აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია (ფრანგ. Confédération Africaine de Football; ინგლ. Confederation of African Football) — საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ფეხბურთს აფრიკის კონტინენტზე. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და ორგანიზება აფრიკული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებს შორის.
აფკ CAF | |
დაარსების თარიღი | |
---|---|
წევრები |
56 ქვეყნის ნაკრები |
ოფიციალური ენები | |
საიტი |
ორგანიზაცია დაარსდა 1957 წელს. 1970 წელს მისმა წევრებმა პირველად მიიღეს მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის უფლება. კონფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ეგვიპტის 6 ოქტომბრის სახელობის ქალაქში.
კონფედერაციის წევრებს არასდროს მოუგიათ მსოფლიო ჩემპიონატი. ტუნისი გახდა პირველი აფრიკული ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მოიგო, ხოლო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — პირველი აფრიკული ქვეყანა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა.[1]
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ოფიციალური საიტი (ინგლისური) (ფრანგული) (არაბული ენა)
- აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია Soccerlens-ზე
სქოლიორედაქტირება
პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე. |