ევერტონი (საფეხბურთო კლუბი)
ევერტონი (ინგლ. Everton) – ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლივერპულიდან. კლუბი თამაშობს ინგლისური ფეხბურთის უმაღლესი რანგის დივიზიონში პრემიერ ლიგაში, სადაც გატარებული 108 სეზონით ინგლისის რეკორდსმენია.
კლუბი დაარსდა 1878 წელს და დაარსებიდან ერთი წლის განმავლობაში სენტ დომინგოს საფეხბურთო კლუბი (ინგლ. St Domingo's F.C) ეწოდებოდა. 1892 წლიდან დღემდე კლუბი გუდისონ პარკის სტადიონზე თამაშობს, რომელიც 40 000 გულშემატკივარს იტევს და ერთ-ერთი უდიდესი სტადიონია ინგლისში. „ევერტონი“ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია ინგლისში: ცხრაჯერ ინგლისის ჩემპიონატი მოიგო, ხუთჯერ ქვეყნის თასი და ცხრაჯერ ინგლისის სუპერთასი, საერთაშორისო ასპარეზზე კი თასების მფლობელთა თასის მფლობელია 1985 წელს.
სრული სახელი | Everton Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | The Toffees (კამფეტები), The Blues | |||
დაარსდა | 1878, როგორც St Domingo's F.C | |||
სტადიონი |
გუდისონ პარკი ლივერპული, ინგლისი (ტევადობა: 39,221) | |||
პრეზიდენტი | ფარჰად მოშირი | |||
მწვრთნელი | კარლო ანჩელოტი | |||
ლიგა | პრემიერლიგა | |||
2023/24 | მე-15 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
კლუბისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს მერსისაიდული დერბი თანაქალაქელ ლივერპულთან.
ტიტულები
რედაქტირებაინგლისი
რედაქტირება- ჩემპიონი (9): 1890–91, 1914–15, 1927–28, 1931–32, 1938–39, 1962–63, 1969–70, 1984–85, 1986–87
- ვიცე-ჩემპიონი (7): 1889–90, 1894–95, 1901–02, 1904–05, 1908–09, 1911–12, 1985–86
- გამარჯვებული (5): 1906, 1933, 1966, 1984, 1995
- ფინალისტი (8): 1893, 1897, 1907, 1968, 1985, 1986, 1989, 2009
- ფინალისტი (2): 1977, 1984
- გამარჯვებული (9): 1928, 1932, 1963, 1970, 1984, 1985, 1986, 1987, 1995
- ფინალისტი (2): 1933, 1966
საერთაშორისო
რედაქტირებაშემადგენლობა
რედაქტირებამიმდინარე შემადგენლობა
რედაქტირებაშენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|