ბორუსია დორტმუნდი (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან დორტმუნდის ბორუსია)

საფეხბურთო კლუბი „დორტმუნდის ბორუსია“ (გერ. Ballspielverein Borussia 09 e. V. Dortmund) — ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გერმანული კლუბი. მეტწილად კლუბს მოიხსენიებენ, შემოკლებული სახელებით ან აბრევიატურით — დორტმუნდი, ბორუსია, BVB 09 ან BVB. „ბორუსია“ გერმანიის მრავალგზის ჩემპიონია, ასევე არის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

ბორუსია დორტმუნდი
Borussia Dortmund
სრული სახელი Ballspielverein Borussia 09 e.V. Dortmund
დაარსდა 19 დეკემბერი, 1909
სტადიონი სიგნალ იდუნა პარკი
(ვესტფალენშტადიონი)
(ტევადობა: 80 708 მაყურებელი)
პრეზიდენტი გერმანიის დროშა რეინჰარდ რაუბალი
მწვრთნელი გერმანიის დროშა მარკო როზე
კაპიტანი გერმანიის დროშა
ლიგა ბუნდესლიგა
2021/22 მე-2 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ადრინდელი წლები

რედაქტირება

კლუბი დაარსებული იქნა 1909 წლის 19 დეკემბერს. უკმაყოფილო სტუდენტების მიერ ბარ Zum Wildschütz-ში. ისინი უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ მათი მასწავლებელი პასტორ დევალდი არ აპირებდა ჯგუფის სპორტულ პროგრამაში ჩართვას და მათ შექმნეს საფეხბურთო კლუბი. სხვა ვერსიით: პასტორ დევალდმა არ აკრძალა ფეხბურთი და პირიქით ხელს უწყობდა, სპორტული ინვენტარის შესაძენათ მან ეკლესიის ფული გამოიყენა, მაგრამ მას არ მოეწონა, რომ სპორტსმენები თამაშის შემდეგ ლუდის ბარში დადიოდნენ და მან გადაწყვიტა, რომ ეკლესიის ფულით კლუბი აღარ დაეფინანსებინა. ფეხბურთელების ნაწილმა შეწყვიტა კლუბში თამაში, თუმცა 18 ახალგაზრდამ ფეხბურთის თამაში მაინც გააგრძელა და გუნდი არ დაშლილა. კლუბის ოფიციალური სახელწოდება, Ballspielverein Borussia 09 e. V. Dortmund, გერმანულიდან ითარგმნება, როგორც ბურთის თამაშის კლუბი „ბორუსია 09“ დორტმუნდიდან, სადაც 09 მისი დაარსების თარიღს — 1909 წელს აღნიშნავს, ხოლო სახელი „ბორუსია“ მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან — პრუსია და ეს სახელი ერქვა ლუდის ბარს სადაც ფეხბურთელები დადიოდნენ. თავდაპირველად გუნდი თამაშობდა თეთრ-ლურჯ ფერიან მაისურში და შავ შორტებში. შავი და ყვითელი კლუბის ფერი 1913 წელს გახდა. ადრეულ წლებში დორტმუნდი თამაშობდა რეგიონულ ჩემპიონატში. პირველი მსოფლიო ომის დროს კლუბი დროებით დაიშალა, რადგან ფეხბურთელები ჯარში გამოიძახეს. კლუბის აღდგენა 20-იან წლებში 0-დან დაიწყო.

ომის შემდგომი წლები

რედაქტირება

პირველ სერიოზულ წარმატებას კლუბმა 1947 წელს მიაღწია, როდესაც „ბორუსიამ“ მოიგო ვესტფალიის ჩემპიონატი. 1947 წლის 18 მაისს დორტმუნდმა პირველად სძლია გელზენკირხენის „შალკეს“. მატჩი ანგარიშით 3:2 დასრულდა. სამი საგოლე პასი გააკეთა მაშინდელმა გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა ავგუსტ ლენცმა. ამის შემდეგ „ბორუსია“ გავიდა ფინალში და „ჰამბურგი“ ანგარიშით 1-0 დაამარცხა. 1947-1948 წლის სეზონში „ბორუსია“ გახდა დასავლეთ ობერლიგის გამარჯვებული. გერმანიის ჩემპიონობა პირველად დორტმუნდის გუნდს 1956 წელს შეეძლო, თუმცა ფინალში დამატებით დროში წააგო „კარლსრუესთან“, ანგარიშით 4:2. 1957 წელსაც გუნდი ფინალში გავიდა, თუმცა ამჯერად „ჰამბურგთან“ დამარცხდა 4:1. ასევე 1957 წელს ბორუსიამ პირველად მიიღო მონაწილეობა თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში. 1957 წელს დორტმუნდი წლის კლუბად აღიარეს. ძველი სტილით ჩატარებულ ბოლო გერმანიის ჩემპიონატში 1963 წელს „ბორუსიელებმა“ მოახერხეს გამარჯვება. ევროპულ ასპარესზე სერიოზული წარმატება იყო ჩემპიონთა ლიგის პირველ გათამაშებაში 1/8 ფინალში გასვლა. ამ ეტაპზე გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა. მომდევნო წელს კი „ყვითელ-თეთრები“ 1/4 ფინალში „მილანთან“ დამარცხდნენ. მომდევნო წლებში გუნდის 4 ლიდერი ჰყავდა, ნეპეკლო, პრაისლერი, კელბასა და შმიდტი. ოთხივემ დიდი რაოდენობით გოლები გაიტანეს. კლუბის წარმატებაში ასევე დიდი როლი მიუძღვის მაშინდელ გუნდის მენეჯერს ჰაინც დოლეს და კლუბის მთავარ მწვრთნელ გელმუტ შნაიდერს.

ბუნდესლიგის ფორმირება და თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვება

რედაქტირება

1962 წელს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეექმნა პროფესიული საფეხბურთო ლიგა, რომელსაც ბუნდესლიგა ეწოდა. პირველი სეზონი 1963 წელს ჩატარდა. „ბორუსიის“ მხრიდან პირველი გოლი ახალ ჩემპიონატში ტიმო კონეტცკმა გაიტანა. პირველ სეზონში გუნდმა მესამე პოზიცია დაიკავა. ევროსარბიელზე კი იარმაროკის თასიდან მეორე ეტაპზე გამოვარდა. „ბორუსიამ“ ორივე მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კატასტროფული ანგარიშით 1:6 და 0:4 წააგო. მეტოქე გუნდის რიგებიდან გამოირჩეოდნენ ბობი ჩარლტონი და ჯორჯ ბესტი. ბუნდესლიგის მფლობელი დორტმუნდის კლუბი პირველად 1965 წელს გახდა. გერმანიის თასის ფინალში კი მეტოქე აახენის „ალემანია“ 2:0 დაამარცხა. პირველი ევროპული ტრიუმფი „ბორუსიას“ 1966 წელს ჰქონდა. „ბორუსია“ გახდა პირველი გერმანული კლუბი, რომელმაც მოიგო თასების მფლობელთა თასი. პირველ ეტაპზე გერმანული კლუბის მსხვერპლი მალტური ფლორიანუ გახდა, შემდგომ ბულგარეთის ცსკა, მადრიდის „ატლეტიკო“, ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედი“. ფინალში, რომელიც გლაზგოში გაიმართა „ბორუსიის“ მეტოქე „ლივერპული“ იყო. ფინალი გერმანულმა კლუბმა 2:1 მოიგო. ამ წელს „ყვითელ-შავებმა“ ბუნდესლიგაში მე-2 ადგილი დაიკავეს. გერმანიის ჩემპიონი გახდა „მიუნხენ 1860“.„მიუნხენ 1860-მა“ მოახერხა ამ სეზონში და ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით დაამარცხა „შალკე“. საფინალო სასტვენისას ანგარიში 0:7 იყო.

70-იან წლებში გუნდს რთული ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა. 1972 წელს „ბორუსია“ რეგიონულ ლიგაში გავარდა. 1974 წელს შეიქმნა მეორე ბუნდესლიგა, ხოლო კლუბი უმაღლეს დივიზიონში 1976 წელს დაბრუნდა. ფინანსური პრობლემები 1980 წლამდე გაგრძელდა. 1986 წელს „ბორუსიას“ კვლავ დაემუქრა მეორე დივიზიონში გავარდნა. თუმცა დიდი გაჭირვებით მაინც შეძლო ბუნდესლიგაში დარჩენა. დიდი ხნის შემდგომ კვლავ შეძლო „BVB-მ“ გერმანიის თასის მოპოვება. დორტმუნდელებმა გერმანიის თასის ფინალში „ვერდერი“ 4-1 დაამარცხეს.

1990-იანი წლები

რედაქტირება

დორტმუნდის ზეობის ხანა 1991 წლიდან იწყება. გუნდში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მივიდა ოტმარ ჰიცფელდი. პირველ სეზონში მათ მეორე ადგილი დაიკავეს ბუნდესლიგაში. ისინი მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩნენ შტუტგარტს“. 1992-93 წლის სეზონში დორტმუნდი უეფას თასის ფინალში გავიდა, სადაც იუვენტუსთან დამარცხდა 1:6. 90-იან წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა კლუბის ფინანსური მდგომარეობა.

1995 და 1996 წელს დორტმუნდი გერმანიის უძლიერესი კლუბი იყო. უეფას ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება „ბორუსიამ“ 1997 წელს შეძლო. „ყვითელ-შავების“ მეტოქე 1/4 ფინალში ოსერი, 1/2 ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო. ფინალი კი მიუნხენში გაიმართა, სადაც მათ „იუვენტუსი“ 3:1 დაამარცხეს. ამ წელს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ მათიას ზამერი დაასახელეს.

ტოკიოში საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბორუსიამ ბრაზილიურ „კრუზეიროს“ სძლია. 2001-2002 წლის სეზონში გერმანული გრანდი უეფას თასის ფინალში როტერდამის „ფეიენორდთან“ 2:3 დამარცხდა. ამის შემდეგ კვლავ დაიწყო კრიზისი კლუბში. 2009 წლამდე გუნდი ბუნდესლიგაში შუა ადგილებში გადიოდა. ამ პერიოდში კლუბის ერთადერთი ტიტული ჰქონდათ მოგებული. 2008 წელს მათ გერმანიის თასის ფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხეს 2:1.

იურგენ კლოპი 2008-2015

რედაქტირება

2008 წლის ზაფხულში მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპი დაინიშნა. 2011 წლის 30 აპრილს დორტმუნდმა თასზე საშინაო მატჩი „ნიურნბერგს“ სძლია 2:0. ამ წელს ბუნდესლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა. შემდგომ, 2011/12 წლების სეზონში, 2012 წლის 21 აპრილს საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხეს მენხენგლადბახის „ბორუსია“ და 2 ტურით ადრე ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მერვედ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები. ჯამში გუნდმა 26 წაუგებელი მატჩის სერიით 81 ქულა მოაგროვა და სეზონში მხოლოდ 3 მატჩი წააგო. თასის ფინალში დორტმუნდელებმა „ბაიერნის“ ფეხბურთელებს სძლიეს, გამანადგურებელი ანგარიშით 5:2. 3 გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბორუსია“ სიკვდილის ჯგუფში გავიდა. მოულოდნელი იყო მისი ჯგუფიდან გასვლა, რადგან მისი მეტოქეები იყვნენ: „რეალ მადრიდიი“, „მანჩესტერ სიტი“ და ამსტერდამის „აიაქსი“. მათ მხოლოდ 4 ქულა დაკარგეს და პირველ ადგილიდან გავიდნენ ჯგუფიდან. გუნდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც დამარცხდა „ბაიერნთან“ 1-2. კლოპის მწვრთნელობისას კლუბში გაიბრწყინეს ახალგაზრდა ვარსკვლავებმა მარიო გეცემ, მატს ჰუმელსმა, სინჯი კაგავამ, რობერტ ლევანდოვსკიმ, მარკო როისმა. კლოპი გუნდს აათამაშებდა ენერგიულ ფეხბურთს, რომელიც დაფუძნებული იყო პრესინგსა და სწრაფ კონტრ-შეტევაზე. 2014-15 წლების სეზონი „ბორუსიამ“ ჩააგდო, ბუნდესლიგის პირველი წრე დაასრულა ცხრილის ბოლოში, გასავარდნ ზონაში, მერვედფინალში გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან, ხოლო ბუნდესლიგაში ვერ დაიკავა ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი საგზური. 2015 წელს კლოპმა განაცხადა, რომ 7-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ზაფხულში დატოვებს კლუბს.[1]

გულშემატკივრები

რედაქტირება
 
დორტმუნდის ბორუსიას გულშემატკივრები

„BVB-ს“ გულშემატკივრები განიხილებიან შემოქმედებით და ძლიერ გულშემატკივრებად გერმანიაში. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ვესტფალენშტადიონზე ყოველთვის ბოლომდე ივსება ტრიბუნები და ევროპაში დასწრების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. წელიწადში ამ სტადიონზე მატჩებს 1.35 მილიონი ადამიანი ესწრება. ასევე დორტმუნის კლუბი ყიდის ყოველწლიურ 45 000 სეზონურ აბონემენტს. „შავ-ყვითლებს“ სულ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 650 ფან-კლუბი აქვთ, სადაც გაწევრიანებულია 25 000-მდე გულშემატკივარი.

სტადიონი

რედაქტირება
 
ვესტფალენშტადიონი

სიგნალ იდუნა პარკი (ვესტფალენშტადიონი) არის ტევადობით ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი გერმანიაში. სტადიონის ტევადობა არის 80 708 (67 000 დასაჯდომი). უეფას კლასიფიკაციით არის ხუთვარსკვლავიანი არენა. აშენებულია 1971–1974 წლებში, 1974 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ბოლო მოდერნიზაცია ჩაუტარდა 2005 წელს.

მიმდინარე შემადგენლობა

რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
9 თავდამსხმელი   ნორვეგია ერლინგ ჰოლანდი
11 თავდამსხმელი   გერმანია მარკო როისი
18 ნახევარმცველი   თურქეთი ნური შაჰინი
21 ნახევარმცველი   გერმანია ოლივერ კირხი
22 ნახევარმცველი   აშშ კრისტიან პულიშიჩი
24 მცველი   გერმანია მარიან სარი
25 მცველი   საბერძნეთი სოკრატის პაპასტატოპულოსი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
29 მცველი   გერმანია მარსელ შმელცერი
34 თავდამსხმელი   გერმანია მარვინ დუცკში
35 ნახევარმცველი   გერმანია პასკალ შტენცელი
37 მცველი   გერმანია ერიკ დურმი
38 მეკარე    შვეიცარია რომან ბურქი

ტიტულები

რედაქტირება
 
ბორუსიას რეიტინგი 1964-2007 წლებში

საერთაშორისო

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება