მცველი (ფეხბურთი)

პოზიცია ფეხბურთში
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ცენტრალური მცველი

რედაქტირება

ცენტრალური მცველი - ან CB ან Central Back არის პოზიცია ფეხბურთში. იგი იცავს თავის კარს სხვა მცველებთან და მეკარესთან ერთად. უმეტესად ცენტრალური მცველები არ გამოირჩევიან გოლის გატანით, მათი მიზანია შეაჩერონ მეტოქის თავდამსხმელი და ხელი შეუშალონ შემტევს გოლის გატანაში. თუ ცენტრალური მცველი მაღალია იგი ხშირად ჩადის მეტოქის საჯარიმოში სტანდარტების დროს და ცდილობს გოლის გატანას.

ცენტრალური მცველები

ფლანგური მცველები

რედაქტირება

მარჯვენა მცველი

რედაქტირება
 
ფლანგური მცველები

მარჯვენა მცველი - ან RB ან Right Back არის პოზიცია ფეხბურთში. იგი იცავს თავის კარს სხვა მცველებთან და მეკარესთან ერთად. როგორც წესი, მარჯვენა მცველის რაოდენობა მოედანზე ერთია. უმეტესად მარჯვენა მცველი არ გამოირჩევა გოლის გატანით. მისი მიზანია შეაჩეროს მეტოქის ფეხბურთელი, რომელიც უტევს მარჯვენა ფლანგიდან და ხელი შეუშალოს მას გოლის გატანაში. მარჯვენა მცველი ხშირად უტევეს ფლანგიდან და ასევე ახორციელებს დარტყმებს შორიდან. მარჯვენა მცველების უმეტესობა საშუალო სიმაღლისაა. ამიტომ ისინი სტანდარტების დროს უკან რჩებიან. მათ არ სჩვევიათ გოლების ხშირად გატანა.

მარცხენა მცველი

რედაქტირება

მარცხენა მცველი - ან LB ან Left Back არის პოზიცია ფეხბურთში. იგი იცავს თავის კარს სხვა მცველებთან და მეკარესთან ერთად. როგორც წესი მარცხენა მცველის რაოდენობა მოედანზე ერთია. უმეტესად მარცხენა მცველი არ გამოირჩევა გოლის გატანით, მათი მიზანია შეაჩეროს მეტოქის ფეხბურთელი, რომელიც უტევს მარცხენა ფლანგიდან და ხელი შეუშალოს მას გოლის გატანაში. მარცხენა მცველი ხშირად უტევს ფლანგიდან და ასევე ახორციელებს დარტყმებს შორიდან. მარცხენა მცველების უმეტესობა საშუალო სიმაღლისაა ამიტომ ისინი სტანდარტების დროს უკან რჩებიან. მათ არ სჩვევიათ გოლების ხშირად გატანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება