მთავარი მენიუს გახსნა

მარიან სარი (გერმ. Marian Sarr; დ. 30 მარტი, 1995, ესენი, გერმანია) — სენეგალური წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი, „ვოლფსბურგ II“-ის მცველი.

მარიან სარი
Marian Sarr
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მარიან სარი
დაბადების
თარიღი
30 იანვარი, 1995 (1995-01-30) (24 წლის)
დაბადების
ადგილი
ესენი, დასავლეთ გერმანია
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ვოლფსბურგ II
ნომერი 24
ახალგაზრდული კარიერა
1999–2003 აინტრახტ ლაიტე
2003–2005 ესენი
2005–2008 შალკე 04
2008–2012 ლევერკუზენის ბაიერი
2013 ბორუსია დორტმუნდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012 ლევერკუზენის ბაიერი II 10 (0)
2013– ბორუსია დორტმუნდი II 13 (0)
2013– ბორუსია დორტმუნდი 1 (0)
ეროვნული ნაკრები
2009-2010 გერმანია 15 წლ. 1 (0)
2010-2011 გერმანია 16 წლ. 5 (0)
2011-2012 გერმანია 17 წლ. 17 (2)
2012 გერმანია 18 წლ. 2 (0)
2013- გერმანია 19 წლ. 6 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სექციების სია

ადრეული კარიერარედაქტირება

მარიან სარი 1995 წლის[1] 30 მარტს დაიბადა. მარიანმა თავისი საფეხბურთო კარიერა "ესენში" დაიწყო, საიდანაც 2005 წელს გელზერკირხენულ "შალკეში" ამოყო თავი. 2008 წელს ის ლევერკუზენის "ბაიერს" შეუერთდა, სადაც კლუბის მეორე გუნდთან ერთად განიცადა დიდი პროგრესი. 2012/13 წლების სეზონში სარმა ცენტრალური მცველის პოზიციაზე რეგიონალლიგის პირველ ნაწილში კლუბში 10 მატჩი გამართა.

დორტმუნდის ბორუსიარედაქტირება

სარი დორტმუნდის "ბორუსიას" 2012/13 წლების სეზონის მეორე ნახევრიდან შეუერთდა. ლევერკუზენიდან დორტმუნდში მისმა გადასვლამ მედიაში ფართო გამოხმაურება ჰპოვა, რომელმაც "ტალანტების ქურდობის" თემის განახლება გამოიწვია. 2012/13 წლების სეზონის მეორე ნახევრისას სარი დორტმუნდელთა 19 წლამდელთა აკადემიაში ირიცხებოდა. 2013/14 წლების სეზონში კი სარი დორტმუნდის ძირითად გუნდში კლოპის ინიციატივით ჩაირიცხა.

2013 წლის 20 ივლისს შედგა სარის პროფესიონალური დებიუტი მესამე ლიგაში შტუტგარტის დუბლშემადგენლობის წინააღმდეგ. სარის ოფიციალური დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში 11 დეკემბერს მარსელში ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ შედგა, სადაც მან ბრწყინვალედ ჩაანაცვლა (მატს ჰუმელსი) და დამაჯერებელი იყო მისი თითოეული მოქმედება. მისი თამაში დაღვინებული მცველის შთაბეჭტილებას ტოვებდა. მან თავისი წვლილი შეიტანა დორტმუნდის "ბორუსიას" 1/8 ფინალურ ეტაპზე გაღწევაში.

გერმანიის ახალგაზრდული ნაკრებირედაქტირება

სარი გერმანიის 17 წლამდელთა ნაკრებს წარმოადგენთა ევრო 2012 – ზე, რომელიც სლოვენიაში გაიმართა (ჯგუფში საქართველოსთან ერთად ასპარეზობდა). შტეფან ბიოგერის ხელმძღვანელობით ნაკრებმა ჯგუფში ყველა მატჩში გაიმარჯვა, ნახევარ ფინალურ ეტაპზე პოლონელებს მინიმალური ანგარიშით 1 – 0 სძლიეს, ფინალში კი ჰოლანდიის ნაკრებთან 11 მეტრიანების სერიაში დამარცხდნენ ანგარიშით 4 – 5 (ძირითადი დრო 1 – 1).

კარიერის სტატისტიკარედაქტირება

კლუბირედაქტირება

განახლდა: 16 დეკემბერი 2013.
კლუბი სეზონი ლიგა თასი სხვა საერთაშორისო ჯამი
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
ბორუსია დორტმუნდი 2013–14 1 0 0 0 0 0 1 0 2 0
ჯამი 1 0 0 0 0 0 1 0 2 0
ჯამი 1 0 0 0 0 0 1 0 2 0

ტიტულებირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. მარიან სარი. წაკითხვის თარიღი: 15 დეკემბერი 2014.