ფეხბურთი გუნდური სპორტული თამაში, რომელშიც მოასპარეზენი ფეხებით ან სხეულის სხვა ნებისმიერი ნაწილით (ხელების გარდა) ბურთის ტარებით და პარტნიორებისთვის გადაცემით ცდილობენ დაწესებულ დროში მის რაც შეიძლება მეტი რაოდენობით გატანას მეტოქის კარში. გუნდში 11 კაცია, მათ შორის ერთი მეკარე. სათამაშო სარბიელია სპეციალურად მონიშნული სწორკუთხა მოედანი - ჩვეულებრივ ბალახისაფარიანი მინდორი.
ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე მთელ მსოფლიოში თამაშობენ და მილიონობით ადამიანი რეგულარულად დადის სტადიონზე თავისი რჩეული გუნდის საგულშემატკივროდ, აგრეთვე გაცილებით მეტი გულშემატკივარი თვალს ადევნებს სატელევიზიო გადმოცემებს. ფეხბურთს სამოყვარულო დონეზეც საკმაოდ პოპულარულია.
ბარსელონა — ესპანურისაფეხბურთო კლუბი, რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის - კატალონიის წარმომადგენელია. კლუბი 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. „ბარსელონა“ უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელ მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობსსაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !. კლუბის დევიზია „Més que un club“ (ესპ.უფრო მეტი, ვიდრე კლუბი).
კლუბის მთავარი არენაა კამპ ნოუ. 2007 წლის ივნისის მონაცემებით, ბარსას ფანების - "სოსიოსების" რაოდენობამ 156 366-ს მიაღწია. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული 1782 ფანკლუბის ოფიციალური წევრები არიან. "ბარსელონას" გულშემატკივრები ცნობილია მეტსახელით "culés" (კულე). (…სრულად)
ჰაკიმ ზიეში (არაბ.حكيم زياش; დ. 19 მარტი, 1993, დრონტენი, ნიდერლანდები) — მაროკოელი ფეხბურთელი. ლონდონის „ჩელსისა“ და მაროკოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. შეუძლია ითამაშობს შემტევი ნახევარმცველისა და გარემარბის პოზიციებზე. უკეთესად თამაშობს მარცხენა ფეხით.
ზიეში გამორჩეულია თავისი დრიბლინგით, გრძელი პასებითი, ტექნიკითა და ჯარიმების შესრულების ალღოთი. 2018-2019 წლების სეზონში მოხვდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის 20 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 2019 წელს „The Guardian“-მა შეიყვანა „მსოფლიოს მოქმედ 100 საუკეთესო ფეხბურთელს“ შორის, ზიეშმა 29-ე ადგილი დაიკავა.
ზიეშს შეეძლო ეთამაშა როგორც მაროკოს, ისე ნიდერლანდების ნაკრებში. 2015 წელს შედგა მისი დებიუტი მაროკოს ნაკრებში. მონაწილეობა მიიღო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2019 წლის აფრიკის თასზე.
...არგენტინული კლუბის „ინდეპენდიენტეს“ თავდამსხმელს, მალონს, 1973 წლის 18 მარტს მხოლოდ 1 წუთი და 50 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის („ხიმნასია და ესგრიმა“) კარი სამჯერ აეღო!..
...მსოფლიოს პირველი საფეხბურთო კლუბი არის შეფილდი, რომელიც 1857 წელს დაარსდა ინგლისში...