სტოუნ-ტაუნი
სტოუნ-ტაუნი, აგრეთვე ცნობილი როგორც მჯი-მკონგვე (სუაჰილზე „ძველი ქალაქი“) — ქალაქ ზანზიბარის ძველი ნაწილი ტანზანიაში. მდებარეობს ზანზიბარის არქიპელაგის მთავარი კუნძულის, ზანზიბარის დასავლეთ ნაპირზე. XIX საუკუნეში წარმოადგენდა ზანზიბარის სასულთნოს დედაქალაქს, სუნელებით ვაჭრობის აყვავებულ ცენტრს, ისევე როგორც მონათვაჭრობის. კოლონიურ პერიოდში მან კვლავ შეინარჩუნა ზანზიბარის მთავარი ქალაქის სტატუსი. როდესაც ტანგანიკა და ზანზიბარი გაერთიანდნენ და შექმნეს ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, ზანზიბარმა მაინც შეინარჩუნა ნახევრად-ავტონომიის სტატუსი, მისი მთავრობა კი სწორედ სტოუნ-ტაუნში იჯდა.
სტოუნ-ტაუნი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ტანზანია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 6°09′53″ ს. გ. 39°11′55″ ა. გ. / 6.16472° ს. გ. 39.19861° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 173 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 173 ინგლ. • რუს. • ფრ. |
სტოუნ-ტაუნი აღმოსავლეთ აფრიკის ისტორიისა და ხელოვნების წამყვანი მნიშვნელობის ქალაქია. მისი არქიტექტურა, რომლის ძირითადი ნაწილიც XIX საუკუნით თარიღდება, ასახავს განსხვავებულ გავლენებს სუაჰილის კულტურისა და მასთან უნიკალურად შერწყმული მავრული, არაბული, სპარსული, ინდური და ევროპული ელემენტებისას. ამ მიზეზით, 2000 წელს იუნესკომ ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
მისი მემკვიდრეობის წყალობით, სტოუნ-ტაუნი ტანზანიის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მისი ეკონომიკის დიდი ნაწილი ტურიზმთან დაკავშირებულ აქტივობებზეა დამოკიდებული.