stations in Tanzania
- ↑ Tanzania Sports. ციტირების თარიღი: 11 August 2010.
- ↑ Fashion Designers: Farouque Abdela. ციტირების თარიღი: 12 May 2015.