მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან მანჩესტერ სიტი)
ტერმინს „მანჩესტერი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მანჩესტერი (მრავალმნიშვნელოვანი).

მანჩესტერ სიტი (ინგლ. Manchester City F.C.) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მანჩესტერიდან. კლუბი გამოდის პრემიერლიგაში. დაარსდა 1880 წელს.

მანჩესტერ სიტი
სრული სახელი Manchester City Football Club
მეტსახელი ქალაქელები, ცისფერები,
დაარსდა 1880; 144 წლის წინ (1880) სახელწოდებით St. Mark's (West Gorton)
1887; 137 წლის წინ (1887) სახელწოდებით Ardwick Association F.C.
16 აპრილი, 1894; 130 წლის წინ (1894-04-16) სახელწოდებით Manchester City F.C.[კომ. 1]
სტადიონი ეტიჰადი ,
მანჩესტერი, ინგლისი
(ტევადობა: 53 400[1])
პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა ხალდუნ ალ მუბარაქი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა პეპ გვარდიოლა
კაპიტანი ბელგიის დროშა კევინ დე ბრეინე
ლიგა პრემიერლიგა
2023-24 მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

თავდაპირველად დაფუძნდა „უესტ-გორტონ სენტ-მარკსის“ სახელწოდებით. 1887 წელს კლუბს „არდუიკი“ დაერქვა და სტადიონ „გაიდ როუდზე გადავიდა“. 1894 წელს კლუბმა ახლანდელი სახელწოდება „მანჩესტერ სიტი“ მიიღო.

ისტორიის განმავლობაში კლუბმა 3 სტადიონი გამოიცვალა: დაარსებიდან 1923 წლამდე „ქალაქელების“ საშინაო არენა „გაიდ როუდი“ იყო. 1923–2003 წლებში კი კლუბი საშინაო მატჩებს „მეინ როუდზე“ ატარებდა. 2002 წელს აშენდა სიტის ამჟამინდელი სტადიონი, „ეტიჰად სთეიდიუმი“. 2003 წლიდან კი კლუბის საშინაო არენაა. ეს სტადიონი 48 000-მდე გულშემატკივარს იტევს.

XX საუკუნეში „მანჩესტერ სიტი“ ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა (1936–37 და 1967–68 წლის სეზონებში), 1990-იან წლებში „მანჩესტერ სიტი“ სამჯერ ჩამოქვეითდა დაბალ დივიზიონებში, 1998-99 წელს კლუბი მეორე დივიზიონში გავარდა და 3 წლის შემდეგ 2002 წელს კლუბი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. 2008 წელს კლუბი კომპანია „აბუ-დაბი იუნაიტედ ჯგუფმა“ შეიძინა. ამის შემდეგ კლუბში დიდი ინვესტიციები ჩაიდო, გუნდმა შეიძინა უამრავი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი.ფულის ხარჯვამ შედეგი 2011 წელს გამოიღო შედეგი, როდესაც „სიტიმ“ ასოციაციის თასი მოიგო. ასევე „ქალაქელები“ 2010-11 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ. „სიტი“ პირველად ევროთასებზე 1973 წელს გავიდა, როდესაც ინგლისის სუპერთასი მოიგო. ასევე 2011 წლის 7 აგვისტოს „უემბლიზე“ ისინი დამარცხდნენ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ანგარიშით 2–3 . 2012 წლის 13 მაისს, კი „სიტიმ“ შეძლო და დრამატულ ბრძოლაში „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ 3:2 სძლია, „ქალაქელებმა“ მესამე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანეს და 44 წლის შემდეგ კვლავ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები.

2013–14 წლების სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ ბრწყინვალედ ისარგებლა სეზონის მიწურულს დაწინაურებული „ლივერპულის“ უგერგილობით, რომელმაც სეზონის დასკვნით თამაშებში ვერ შეძლო მობილიზება და მეოთხედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.

კლუბის მთავარი მწვრთნელია ესპანელი პეპ გვარდიოლა.

მოთამაშეები

რედაქტირება
განახლდა: 17 ნოემბერი, 2023

მიმდინარე შემადგენლობა

რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
2 მცველი   ინგლისი კაილ უოკერი
3 მცველი   პორტუგალია რუბენ დიაში
4 ნახევარმცველი   ინგლისი კალვინ ფილიპსი
5 მცველი   ინგლისი ჯონ სტოუნზი
6 მცველი   ნიდერლანდები ნათან აკე
8 ნახევარმცველი   ხორვატია მატეო კოვაჩიჩი
9 თავდამსხმელი   ნორვეგია ერლინგ ჰოლანი
10 ნახევარმცველი   ინგლისი ჯეკ გრილიში
11 ნახევარმცველი   ბელგია ჟერემი დოკუ
16 ნახევარმცველი   ესპანეთი როდრი
17 ნახევარმცველი   ბელგია კევინ დე ბრეინე
18 მეკარე   გერმანია სტეფან ორტეგა
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
19 თავდამსხმელი   არგენტინა ხულიან ალვარესი
20 ნახევარმცველი   პორტუგალია ბერნარდუ სილვა
21 მცველი   ესპანეთი სერხიო გომესი
25 მცველი    შვეიცარია მანუელ აკანჯი
27 ნახევარმცველი   პორტუგალია მათეუს ნუნესი
31 მეკარე   ბრაზილია ედერსონ მორაესი
32 ნახევარმცველი   არგენტინა მაქსიმო პერონე
33 მეკარე   ინგლისი სკოტ კარსონი
47 ნახევარმცველი   ინგლისი ფილ ფოდენი
52 ნახევარმცველი   ნორვეგია ოსკარ ბობი
82 მცველი   ინგლისი რიკო ლუისი

ტიტულები

რედაქტირება

ეროვნული ტურნირები

რედაქტირება

ინგლისის ჩემპიონატი

  • ჩემპიონი (10): 1936–37, 1967–68, 2011–12, 2013–14, 2017–18, 2018–19, 2020–21, 2021–22, 2022–23, 2023–24
  • ვიცე-ჩემპიონი (6): 1903–04, 1920–21, 1976–77, 2012–13, 2014–15, 2019–20

ინგლისის ასოციაციის თასი

  • თასის მფლობელი (7): 1903–04, 1933–34, 1955–56, 1968–69, 2010–11, 2018–19, 2022–23
  • ფინალისტი (5): 1925–26, 1932–33, 1954–55, 1980–81, 2012–13

ინგლისის ლიგის თასი

  • თასის მფლობელი (8): 1969–70, 1975–76, 2013–14, 2015–16, 2017–18, 2018–19, 2019–20, 2020–21
  • ფინალისტი (1): 1973–74

ინგლისის სუპერთასი

  • თასის მფლობელი (6): 1937, 1968, 1972, 2012, 2018, 2019
  • ფინალისტი (8): 1934, 1956, 1969, 1973, 2011, 2014, 2021, 2022

საერთაშორისო ტურნირები

რედაქტირება
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
  •   თასის მფლობელი (1): 2022–23
  • ფინალისტი (1): 2020–21

უეფა-ს თასების მფლობელთა თასი

  •   თასის მფლობელი (1): 1970

წლის ფეხბურთელი

რედაქტირება
 
წელი გამარჯვებული
1985–86   კენი კლემენტსი
1986–87   ნეიმ მაკნაბი
1987–88   სტივ რედმონდი
1988–89   ნეიმ მაკნაბი
1989–90   კოლინ ჰენდრი
1990–91   ნილ კუინი
1991–92   ტონი კოტონი
1992–93   გარი ფლიტკროფტი
1993–94   ტონი კოტონი
1994–95   უვე რესლერი
 
წელი გამარჯვებული
1995–96   გიორგი ქინქლაძე
1996–97   გიორგი ქინქლაძე
1997–98   მაიკლ ბრაუნი
1998–99   ჯერარდ ვიკენსი
1999–2000   შაუნ გოტერი
2000–01   დენი ტიატო
2001–02   ალი ბენარბია
2002–03   სილვენ დისტენი
2003–04   შოტ რაით-ფილიფსი
2004–05   რიჩარდ დანი
 
წელი გამარჯვებული
2005–06   რიჩარდ დანი
2006–07   რიჩარდ დანი
2007–08   რიჩარდ დანი
2008–09   სტივენ აირლენდი
2009–10   კარლოს ტევესი
2010–11   ვენსან კომპანი
2011–12   სერხიო აგუერო
2012–13   პაბლო საბალეტა
2013–14   იაია ტურე
2014–15   სერხიო აგუერო
 
წელი გამარჯვებული
2015–16   კევინ დე ბრეინე
2016–17   დავიდ სილვა
2017–18   კევინ დე ბრეინე

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1. 1894 წლის 16 აპრილიდან ასპარეზობს „მანჩესტერ სიტის“ სახელით.
  1. Etihad Stadium // mancity.com