რიჩარდ პატრიკ დანი (ინგლ. Richard Patrick Dunne დ. 21 სექტემბერი, 1979, დუბლინი) — ირლანდიელი ფეხბურთელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. 2000–2013 წლებში იცავდა ირლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ BT Sport-ის ტელეკომენტატორად განაგრძო მუშაობა.

რიჩარდ დანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რიჩარდ პატრიკ დანი
დაბადების
თარიღი
21 სექტემბერი, 1979 (1979-09-21) (45 წლის)
დაბადების
ადგილი
დუბლინი, ირლანდია
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
ახალგაზრდული კარიერა
–1996 ევერტონი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1996-2000 ევერტონი 60 (0)
2000–2009 მანჩესტერ სიტი 296 (7)
2009–2013 ასტონ ვილა 95 (4)
2013–2015 ქუინზ პარკ რეინჯერსი 64 (1)
სულ 515 (12)
ეროვნული ნაკრები
2000–2013 ირლანდია 80 (8)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სანაკრებო კარიერა დაიწყო 2000 წელს. მონაწილეობა აქვს მიღებული მუნდიალი 2002-სა და ევრო 2012-ზე. დაცვაში მისი ძლიერი თამაში დაეხმარა ირლანდიას 2011 წელს, რუსეთის ნაკრებთან გადამწყვეტ მატჩში, რომელიც 0-0 დასრულდა და რომლითაც ირლანდიამ ევრო 2012-ზე გასვლა მოახერხა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება