დიანა (უელსის პრინცესა)

(გადამისამართდა გვერდიდან პრინცესა დაიანა)

დიანა, უელსის პრინცესა (ინგლ. Diana Princess of Wales, ქალიშვილობის გვარით სპენსერი; დ. 1 ივლისი, 1961, ნორფოლკი, გაერთიანებული სამეფო — გ. 31 აგვისტო, 1997, პარიზი, საფრანგეთი) — გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრის პრინც ჩარლზის (შემდგომში ჩარლზ III-ის) პირველი ცოლი. აგრეთვე ცნობილია როგორც პრინცესა დიანა, ლედი დიანა, ან ლედი დი.

დიანა 1995 წელს

დიანა გრაფ სპენსერის ქალიშვილი და სპენსერ-ჩერჩილების ოჯახის წარმომადგენელი იყო, საიდანაც ჰერცოგი მელბურნი და უინსტონ ჩერჩილი იყვნენ. დიანამ პრინცი ჩარლზი საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო, 1981 წელს კი ცოლად გაჰყვა. ერთი წლის თავზე პირველი ვაჟი პრინცი უილიამი შეეძინათ, 1984 წელს კი მეორე ვაჟი ჰარი დაიბადა.

დიანა ძირითად დროს შვილების აღზრდას უთმობდა და თითქმის აღარსად ჩნდებოდა, თუმცა არასდროს მიუტოვებია ის, რაც ყოველთვის ძალიან უყვარდა — ქველმოქმედება. რამდენიმე წელში ჩარლზსა და დიანას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა დიანას ჯეიმზ ჰევითთან ურთიერთობის შესახებ. თანაც, დიანა ვერ ეგუებოდა სამეფო კარის ცხოვრებას, რაც 1995 წელს განქორწინებით დასრულდა.

დიანა ახლა უფრო მეტ დროს უთმობდა ქველმოქმედებას. ჩარლზთან გაყრიდან რამდენიმე თვეში მან დოდი ალფაედი გაიცნო, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. დიანას დოდი შეუყვარდა, დოდის კი — დიანა. ის ბედნიერი იყო, რომ გვერდით ჰყავდა ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარდა.

1997 წლის ზაფხულში ისინი პარიზში ისვენებდნენ. 31 აგვისტოს დიანა და დოდი ავტოკატასტროფაში მოყვნენ, რის შედეგადაც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებობს ვერსია, რომ დიანასა და დოდის სიკვდილი უბედური შემთხვევით გამოწვეული არ იყო. თვლიან, რომ დიანას ეს მოუწყეს. ამასთან, ადანაშაულებენ ექიმს, რომ მან არ მოახდინა სწრაფი რეაგირება. ამ თემასთან დაკავშირებით დოდი ალფაედის მამამ ფილმიც გადააღებინა სახელად „კრიმინალური მკვლელობა“, რომელიც დიდ ბრიტანეთში აკრძალულია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება